საქართველოში ელექტრომობილების დატენვა მალე მზის ენერგიით იქნება შესაძლებელი

საქართველოში ელექტრომობილების დატენვა მალე მზის ენერგიით იქნება შესაძლებელი. პროექტის ტექნიკური მხარე უკვე მზადაა და როგორც „ბიზნეს ფორმულას“ E-Space-ის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით იოსავამ განუცხადა, მიმდინარეობს ლოკაციის შერჩევა.

„აღნიშნული პროექტის ტექნიკური მხარე პარტნიორ „ჰელიოს ენერჯისთან“ ერთად უკვე მოვამზადეთ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კომპანიასთან, სადაც პირველი პროტოტიპი უნდა დადგეს“,- განმარტავს იოსავა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გაიზრდება დამტენების ასორტიმენტიც და მომხმარებელი შვედურ-შვეიცარული კომპანია ABB-ს მეორე დონის დამტენებით სარგებლობას შეძლებს.

საქართველოს მასშტაბით, კომპანიას 85 საჯარო დამტენი აქვს დამონტაჟებული, აქედან 78 ე.წ. მეორე დონის დამტენებია, ხოლო 7 სწრაფი დამტენი.

Leave a Reply