Author Archives: energy

G7 შეთანხმდა კლიმატის ცვლილების ყოველწლიური დაფინანსება 100 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს

G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ გაზარდონ თავიანთი შენატანები 100 მილიარდ დოლარამდე, რათა დაეხმარონ ღარიბ ქვეყნებს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებასა და გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში. G7-ის ქვეყნებმა ასევე დადეს პირობა, რომ 2050 წლისთვის მიაღწევენ ნახშირბადის ნულოვან ემისიას, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა. შვიდმა ქვეყანამ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და იაპონიამ – კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, მოახდინონ ...

Read More »

“ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება”

მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქმიანობების განცალკევება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში მოხდა. მარეგულირებელი ორგანოს ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2021 წლის იანვარ-მაისის თვეებში საავიაციო ნავთისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის მაისის თვეში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,1 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით  ანუ 1,9%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (5,2 ათასი ტონა) და 2,1 ათასი ტონით ანუ 70%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,0 ათასი ტონა)  შედარებით. მათ შორის, 2021 წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 78,4%  (4,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,7% (0,7 ათასი ტონა) – იტალიიდან, 7,8% (0,4 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან. 2021 წლის იანვარ-მაისის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 21,3 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 4,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (22,4 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2021 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 67,6%  (14,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10,3% (2,2 ათასი ტონა) – იტალიიდან, 8,9% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 6,1% (1,3 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 4,7% (1,0 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან, 2,3% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან. 2021 წლის მაისის თვეში  საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,8  ათასი ტონა, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 35,7%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (2,8 ათასი ტონა) შედარებით და 0,1 ათასი ტონით ანუ 2,6%-ით ნაკლები –  გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან (3,9 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მ/წლის მაისის თვეში იმპორტის  97,4%  (3,7 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან. 2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 13,7  ათასი ტონა, რაც 5,8 ათასი ტონით ანუ 29,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში იმპორტის  94,9% (13,0 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   14 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა.   კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.86 (+  0,17) დოლარი/ბარელზე.   ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.88 (- 0,03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
უკრაინაში ორგანული მზის ელემენტების წარმოებას იწყებენ

ლითიუმის ბატარეებს მალე გრაფენის ბატარეები ჩაანაცვლებენ

მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები იკვლევენ გზებს, რომ გამოიგონონ უფრო გამძლე და სწრაფად დასატენი ბატარეები. მათ ფაქტიურად უკვე შეძლეს და პროტოტიპებზე უკვე მუშაობენ. ტოქსიური ლუითიუმის ბატარეები, რომლებიც ექსპლუატაციის მერე არ ექვემდებარება გადამუშავებას და ძალზე მავნეა გარემოსთვის, ძალიან მალე ჩაბარდება ისტორიას. ავსტრალიის გრაფენის წარმოების ჯგუფმა Graphene Manufacturing Group დაიწყო სპეციფიკური გრაფინის ალუმინის და იონური ელემენტების სამრეწველო ნიმუშების შექმნა საათების, ტელეფონების, ლაპტოპების, ელექტრომობილებისა და ...

Read More »

აზერბაიჯანში უცხოურ ინვესტიციებში ნავთობისა და გაზის წილი გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ნავთობისა და გაზის სექტორის წილი გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. აზერბაიჯანის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 400.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც 17,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ნავთობისა და გაზის სექტორის წილმა ინვესტიციებში 89,2% შეადგინა, რაც 9,2 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი.

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება როგორც გერმანიასთან, ასევე უკრაინასთან ვაშინგტონის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებს

ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტის არსი სრულიად ნათელია – გლობალური გაურკვევლობის პერიოდში ამერიკა ევროპელ მოკავშირეებს დემოკრატიის დაცვისთვის მზადყოფნის დამტკიცებას შეეცდება. ამ თემას ანალიტიკურ სტატიას უძღვნის გერმანული გამოცემა zeit.de. სტატიის თანახმად, თუ აშშ-ს პრეზიდენტის გამონათქვამებს შევაჯამებთ, შემდეგი გამოვა – „ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიო ავტორიტარულ რეჟიმებს გადავაბაროთ, ისეთებს, როგორებიცაა რუსეთი ან ჩინეთი, ამიტომაც გონს მოდით“. მაგალითად, ჩინეთი ამერიკის მეტოქეა  და ის საფრთხეს უქმნის ლიბერალურ ...

Read More »

ირანი მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის მამოძრავებელი გახდება

სანქციების მოხსნის შემთხვევაში ირანი შეიძლება გახდეს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებელი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ივნისის თვის პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს გათვლებით, თუ ირანის ბირთვული შეთანხმება უახლოეს კვირებში განახლდება, ირანს შეეძლება ნავთობის მოპოვების გაზრდა 750 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  3,15 მილიონ ბარელამდე წლის ბოლოსათვის და გავიდეს 2022 წლის მეორე ნახევარში 3,8 მილიონი ბარელის მაჩვენებელზე დღე-ღამეში. ”თუ ეს მოხდება, ირანი შეიძლება ...

Read More »

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“ – საქართველოს სჭირდება ეს პროექტი და ელექტროენერგია

ერთი რამ ნათელია – საქართველოს სჭირდება ელექტროენერგია და სჭირდება ეს პროექტი, – ასე გამოეხმაურა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა­ჯერენ იაზგანი “კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს. როგორც თურქეთის ელჩი განმარტავს, ისინი ხვდებიან, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურების აშენება. “მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია – ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების ...

Read More »

სენატორი ჯიმ რიში: Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა – პუტინს შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს

სენატორი ჯიმ რიში რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს. „Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა, ცალმხრივი დათმობები ევროპაში საზღვაო ბაზირების ფრთოსან ბირთვულ რაკეტებსა და სახმელეთო ბაზირების რაკეტებზე. პუტინს მოლაპარაკებები არ სჭირდება. მას შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს“, – წერს სენატორი ჯიმ რიში.

Read More »