Author Archives: energy

აშშ-ის და გერმანიის ერთობლივი განცხადება უკრაინის მხარდაჭერის და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თაობაზე

აშშ და გერმანია უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის მიერ გაკეთებულ ევროპულ არჩევანს მხარს მტკიცედ უჭერენ და დღეს ჩვენ  რუსული აგრესიისთვის და უკრაინის მიმართ მოსკოვის ბოროტმოქმედებისთვის წინაამღდეგობის გაწევის ვალდებულებას ვიღებთ. აშშ და გერმანია ერთიანები არიან სურვილში, რუსეთს პასუხი ვაგებიოთ აგრესიისთვის სანქციების და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით. თუ რუსეთი ენერგეტიკის გამოყენებას აგრესიის ინსტრუმენტად შეეცდება, ან უკრაინის წინაამღდეგ აგრესიული ქმედებებს წამოიწყებს, მზად ვართ ...

Read More »

USAID-ი საქართველოში ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის $15.7 მლნ-იან პროგრამას იწყებს

საქართველოში USAID-ი ახალ პროგრამას იწყებს. ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის $15.7 მლნ-იანი პროგრამა საქართველოს საკუთარი ენერგორესურსების დივერსიფიკაციაში დაეხმარება. გარდა ამისა, 5-წლიანი პროგრამა კერძო ინვესტორებისთვის მიმზიდველი, მოქნილი, კომპეტენტური და გამჭვირვალე ბაზრის შექმნაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ოფიციალურად გორის ქარის სადგურზე 28 ივლისს, 11:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ -ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

Read More »

მზის ენერგეტიკა საქართველში – შესაძლებლობები და გამოწვევები

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც ენერგეტიკული სექტორი ყოფილა: ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, ელექტროენერგიის მომწოდებლების პრობლემები, ტარიფის ზრდა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წინასწარ დაგეგმილი დროებითი გათიშვა. სწორედ ეს თემები მოექცა წელს ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მსოფლიოში, განსაკუთრებით აქტუალური იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ...

Read More »

ნამახვანჰესის სეისმური უსაფრთხოების რუკა თეა გოდოლაძის ბიზნეს-მეწილის შედგენილია

ენერგეტიკაში არსებულ გაუმჭვირვალობაზე, ბოლო პერიოდში, პრესა ხშირად საუბრობს. როგორც ჩანს, გაუმჭვირვალობის პრობლემა მხოლოდ ენერგოსექტორის გამოწვევა არ არის. ინფორმაციის დამალვის, დახურულობის, თავისიანებზე ხელის დაფარებისა და ზოგადად, გაუმჭვირვალობის პრაქტიკა, ჩვენი ეკონომიკისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა ენერგეტიკასთან მჭიდროდ და ორგანულად დაკავშირებული სხვა სფეროებისთვისაც. „ბანკები და ფინანსებმა“ ერთი საინტერესო ფაქტი შენიშნა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად გახმაურებული მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის, ნამახვანჰესის სეისმური ...

Read More »

“ლუკოილი” ნავთობის ფასის 68-75 დოლარის დიაპაზონში შენარჩუნებას ვარაუდობს

“OPEL +”-ის მიერ ნავთობის მოპოვების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნავთობის ფასი დარჩება 68 დოლარიდან 75 დოლარამდე დიაპაზონში, ხოლო ფასების მიმდინარე კლება ადგილობრივი ცვლილებაა -კომპანია “ლუკოილის” პრეზიდენტის ვაგიტ ალეკპეროვის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მისი თქმით, ფასების შემცირება “OPEC +”-ის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომელიც 18 ივლისს შედგა, ადგილობრივი ცვლილებაა . “დღეს ნავთობის მოხმარება ჯერ კიდევ სტაბილურია, ის იზრდება. ისევე ...

Read More »

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პუტინის უდიდესი გამარჯვებაა – ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმებას შეცდომა უწოდა. გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, გაზსადენის ფუნქციონირების დაწყების პირობად უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის დასახელება შეიძლებოდა. „ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება. ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობებს ვხედავ, თუ უკრაინას ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შესთავაზებდნენ ან თუ გაზსადენის გახსნას გამოიყენებდნენ როგორც ბერკეტს, რათა რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიიდან ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

საწვავის იმპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა

2021 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 532,3 ათასი ტონა, რაც 34,4 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (497,9 ათასი ტონა) შედარებით და 38,0 ათასი ტონით ანუ 7,7%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (494,3 ათასი ტონა) შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 2021 წლის პირველი 6 ...

Read More »

უკრაინის ვიცე-პრემიერი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: უკრაინას არანაირი გარანტია არ მიუღია

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმების ფარგლებში, უკრაინას არანაირი გარანტია არ მიუღია. „უკრაინას არანაირი გარანტია არ მიუღია ამ განცხადების ფარგლებში. შეგახსენებთ, ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანია მხარს დაუჭერს „სამი ზღვის“ ინიციატივას, თუმცა უკრაინა ისედაც ცდილობს ამ ინიციატივას შეუერთდეს და ამ მხარდაჭერის შინაარსი გაუგებარია. გარდა ამისა, დაანონსებულია ფინანსური მხარდაჭერა და „მწვანე ტრანსფორმაციის“ ფონდის შექმნა, რაზეც ...

Read More »

“მანგლისში, სადაც ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა, განხორციელდა 11 მილიონიანი პროექტი და 1 600-მდე ოჯახს გაზი მიეწოდება”

მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა, აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1 600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ახლად ...

Read More »

ბრიუსელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციებს გეგმავს

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და გერმანიამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით უთანხმოებები მოაგვარეს, ევროკომისიას არ შეუცვლია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება ზემოაღნიშნული პროექტის მიმართ. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, პროექტი არ შედის ევროკავშირის საერთო ინტერესების სფეროში. მისივე განცხადებით, ევროკომისია კონსულტაციებს გამართავს ევროკავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან. ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ...

Read More »