Author Archives: energy

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი „ენკას“ ბაზასთან იმყოფება, აქციის მონაწილეები აპირებენ, სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ნაწილი გუმათში, კომპანია „ენკას“ ბაზასთან იმყოფება. თავის მხრივ, „ენკას“ ბაზაზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე რაფაელ ლომთაძემ განაცხადა, ისინი პოლიციის ავტომობილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიან, თუმცა სამშენებლო კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ. „ენკას“ ბაზასთან აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი.

Read More »

იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტრო „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ. იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე იუსტიციის სამინისტროს წინადადებები არაუგვიანეს 10 ივნისს უნდა წარედგინოს. საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა ...

Read More »

გოლეთიანი: ველით შესაბამის მომენტს, რომ ჩვენი ბრძოლის წერტილები უფრო გაიშალოს

დედაქალაქიდან რიონის ხეობაში დაბრუნებული ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ საჭიროა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე მეტი ადამიანის მობილიზება, რათა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებმა შედეგი გამოიღოს. „რაც დედაქალაქიდან დავბრუნდით, ვიცით, რომ კომპანია „ენკას“, რიონის ხეობაში, მომარაგებული ჰქონდა ტექნიკაც, საკვებიც და საწვავიც. ამიტომ, ამ მხარეს არაფერი დასჭირვებიათ და საერთოდ არ უმოძრავიათ. იმ რაოდენობით არ ვიყავით მობილიზებულნი, რომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაგვეწია. დღეს ჩვენი თანამებრძოლები ადვილად გადასწიეს გზის სავალი ნაწილიდან ...

Read More »

“ერთი გაღუნული მავთული გვაქვს, რომელზეც ჩვენი ენერგოსისტემაა ჩამოკიდებული – თუ ჰესები არ აშენდა, იძულებული გავხდებით, ავაშენოთ ატომური ელექტროსადგური”

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი არ წყდება. მაშინ როდესაც ჰესების მშენებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროტესტებს, როგორია ჩვენი ქვეყნის ენერგოპოლიტიკა და ენერგოსტრატეგია. საით მივდივართ და რა ძირითადი გათვლებია. როგორ ვიქნებით ხვალ ჰესების გარეშე. რა არის ძირითადი დასაყრდენი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე. ენერგეტიკოსი გია არაბიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე საუბრობს. „მოდით, ნუ ვიტყვით გადაჭრით, რომ ქვეყანაში ...

Read More »

Lamborghini მოდელების ელექტროფიკაციისთვის 1.5 მილიარდ ევროს დახარჯავს

Lamborghini სუპერ ავტომობილების უახლესი მწარმოებელია, რომელიც V-12 წვის ძრავას ელექტრო ძრავით შეცვლის. Volkswagen-ის იტალიურმა ბრენდმა გამოაცხადა, რომ 2024 წლისთვის ის თითოეული მოდელის ჰიბრიდული დანამატის ვერსიებს შესთავაზებს მომხმარებელს, მათ შორის ყველაზე გაყიდვადი Urus SUV-ის და Aventador-ის მოდელებს. Lamborghini ასევე აწარმოებს თავის პირველ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ აკუმულატორზე იმუშავებს. კომპანია ამ გეგას, აღმასრულებელი დირექტორის სტეფან ვინკელმანის თქმით, 2025 წლიდან განახორციელებს. ბრენდი ამ მიზნისთვის ...

Read More »

აფბამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზების დასადგენად სსე-ს ესკოს- და „ენერგეტიკულ ბირჟას“ კითხვებით მიმართა

„ახალგაზრდა ფინანისისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ სსე-ს („საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) ესკოს („ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს“) და სენბის („საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“) მიმართა და სთხოვა ორგანიზაციას მიაწოდონ მათი ხედვები, თუ რა მიზეზების გამო გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედება და დარწმუნებულები არიან, თუ არა, რომ ბირჟა ხელახლა დათქმული ვადის, ანუ 6 თვის შემდგომ მაინც ამოქმედდება. შეგახსენებთ, სსე და ესკო „ენერგეტიკული ბირჟის“ თანაბარწილოვანი დამფუძნებლები არიან. აფბას ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

Goldman Sachs ნავთობის ფასის 80 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს

Goldman Sachs მოელის, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში ნავთობის ფასი გაიზრდება 80 დოლარამდე/ბარელზე. ბანკი მიიჩნევს, რომ ბაზარი არ აფასებს მოთხოვნილების აღდგენას ირანიდან მიწოდების შესაძლო აღდგენის შემთხვევაშიც კი. “ნავთობის ფასის ზრდის მიმართ არგუმენტები უცვლელი რჩება, მოთხოვნილების მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით  ვაქცინაციის შედეგად  არაელასტიკური მიწოდების პირობებში”, – ნათქვამია ბანკის ანალიტიკურ განცხადებაში. ივლისის თვეში ირანული ექსპორტის განახლების შესახებ  “აგრესიული” ვარაუდის შემთხვევშიც კი  Brent ტიპის ...

Read More »
ირანი ნავთობის მოპოვებას ზრდის და გაჩერებას ჯერ არ აპირებს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს

ირანი განაგრძობს ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრებას, ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალი აქბარ სალეჰის განცხადებით, გრძელდება ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრების სამუშაოები. მისი განცხადებით, 5%-ით გამდიდრებული ურანის ოდენობა ხუთ ტონაზე მეტია, 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამს შეადგენს, 60%-ით გამდიდრებული კი, 2,5 კილოგრამს აღემატება. ამასთან, ალი სალეჰმა განაცხადა, რომ 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამიანი ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

BTC-ით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

მიმდინარე წლის აპრილში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქეთში გაყვანილი იქნა 16.607 მილიონი ბარელი ნავთობი. თურქული კომპანია BOTAŞ– ის მონაცემებით, ეს 3.526 მილიონი ბარელით, ანუ 17.5% -ით, ნაკლებია გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, BTC- ის საშუალებით, თურქეთის გავლით 68,605 მილიონი ბარელი ნავთობია გადატანილი, რაც 9,184 მილიონი ბარელით ანუ 11,8% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის იგივე პერიოდში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ნავთობის ტრანზიტი BTC-ით შემცირდა. აზერბაიჯანის ...

Read More »

ტრამპი: მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, თუ რა კარგი იყო ჩემი პრეზიდენტობა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკვე აღარაა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. „სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ საწვავის ფასები გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ბენზინის ერთი გალონი 2 დოლარამდე ღირდა. როდესაც მრიცხველზე ფასების ზრდას დაინახავთ, გაიხსენეთ, როგორი კარგი სამუშაო განახორციელა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, ...

Read More »