Author Archives: energy

საწვავის ფასის ზრდა თბილისსა და რეგიონებში გააპროტესტეს

გუშინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მოქალაქეებმა სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს, რამაც პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. „გვინდოდა, რომ გადაგვეკეტა გზის სავალი ნაწილი, გადავედით ფეხით მშვიდობიანად, მაგრამ მოვიდა პატრულის ძალიან ბევრი თანამშრომელი, დაახლოებით, 80-90, შეიძლება მეტიც, გადაგვყარეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მერე, ვეცადეთ გზის გადაკეტვას და ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტი დააკავეს. ახლა მივდივართ, კიდევ გვინდა გავაგრძელოთ აქციის მსვლელობა, მაგრამ პატრული ...

Read More »

რა პრობლემების წინაშეა საქართველო ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულების გამო

წუხელ ისევ გაითიშა გადამცემი ხაზი „მესხეთი”. რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას თურქეთთან აკავშირებს. აღნიშნულ ფაქტს საკუთარ facebook გვერდზე ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი აბარამიშვილი გამოეხმაურა: “წუხელ ისევ ავარიულად გაითიშა 400 კვ მაღალგადამცემი ხაზი „მესხეთი”. რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას თურქეთთან აკავშირებს. ახლა, დიდთოვლობაა ის მიზეზი, რის გამოც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ფერხდება მაღალგადამცემი ხაზის დროულად შეკეთება. შესაბამისად, შეზღუდულია ელექტროენერგიის იმპორტი თურქეთიდან. ქვეყნის უმძლავრესი საბაზისო ჰიდროელექტროსადგური – ენგურჰესი ...

Read More »

OMV Petrom-ი საქართველოს ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს

კომპანია OMV Petrom აქტიურ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს, წელს კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდება.  კომპანიას ექბნება მსოფლიო დონის ანგარიში. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს კომპანია ორ და სამგანზომილებიან სეისმურ კვლევებს, რომლითაც იდენტიფიცირდება წერტილები, სადაც პოტენციურად ყველაზე სანდო და შედეგიანი იქნება გასაბურღად. ამის შემდეგ დაიწყება ბურღვა და მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდება ის მარაგები, რომელიც შესაძლოა არსებობდეს შავი ზღვის ამ სალიცენზიო ბლოკზე.  კონტრაქტის მიხედვით, კომპანია შავი ...

Read More »

მექსიკაში 500 მლნ ბარელის ნავთობსაბადო აღმოაჩინეს

მექსიკის სახელმწიფო კომპანია Pemex-მა შტატ ტაბასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთში ახალი ნავთობსაბადო აღმოაჩინა. ამის შესახებ კორპორაციის ხელმძღვანელმა ოტავიო ოროპესმა განაცხადა. „ეს უკვე მესამე უმსხვილესი ნავთობსაბადოა, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან მექსიკის ხელისუფლების მიერ იქნა აღმოჩენილი. „ძიმპონა-1“ სახელწოდების ნავთობსაბადოს პირველადი მარაგები 500-600 მილიონი ბარელია“, – განაცხადა ოროპესამ მექსიკის მთავრობის Twitter-ის გვერდზე ტრანსლირების დროს. 2020 წელს კომპანია Pemex-მა, 2019 წელთან შედარებით, 480,96 მილიარდი პესოთი იზარალა, რაც ...

Read More »
International energy agency: ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს

IEA: გლობალური მოთხოვნა ნავთობზე აღდგება არა უგვიანეს 2023 წლისა

“ნავთობროდუტების იმპორტირების სააგენტო” IEA-ს პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: გლობალური მოთხოვნა ნავთობზე შემცირდა თითქმის 9 მილიონი ბარელით დღე/ღამეში 2020 წელს. მოთხოვნის აღდგენა 2019 წელს აღნიშნულ დონემდე მოხდება არა უგვიანეს 2023 წლისა. ამის შესახებ  პროგნოზირებს საერთაშორისო ენერგიის სააგენტო (IEA). 2024 წლისთვის მსოფლიოში ნავთობის მოხმარება 104,1 მილიონ ბარელს დღე /ღამეში მიაღწევს, რაც მხოლოდ 4,4 მლნ ბარელით  მეტია ვიდრე 2019 წელს. გლობალურმა მოთხოვნილებამ ნავთობზე ...

