"115 000 ოჯახის გაზიფიცირება მოვახდინეთ და 30-მდე უშუქო სოფელი განათდა"

“115 000 ოჯახის გაზიფიცირება მოვახდინეთ და 30-მდე უშუქო სოფელი განათდა”

“შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ენერგეტიკაში. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ენერგეტიკაში არის ინვესტიციების ბუმი.” – აცხადებს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

” – ამ 3 წლის განმავლობაში აშენდა არაერთი ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ახალი ელექტროგადამცემი ხაზები, მოხდა ძველების რეაბლიტაცია, განხორციელდა და მიმდინარეობს ახალი ქვესადგურების მშენებლობა, ძველი ქვესადგურების რეაბილიტაცია, ქარის სადგურების პროექტების განხორციელება, მოვახდინეთ 100 000 – ობით აბონენტის გაზიფიცირება და იმ სოფლების ელექტროფიკაცია, რომელთაც არასდროს ჰქონიათ შუქი. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჯამში 415 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესები და თბოსადგური შევიდა ექსპლუატაციაში” – აცხადებს კახა კალაძე.

აიპრესის კითხვაზე, რამდენი აბონენტის გაზიფიცირება მოხდა და რამდენი ისეთ სოფელს მიეწოდება შუქი, რომლებიც წლების განმავლობაში უშუქოდ ცხოვრობდნენ, ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა:

” – 2013 წლიდან 2015-ის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 100 ათასზე მეტ ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებელობა. გარდა ამისა, გაზიფიცრდა ყველა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელი (13 ათასი ოჯახი). საერთო ჯამში, საუბარია დაახლოებით 115 000 ათას აბონენტზე. ელექტროფიცირდა საქართველოს მასშტაბით 24 უშუქო სოფელი, 4 უშუქო სოფლის ელექტროფიცირება დასრულდება სექტემბერში.

ასევე გამოვყოფდი მუცოს ელექტროფიცირებას, რომელიც უკვე დასრულდა. მუცოში ელექტროფიცირებისთვის აშენდა ჰესი და ეს ჰესი ამარაგებს ელექტროენერგიით სოფელს, რომელსაც არასდროს ჰქონია შუქი. გაზიფიცირების პროცესი 2016 წელსაც გრძელდება. ამისთვის საქართველოს ბიუჯეტიდანაც არის თანხები გამოყოფილი და „სოკარ ჯორჯია გაზიც“ აგრძელებს ინვესიტრებას”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

www.ipress.ge

Leave a Reply