Author Archives: energy

ბაიდენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ევროპისთვის ცუდ იდეად მიიჩნევს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვლის, რომ გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის „ცუდი შეთანხმება“ ევროპისთვის და აპირებს თვალი გადაავლოს იმ სანქციებს, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ამ პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ მიიღო. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფასკიმ სამშაბათის ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგზე ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, ისაუბრეს თუ არა ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა ამ საკითხზე მათი პირველი სატელეფონო საუბრის დროს, რაზეც ...

Read More »

შეიცვლება თუ არა ენერგოტარიფები ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ

ენერგეტიკული ბირჟის რეალურ რეჟიმში ამოქმედების შემდეგ ელექტროენერგიაზე ფასების ძირითადი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. გარკვეული კორექტირება იქნება, თუმცა როგორი, ამის წინასწარ პროგნოზირება ბირჟის დირექტორს უჭირს. „ფასებში მთავარი კორექტივი რაც იქნება, ეს არის ის, რომ თუ დღეს ფასი ყალიბდება ყოველთვიურად, მომავალში ყოველ საათობრივი ფასი გვექნება. ეს კიდევ ერთი დამატებითი სიგნალია ორივე მხარისთვის, გენერაციის ობიექტისა და მომხმარებლისთვისაც. როდესაც ფასი ყალიბდება საათობრივ ჭრილში და ...

Read More »

ნავთობპროდუქტების მოხმარების კლება COVID შეზღუდვებთანაა დაკავშირებული

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,08  ათასი ტონა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით. 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია – 1,66 ათასი ...

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

OPEC-ი ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს

OPEC-ი წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს. ნავთობკარტელის პროგნოზით, 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება 5,9 მლნ. ბარელით, დღე/ღამეში 95,9 მლნ ბარელამდე გაიზრდება, მაშინ როდესაც, კრიზისულ 2020 წელს ვარდნა დღიურად 9,8 მლნ ბარელი იყო. OPEC-ის გენერალურმა მდივანმა მუჰამმედ ბარკინდომ ვიდეოკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2021 წელს სავარაუდოდ, 4.4%-ით გაიზრდება, რაც დიდი  მიღწევაა გლობალური ეკონომიკისთვის. ბარკინდოს აზრით, ნავთობინდუსტრია დღეისათვის 12,6 ტრილიონი აშშ ...

Read More »

2020-ში აფხაზეთმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რაც მთელმა თბილისმა – ის უფასოდ მარაგდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალი ტემპით იზრდება. 2020 წლის განმავლობაში რეგიონმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1.1-მილიონიანმა თბილისმა. ესკოს მიერ გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. შედარებისთვის თბილისის ენერგოგამანაწილებლის, “თელასის” მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2.63 მილიარდი კილოვატ საათი იყო. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით ...

Read More »

Shell, Mitsubishi და Vattenfall გერმანიაში წყალბადის ქარხნის მშენებლობას გეგმავენ

Shell, Mitsubishi Heavy Industries (MHI) და Vattenfall Wärme Hamburg გეგმავენ ქარისა და მზის ენერგიზე აწარმოონ წყალბადი ჰამბურგის გარეუბანში, მურბურგის ელექტროსადგურში – იტყობინება Reuters. გარდა ამისა, აშენდება ელექტროლიზატორი, რომლის საწყისი სიმძლავრეც იქნება 100 მეგავატი. დაგეგმილია ობიექტის შემდგომი განვითარებაც ე.წ. მწვანე ენერგიის ჰაბის დანიშნულებითც. პარტნიორები აცხადებენ, რომ არსებობენ მწვანე წყალბადის პოტენციური მომხმარებლები, რომელთა საწარმოებიც განლაგებულია ხსენებულ ობიექტთან ახლოს, რაც საშუალებას აძლევს პროექტს, ...

Read More »

გაზის ტრანსპორტირების კომპანია სამეგრელოში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს

სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის მარტვილის, სენაკისა და ზუგდიდის 14 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 171 572 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1781 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 52 დასახლებულ პუნქტში. აშენდა ორი მკვებავი გაზსადენი წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 951 870 გრძივი მეტრი გაზსადენი და 15 ...

Read More »

გასულ წელს ევროპამ უფრო მეტი განახლებადი ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე წიაღისეული საწვავი

ევროპა ნელა ამცირებს დამოკიდებულებას წიაღისეული საწვავზე. Ember-ისა და Agora Energiewende-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ფოკუსირებულია სუფთა ენერგიაზე, ცხადყოფს, რომ კონტინენტმა უფრო მეტი განახლებადი ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე წიაღისეული საწვავი. ქარს, მზეს, ჰიდროენერგეტიკასა და ბიომასას შეადგენდა ევროპის ელექტროენერგიის 38%, ხოლო წიაღისეული საწვავი 37%-მდე დაეცა. ქვანახშირისა და ბირთვული წარმოება 20 და 10 პროცენტით დაეცა. გაზი კვლავ პოპულარულია მთელ კონტინენტზე. ენერგიის წყარო პანდემიის პერიოდში მაინც შედარებით ...

Read More »

2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტი 44,6%-ით შემცირდა

2020 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 56,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით. 2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5%-ი (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8%-ი (8,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 3,9%-ი (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან; 1,8%-ი (1,0 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან.

Read More »

ლევან დავითაშვილი: „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას”

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა. „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს არის ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ...

Read More »