Author Archives: energy

ნათია თურნავა: “ინვესტორს გადაეცა მხოლოდ ის მიწა, სადაც განთავსდება ჰიდრონაგებობები”

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ გავრცელდა ტყუილი, თითქოს, ნამოხვანჰესის ინვესტორებს მთელი ხეობა გადაეცათ. „ტყუილია, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც. ჯერ ერთი, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ალბათ საჭირო არ არის იმის ახსნა, თუ რა სიკეთე მოაქვს უცხოელ ინვესტორს და უცხოურ ...

Read More »

ნავთობის ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

მსოფლიო ბაზარზე დღეს, ნავთობის ფასების ზრდა დაფიქსრიდა, რის შედეგადაც ბოლო წლის განმავლობაში ფასმა შავ ოქროზე ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. „ნედლი ნავთობის ფასის წახალისებას ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივების გაჩენა და მსოფლიოს მასშტაბით ნავთობზე მოთხოვნის ზრდა იწვევს“, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ანალიტიკოსმა ვანდანა ჰარიმ განაცხადა. ცნობისთვის, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა $59.34 (+  0.50)-ს მიაღწია ერთ ბარელზე, რაც გასული წლის 20 თებერვლის შემდეგ ...

Read More »

კომპანია ,,ენკა” ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში გადაცემულ მიწებზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია ,,ენკა” ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში გადაცემულ მიწებზე განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფების მიერ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სადეზინფორმაციო კამპანია. გთავაზობთ განცხადებას სრულად: „სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ (სახელმწიფო საწარმო, რომლის შვილობილსაც წარმოადგენდა სს,,ნამახვანი“) 2015 წლის 24 დეკემბერს, გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. „სს „ნამახვანს“ დაასრულებული ჰქონდა განახლებული საბაზისო დიზაინი, შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, და მრავალი კვლევის საფუძველზე ...

Read More »

დანიაში მსოფლიოს პირველ „ენერგოკუნძულს“ გააშენებენ

დანიის მთავრობამ დაამტკიცა პროექტი, რომელიც მსოფლიოში პირველი „ენერგოკუნძულის“ აშენებას გულისხმობს, – ამის შესახებ BBC წერს. ენერგოკუნძული 18 საფეხბურთო მოედნის ფართობის (120 ათასი კვადრატული მეტრი) იქნება და მასზე გათავსდება ქარის 200 გიგანტური ტურბინა, რომელიც 3 მილიონამდე ოჯახისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს დანიის ისტორიაში ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია, რომლის ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდი კრონია (34 მილიარდი დოლარი). ენერგოკუნძული ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის ზღვაში გაშენდება. ...

Read More »

ლევან ვეფხვაძე: “ადგილობრივ მოსახლეობას ვერ გავამტყუნებ, რადგან მათ ჰესების მშენებლობიდან გრძელვადიანი სარგებელი არ აქვთ”

“ადგილობრივ მოსახლეობას ვერ გავამტყუნებ, რადგან მათ ჰესების მშენებლობიდან გრძელვადიანი სარგებელი არ აქვთ, იმიტომ რომ ისინი კონკრეტულ პროექტზე მოკლევადიანი პერიოდით დასაქმდებიან”, – ამის შესახებ “საქმიან დილაში” BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ქვეყანაში ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. ვეფხვაძის თქმითვე, ქვეყანაში ჰესების არსებობა მნიშვნელოვანია, რათა მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით იმპორტდამოკიდებულები არ ვიყოთ. “დღიურად დაახლოებით 38 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოვიხმართ და ...

Read More »

TANAP-ის მილსადენმა შარშან 68.8% ით მეტი გაზი გაატარა

2020 წელს თურქეთში აზერბაიჯანიდან 11.1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა, რაც 21% -ით მეტია, ვიდრე წინა წელს. ამ მოცულობიდან TANAP– მა გაატარა 4.7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც 1.9 მილიარდი კუბური მეტრით, ანუ 68.8% –ით მეტია, ვიდრე 2019 წელს. ამის შესახებ აღნიშნულია ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშში. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხდება თურქეთში შაჰ დენიზის საბადოდან. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქულ ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის ...

Read More »

“დენის ტარიფის სუბსიდიის მიუხედავად პროდუქციის გაძვირებას ვერ ავცდებით“

სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1 იანვრიდან „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 11-13 თეთრით გაიზარდა. კერძო სექტორს დამატებითი ფინანსური ტვირთი რომ არ ეგრძნო, მთავრობა კვების ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესს დაჰპირდა, რომ ნაზარდი ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებდა. ამასთან, იმისთვის, რომ საწარმოებს შეღავათი მიეღოთ, მათ მთავრობამ ელექტრონულ პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის ორკვირიანი პერიოდი მისცა (13-27 იანვარი), თუმცა არც თუ ისე ცოტა კომპანიამ დათქმული ...

Read More »

სამხრეთ კორეა მსოფლიოში უდიდეს ოფშორულ ქარის ფერმას ააგებს

სამხრეთ კორეამ ახალი გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოფშორული ქარის ტურბინების ფერმის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 48.5 ტრილიონი ვონია (43.2 მილიარდი დოლარი). პროექტის შესაბამისად, მშენებლობა 2030 წლამდე უნდა დასრულდეს. პროექტი პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინის „ახალი მწვანე კურსის“ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მისი მიზანი, აზიის მეოთხე უდიდესი ეკონომიკის ორგანულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამავე კურსის შესაბამისად, სამხრეთ კორეა 2050 წლისთვის გამონაბოლქვისგან თავისუფალი ქვეყანა ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

რომელი დარგები მოიხმარენ საქართველოში ენერგორესურსებს ყველაზე დიდი რაოდენობით

საქართველოში ენერგორესურსების ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ტრანსპორტის დარგია, რომელზეც მთლიანი მოხმარების 30.9 პროცენტი მოდის, – ამას ადასტურებს 2019 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი. 28.3 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 19.3 პროცენტი – მრეწველობის დარგზე, 5.3 პროცენტი – მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15.6 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება ...

Read More »

ნათია თურნავა ენგურჰესის სადერივაციო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად, ენგურჰესში იმყოფებოდნენ სამეგრელო- ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ...

Read More »