Author Archives: energy

ევროპაში ბენზინისა და დიზელის სატვირთოების გაყიდვები აიკრძალება

ევროკავშირში სატვირთოების უმსხვილესი მწარმოებლები აცხადებენ, რომ 2040 წლიდან არ აწარმოებენ და არ გაყიდიან ბენზინისა და დიზელისძრავიან სატვირთოებს. ეს კი დათქმულ ვადაზე 10 წლით ადრე მოხდება – წერს გაზეთი Financial Times. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება მოცემულია დოკუმენტში, რომელსაც ხელი მოაწერეს კომპანიების Daimler, Scania, Man, Volvo, Daf, Iveco და Ford-ის წარმომადგენლებმა. „იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება ერთად მოქმედება“ – განაცხადა შვედური Scania-ს ...

Read More »

“ესკო“ თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორს ეძებს

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ კომპანიას ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ესკომ“ ინტერესთა გამოკითხვა უკვე გამოაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმპორტი უნდა განხორცილდეს 2021 წლის 11-31 იანვრის პერიოდისათვის. იმპორტის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 33.6 მლნ კვტ.სთ-ს. იმპორტის წარმოდგენილი გრაფიკები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ მოთხოვნებს: იმპორტის განხორციელება შესაძლებელია სამუშაო და დასვენების დღეებში 08:00-24:00 სთ-ის ჩათვლით (თბილისის დრო), ჯამური იმპორტის მაქსიმალური სიმძლავრე შეადგენს 100 მგვტ-ს.თურქეთის ...

Read More »

მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები

კაცობრიობა უხსოვარი დროიდან მოიხმარს მზის ენერგიას. მისი გამოყენება ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაიწყო, როდესაც ადამიანმა შუშის დახმარებით ცეცხლის დანთება მოახერხა. ერთ-ერთი ცნობილი ლეგენდის მიხედვით, სირაკუზზე თავდასხმის დროს, არქიმედემ რომაელთა ფლოტი მრავალი სარკის გამოყენებით დაწვა. შემდეგ იყო პირველი მზის ღუმელი, ფოტოვოლტაური ეფექტის აღმოჩენა, აინშტაინი და ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრება, პირველი მოწყობილობა, რომელიც მზის შუქს ელექტროენერგიად გარდაქმნიდა და მრავალი სხვა აღმოჩენა, რომელმაც ...

Read More »

“ნენსკრა ჰესი” ენერგოდამოუკიდებლობის საფუძველია” – თურნავა

„ნენსკრა ჰესი“ – ერთ–ერთი მსხვილი საფუძველია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები-ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა. მისი თქმით, ჭუბერში სამუშაოები გრძელდება დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკა კვლავ ერთ–ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო დარგად რჩება.შეგახსენებთ, რომ “ნენსკრა ჰესის” პროექტი სვანეთში, ჭუბერში ხორციელდება. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ–ია, საინვესტიციო ღირებულება კი – $1 მილიარდი. “ნამახვანი ...

Read More »

ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი მცირდება

MEA ამცირებს ნაავთობის მოთხოვნის პროგნოზს 2021 წელსენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მცირედით შეამცირა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის პროგნოზი 2021 წელს, ნათქვამია ორგანიზაციის დეკემბრის ანგარიშში. 2020 წლის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, სააგენტო კვლავ 8,8 ბარელით დღე/ღამეში შემცირებას ელოდება.”2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ჩვენი პროგნოზი შემცირდა 170 ათასი ბარელით დღე/ღამეში, 5,7 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში” – წერს სააგენტო. სააგენტოს ცნობით პროგნოზის შემცირება ასოცირდება საავიაციო ...

Read More »

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ დაასრულა მონაცემთა შეგროვების სისტემის განახლება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ დაასრულა დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის (SCADA) განახლების პროექტი, რომელიც დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას და, ამ მიმართულებით, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებდა.SCADA-ს სისტემის განახლება „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კონტრაქტორი ფირმის SIEMENS Aktiengesellschaft Oesterreich უშუალო მონაწილეობითა და საკონსულტაციო კომპანიის PWC – PricewaterhouseCoopers Georgia LLC-ის ზედამხედველობით განხორციელდა.პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა SCADA-ს პროგრამული ...

Read More »

კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. საბადოს, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და ნორვეგიის კომპანია Equinor-მა ბაქოს აღმოსავლეთით 120 კილომეტრში აღმოაჩინეს, ”ყარაბაღი” უწოდეს. კომპანიამ, რომელმაც საბურღი ოპერაციები 2019 წლის 23 დეკემბერს დაიწყო, საბადო მიწის სიღრმეში 3,400 მეტრზე დააფიქსირა. აღინიშნა, რომ ნავთობის საბადოში 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის რეზერვებია.

Read More »

რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა აქტიურად დაიწყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, ენერგეტიკული მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთისგან განსხვავებით, ენერგოსფეროში სრულად გახდა რუსეთზე დამოკიდებული. ამ ეტაპზე, რუსეთის ფინანსური და ტექნიკური  მხარდაჭერის შედეგად, ცხინვალის რეგიონში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ რუსეთიდან ხდება. მოსკოვის მიზანია განხორციელებული და ...

Read More »

თურნავა: „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. მინისტრის თქმით, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება. „ენგურჰესი“ ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და ...

Read More »

OPEC-ის არაწევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას ზრდიან

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის  (OPEC),  არაწევრ ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში მომავალი წლის იანვრის თვიდან ყოველდღიურად  ნავთობის მოპოვება-წარმოების  500 ათასი ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.  OPEC+ 23 წევრი ქვეყნის ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრების ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართული  მე-12 მინისტრთა შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ OPEC+ ქვეყნები იანვრისთვის შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას 500 ათასი ბარელით დღეში. ამრიგად, დღევანდელი წარმოებიდან  დღეში  7,7 მილიონი ბარელით ...

Read More »