Author Archives: energy

მოსკოვი: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მოსახლეობის ინტერესების გამო ხდება

მოსკოვი: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მოსახლეობის ინტერესების გამო ხდება

მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია ————————————————————– “ყველა სამუშაო მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების გამო და რესპუბლიკის შიგნით სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად კეთდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სამუშაოებში რუსეთის მხარის ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ბულგაკოვმა. “რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს  რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით რკინიგზის ტერიტორიის აღსადგენად ჩამოვიდნენ. სამუშაოები 33 კილომეტრის მონაკვეთზე მიმდინარეობს. მათგან 9 კილომეტრი ...

Read More »
რას წარმოადგენს კომპანია „მულტიპლექსი“ რომელიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

მულტიპლექსი ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბათუმში თანამედროვე ევროსტანდარტებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება, პროექტი ხორციელდება კომპანია „მულტიპლექსის“ მიერ. საინტერესოა, რას წარმოადგენს აღნიშნული, კომპანია, რა აქტივებსა და პასივებს ფლობს და ა.შ. შვეიცარიული კომპანია „მულტიპლექს-ჯგუფი“ 2008 წლიდან საქართველოში იწყებს აქტიურ მოღვაწეობას. განხორციელდა თბილისის წყლის პრივატიზაცია (“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”). დღემდე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ში ინვესტირებულია 200 მილიონ აშშ ...

Read More »
მსოფლიო ბაზარზე მინიმუმ 2 წლის მანძილზე ნავთობის ფასი აღარ გაიზრდება

მსოფლიო ბაზარზე მინიმუმ 2 წლის მანძილზე ნავთობის ფასი აღარ გაიზრდება

ნავთობის ფასების ირგვლივ შექმნილი ვითარება უკვე დიდი ხანია, განხილვის საგანია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და ამ სფეროთი დაინტერესებული ანალიტიკოსებისთვის. ამ საკითხზე ბოლო დროს საკმაოდ ბევრი პროგნოზი გაკეთდა. “არსებული დაბალი ფასები მინიმუმ ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება”,-განუცხადა Trend.az.-ს Midwest Center for Energy Law & Policy (ენერგეტიკული პოლიტიკისა და სამართლის ცენტრი) დირექტორმა, ფენერ სტიუარტმა. სტიუარტის მოსაზრებით, ნავთობის ფასის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ბაზრის გაჯერება გახდა ...

Read More »
აზერბაიჯანში ქარის ახალ ელექტროსადგურს ტესტავენ

აზერბაიჯანში ქარის ახალ ელექტროსადგურს ტესტავენ

აზერბაიჯანის ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტო ქარის ახალ ელექტროსადგურ “Ени Яшма”-ს ტესტავს. ქარის ელექტროსადგურ “Ени Яшма”-ს გამომუშავების 50 მეგავატი აქვს,-აღნიშნულის შესახებ Trend.az წერს. “ამ ეტაპზე, ელექტროსადგურის ტერიტორიაზე 20 ტურბინიდან, ერთდროულად 18-ის ტესტირება მიმდინარეობს. ტესტირების დასრულების და მათი საერთო ენერგოსისტემაში ჩართვის შემდეგ, სადგური მთელი სიძლიერით ამუშავდება”,-აცხადებს პრესსამსახური. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანში, 100-მდე ალტერნატიული ელექტროენერგიის მიღების ობიექტის მშენებლობა იგეგმება. 2014 ...

Read More »
ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა

ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ ანაკლიაში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დაასრულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სატუმბი სადგური, რეზერვუარი და ჭაბურღილები აშენდა, ასევე მოეწყო გადამცემი მაგისტრალური მილსადენი. დასრულებული სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელმა ქეით ჯულიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ...

Read More »
ფოთში თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობი აშენდება

ფოთში თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობი აშენდება

“ფოთის ამიაკის ტერმინალი” თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობის მშენებლობას იწყებს. მთავრობის განკარგულებით, კომპანიას მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით უსასყიდლოდ გადაეცა.  შეთანხმების მიხედვით, ინფრასტრუქტურის შესაქმნელად  “ფოთის ამიაკის ტერმინალმა” 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ამასთან, სარკინიგზო ჩიხის მშენებლობისთვის კომპანიას 2,4 მილიონი ლარის გამოყოფა მოუწევს. პროექტირებას და მშენებლობას „საქართველოს რკინიგზა“ უზრუნველყოფს. bpn.ge

Read More »
სტიქიამ ონის რაიონი დააზარალა

სტიქიამ ონის რაიონი დააზარალა

ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. სტიქიამ მძიმე ვითარებაა შექმნა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ და პატარა ღებში. წვიმამ მთლიანად დაანგრია ხიდი და საავტომობილო გზა. სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. სახელმწიფო რწმუნებულის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, პარმენ მარგველიძის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამაშველო სამსახური და ტექნიკა მობილიზებულია. “გარდა ამისა, სახურავები გადახადა ონში რამდენიმე სახლს, ასევე გამგეობის შენობას. ...

Read More »
ახალი აბრეშუმის გზის ქართული გამოწვევები - ნაწილი 2

ახალი აბრეშუმის გზის ქართული გამოწვევები – ნაწილი 2

ნავთობის ინფრასტრუქტურის გამოწვევები ჯერ კიდევ 2009 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ 2015 წლისათვის რესპუბლიკაში ნავთობის წარმოება ყოველწლიურად 60-65 მლნ ტონას მიაღწევდა, რაც საექსპორტო მილსადენებს სრულად შეავსებდა. თუმცა, 2010 წლის III კვარტალში ქვეყანაში   ნავთობის მოპოვების პიკის მიღწევის შემდეგ (ამ წელს მოპოვებული იქნა 50.83 მლნ ტონა ნავთობი), ამ მაჩვენებლის კლება შეინიშნება. კერძოდ, 2011 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ 45.3 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად ...

Read More »

გავიდა დრო, როცა ქვებით მიმოვფანტეთ ურთიერთობები

ევროსაბჭოს და იუნესკოს გადაწყვეტილებით ენგურჰესის თაღოვან კაშხლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული კულტურული ღონისძიებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქართულ-აფხაზურ პერსონალს მადლობა გადაუხადა. “არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობა აფხაზებთან, წლებია ენგუჰესი იყო ერთადერთი დამაკავშირებელი ფაქიზი კომუნიკაცია, რაღაც ადამიანური, სოციალური, საქმიანი ურთიერთობების ხელმოსაჭიდი კავშირი. მე იმედი მაქვს, რომ ეკონომიკური, კულტურული თუ სპორტული კომუნიკაციები ხელს შეუწყობს ...

Read More »
კახა კალაძე: ჩვენ უნდა ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალი

კახა კალაძე: ჩვენ უნდა ავითვისოთ ქვეყანაში არსებული ჰიდროპოტენციალი

ენგურჰესის თაღოვან კაშხლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სიტყვით წარდგა და ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაზე ყურადღება გაამახვილა. „2015 წელს ევროსაბჭოს და იუნესკოს გადაწყვეტილებით ევროპული კულტურის მემკვიდრეობის დღეების მთავარი თემა ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი პატივია, რომ ენგურჰესი მოხვდა ამ სიაში. ჩვენ ვიმყოფებით ქართული ინჟინეერის ეროვნული ჰიდრომშენებლობის უნიკალურ ძეგლთან – ენგურის კაშხალთან. ...

Read More »