Read More »

საქართველო ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე გადადის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველო ეტაპობრივად გადადის ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე.  მინისტრის შეფასებით,  2020 წელი ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო. ,,ნარჩენების მართვის ახლებური მიდგომები ითვალისწინებს წარმოების გაფართოებული ვალდებულებების შემოღებას ქვეყანაში. ამ მხრივ, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა და 2020 წელს, მთავრობამ ხუთი რეგლამენტი დაამტკიცა ნარჩენების მართვის კუთხით, რომლებიც ნარჩენების პრევენციას, რეციკლირებას, გადამუშავებას და, ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის წახალისებას ...

Read More »

ბაიდენი Nord Stream 2-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დამატებით სანქციებს განიხილავს Nord Stream 2-ის მშენებლობის დაბლოკვის მიზნით. პოტენციურად, სანქციები შეიძლება შეეხოს Nord Stream 2 AG-ს, რომელიც პროექტის დამფუძნებელი კომპანიაა. გარდა ამისა, სანქციები, სავარაუდოდ, შეეხება სადაზღვევო და იმ კომპანიებს, რომლებიც მშენებლობას დამხმარე მასალებით ამარაგებენ. მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა სანქციები მხოლოდ Fortuna 1-ს დააკისრა, ბაიდენის ადმინისტრაციაზე ორპარტიული ზეწოლა გაიზარდა და კანონმდებლები სანქციების გაფართოებას ითხოვდნენ. Nord Stream ...

Read More »

რას მოიტანს ნამახვანჰესის ჩანაცვლება მცირე ჰიდროსადგურებით?

აღნიშნულ კითხვას ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილი საკუთარ facebook გვერდზე სვამს და თავადვე პასუხობს: “განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის, ამჯერად მცირე ჰიდროსადგურებს განვიხილავთ. საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება ჯამში 630გვტსთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია. იმისათვის რომ ნამახვანჰესის ექვივალენტური 1500მგვტსთ გამომუშავება მივიღოთ საჭირო იქნება დამატებით 412 მეგავატი მცირე ჰესების სიმძლავრე ანუ ...

Read More »

მსოფლიო ელექტრომობილებზე მასობრივ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვები 43% -ით გაიზარდა. შიგა წვის ძრავის მანქანებთან საფასო პარიტეტი 2023–2025 წლებისთვისაა მოსალოდნელი. ელექტრომობილების მფლობელების ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მათ 91%-ს არ სურს შიგა წვის ძრავის მქონე მანქანებზე დაბრუნება. ყველაზე შთამბეჭდავი მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს: ელექტრომობილების წილმა ქვეყანაში გასულ წელს გაყიდული ყველა მანქანიდან 54% შეადგინა. მაშინ როდესაც, გერმანიაში ელექტრომობილების წილმა (ჰიბრიდების ჩათვლით) 2020 წლის ბოლოს მხოლოდ 25% ...

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

როგორია საწვავის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდა შეინიშნება. მარტის მდგომარეობით მსოფლიოში ერთი ლიტრა საწვავის საშუალო ფასი 0,94 ევროა. რასაკვირველია, ნავთობის ფასის ზრდასა და მეორე მხრივ ლარის გაუფასურების ფონზე საწვავის ფასები საქართველოშიც გაიზარდა. უახლესი მონაცემებით, საქართველოში საწვავის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე 0.68 ევროა (დაახლოებით 2,72 ლარი). რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს: აზერბაიჯანში საწვავის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე 0.49 ევროა (1,96 ...

Read More »