“OPEL +”-ის მიერ ნავთობის მოპოვების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნავთობის ფასი დარჩება 68 დოლარიდან 75 დოლარამდე დიაპაზონში, ხოლო ფასების მიმდინარე კლება ადგილობრივი ცვლილებაა -კომპანია “ლუკოილის” პრეზიდენტის ვაგიტ ალეკპეროვის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
მისი თქმით, ფასების შემცირება “OPEC +”-ის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომელიც 18 ივლისს შედგა, ადგილობრივი ცვლილებაა .
“დღეს ნავთობის მოხმარება ჯერ კიდევ სტაბილურია, ის იზრდება. ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში იზრდება საწვავის მოხმარება, ის იზრდება ასევე ევროპაში, ამერიკაში და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჩინეთში. ჩინეთი დღეს აჩვენებს მოხმარების ზრდას, მან უკვე მიაღწია პანდემიის წინა მოცულობას, ”- დასძინა ლუკოილის პრეზიდენტმა.
ალეკპეროვმა ასევე აღნიშნა, რომ ლუკოილი მხარს უჭერს “OPEC +”-ის გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების აღდგენისა და გარიგების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ.