Author Archives: energy

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

პირველ კვარტალში ქვეყანამ 347,52 მლნ კვტ.საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც 2015 წლის ჯამური მონაცემის (699,2 მლნ) ნახევარია. იმპორტის უდიდესი წილი – 326,6 მლნ კვტ.სთ, რუსეთზე მოდის. 20,87 მლნ კი აზარბაიჯანიდან გვაქვს შეძენილი. რაც შეეხება ექსპორტს, ამავე პერიოდში, 0,0190 მლნ კვტ.საათია. მხოლოდ მარტში საქართველომ რუსეთიდან 125,5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა, აზერბაიჯანისან 7,8 მლნ კვტ. სთ. ამასთან, 2016 წლის მარტში ესკო-ს მეშვეობით შესყიდულმა ...

Read More »
კახა კალაძე - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობები

კახა კალაძე – ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირანის მიმართულებით ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს როგორც კალაძემ განაცხადა, ამას ითვალისწინებს საქართველოს, რუსეთს, ირანსა და სომხეთს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე მოხარული ვარ, თუ ჩვენ შევძლებთ სრულყოფილად განვახორციელოთ იგი. ეს ითვალისწინებს ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობას ირანის მიმართულებით. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ამ ...

Read More »
„გაზპრომ ექსპორტთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს

„გაზპრომ ექსპორტთან“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს

დღეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი – შპს „გაზპრომ ექსპორტის“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მომზადებული „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობების და პირობების შესახებ“ 2003 წლის 30 მაისს გაფორმებული №2107-12/03-05 ხელშეკრულების დამატების №22 პროექტი. დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს ...

Read More »
"115 000 ოჯახის გაზიფიცირება მოვახდინეთ და 30-მდე უშუქო სოფელი განათდა"

“115 000 ოჯახის გაზიფიცირება მოვახდინეთ და 30-მდე უშუქო სოფელი განათდა”

“შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ენერგეტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენერგეტიკაში არის ინვესტიციების ბუმი.” – აცხადებს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. ” – ამ 3 წლის განმავლობაში აშენდა არაერთი ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, მოხდა ძველების რეაბლიტაცია, განხორციელდა და მიმდინარეობს ახალი ქვესადგურების მშენებლობა, ძველი ქვესადგურების რეაბილიტაცია, ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, მოვახდინეთ 100 000 ...

Read More »
„ძეგვიჰესის“ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდება

„ძეგვიჰესის“ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდება

დღეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია შპს „ჯეო ფაუერს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარზე „ძეგვიჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას. „ძეგვი ჰესის“ სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 15,7 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარია. მემორანდუმის პროექტის თანახმად, კომპანიას მიენიჭება ექსკლუზიური უფლება 12 თვის განმავლობაში ზემოაღნიშნულ მდინარეზე განახორციელოს ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

“გაზპრომი” უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

“გაზპრომი” სასამართლოში ჩივის. კომპანიამ უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის გადაწყვეტილებაა გაასაჩივრა, რომლითაც მას ჯარიმა 86 მილიარდი გრივნა დაეკისრა. УНИАН-ის ინფორმაციით, ჯარიმის საფუძველი ბუნებრივი აირის ბაზარზე მონოპოლიის ბოროტად გამოყენება გახდა. სარჩელის მესამე მხარედ “ნეფტოგაზ უკრაინაა” დასახელებული. როგორც ცოტა ხნით ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, 2015 წლის აპრილის ბოლოს, არსენ იაცენუკმა მიმართა ანტიმონოპოლიურ გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართა, რადგან “გაზპრომის” მოქმედებები უკრაინაში ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს, ხოლო თავად ...

Read More »

პირველი მაისიდან ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანაზე შეღავათები ამოქმედდება

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტისას აქციზის გადასახადი 50%-ით შემცირდება. შესაბამისმა ინიციატივამ, რომელიც პარლამენტის „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას ეკუთვნის, საკანონმდებლო ორგანოში ორი მოსმენა გაიარა და სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში საბოლოოდ დამტკიცდება. კანონპროექტის საბოლოო ვარიანტით, შეღავათი მიმდინარე წლის პირველი მაისიდან უნდა ამოქმედდეს. შეღავათი 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე გავრცელდება და არა ყველა ტიპის ავტომობილზე. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისკენ გადადგმულ ...

Read More »
Ge-31 "ბორა" - ქართული მოიერიშე თვითმფრინავი არც ერთი რუსული ნაწილით

Ge-31 “ბორა” – ქართული მოიერიშე თვითმფრინავი არც ერთი რუსული ნაწილით

Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელსაც 1978 წლიდან მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა აწყობდა, შეიძლება ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რაც მის კონკურენტუნარიანობას შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზრდის. ერაყში, “ისლამურ სახელმწიფოსთან” მიმდინარე ბრძოლებში კვლავ გამოჩნდა Су-25 მოიერიშეების საბრძოლო ეფექტურობა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მსოფლიოში მხოლოდ ორი სპეციალიზებული რეაქტიული მოიერიშე თვითმფრინავი არსებობს – პოსტსაბჭოური Су-25 და ამერიკული A-10A, რომლის შექმნაშიც ჩვენმა თანამემამულე ალექსანდრე ქართველიშვილმა დიდი ...

Read More »
Google-მა ციმციმების ამომცნობი სისტემა გამოიგონა

Google-მა ციმციმების ამომცნობი სისტემა გამოიგონა

კომპანიამ Google უკვე დააპატენტა ციმციმების ამომცნობი სისტემა. ამ სისტემის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია შორიდანვე შეუძლია შეამჩნიოს საგზაო მოძრაობის მონაწილე სხვა ავტომობილების მოხვევის მაჩვენებელი ციმციმას მოქმედება. სისტემის დაპატენტების შესახებ ამერიკულმა კორპორაციამ განაცხადი 2013 წელს მიიღო, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ციმციმას ამომცნობ სისტემაში გამოიყენება ვიდეოთვალი, რომელიც აკვირდება საგზაო მოძრაობას. ელექტრონული სენსორების დახმარებით კი, მას შეუძლია აღიქვას ფერთა ცვლილება, ...

Read More »

მზის ელექტროენერგიის პანელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე, მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი უკვე დასასრულს აუხლოვდება. აღნიშნული პროექტი საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვას ითვალისწინებს.

Read More »