Author Archives: energy

Tesla-მ უკვე გაყიდა ყველა ავტომობილი, მათ შორის ისეთებიც, რომელიც ჯერ არ გამოუშვია

ინტერნეტ რესურსი Electrek-ი გვატყობინებს, რომ კომპანია Tesla-ს ელექტრომობილებზე ამ დროისთვის მოთხოვნა ზღვარსგადასულია. კომპანიამ უკვე გაყიდა ყველა ავტომობილი, მათ შორის ყველა ის, რომლის გამოშვებას ამ კვარტლის ბოლომდე, ანუ მომდევნო ორ თვეში აპირებს. სატელეფონო კონფერენციის დროს, რომელიც მიეძღვნა Tesla-ს კვარტალურ ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპანიის დირექტორმა ილონ მასკმა აქციონერებს განუცხადა, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. „ჩვენ ვაკვირდებით ნამდვილ ბიძგს მომხმარებლების მხრიდან ელექტრომობილებზე, რომელიც ...

Read More »

“ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია მისი ჰიდრორესურსების სწორად და გონივრულად ათვისება”

ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ენერგოსექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ენერგოსექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დღეს დაპაუზებულია ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, 4 მლრდ დოლარის მოცულობის, რაც პირდაპირ აზიანებს ქართულ ეკონომიკას.ეს კი გამოიწვია იმ მიზანმიმართულმა კამპანიამ, რაც მიმდინარეობს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგია ეკონომიკის მხარდაჭერისთვის სანავთობო ფონდიდან 50 მილიარდ დოლარს გამოიყენებს

მიმდინარე წელს ნორვეგიის ხელისუფლება ეკონომიკის მხარდაჭერისთვის სანავთობო შემოსავლებიდან 402,6 მილიარდ კრონს (50 მილიარდ დოლარს) გამოიყენებს. ეს შემოსავლები, როგორც წესი, ქვეყნის სახელმწიფო საპენსიო, იგივე სანავთობო ფონდში ირიცხება. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეროვნული კეთილდღეობის ფონდია. ბიუჯეტის პროექტის ახალი შესწორებების თანახმად, ქვეყანა ამ ფონდიდან 90 მილიარდი კრონის ნაცვლად, 402,6 მილიარდ კრონს გამოიყენებს. გამოცემა The Local-ის ცნობით, თანხის ოდენობა განისაზღვრა კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიყენებული ...

Read More »

ჯორჯ ველტონი: პროექტი, რომელმაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს, საფრთხეშია

“ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა GREDA-სა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საბჭოს შექმნა დააანონსეს, რომლის მიზანიც საქართველოში ენერგეტიკული საკითხის განხილვა და დარგის მუდმივი მონიტორინგი იქნება. შეხვედრაზე მთავარი საკითხი “ნამახვანჰესის” პროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები იყო. საუბარი შეეხო შეჩერებულ ...

Read More »
გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

SOCAR-ი თურქმენეთს რეგიონის ენერგოდერეფნებს სთავაზობს

SOCAR– ი მზადაა თურქმენულ კომპანიებს გაუზიაროს სამხრეთ გაზის დერეფნის მილსადენების სისტემებისა და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის შესაძლებლობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღეს განაცხადა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სექტორში საინვესტიციო საერთაშორისო ფორუმზე. აბდულაევის შეფასებით, ამ ენერგოდერეფნების უდიდესი შესაძლებლობების გამოყენება უმდიდრესი თურქმენული რესურსების საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის ყველა მხარისთვის კომერციულად მომგებიანია.  SOCAR-ის პრეზიდენტმა ფორმუმზე  გაზის სამხრეთ დერეფნის მნიშვნელობა შეაფასა და თქვა, რომ ის სტრატეგიული ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

“ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილია”

„ნამახვანჰესი არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის საკვანძო და განუყოფელი ნაწილია”, – ამის შესახებ განაცხადა კომპანია “ენკას” სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა, დავით ჩოჩიამ პრესკონფერენციაზე, სადაც ნამახვანჰესის შესახებ არსებულ მითებზე მიმდინარეობს საუბარი. “ამ პროექტის განხორციელებამ საქართველოში ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 11.5 პროცენტი უნდა უზრუნველყოს, რაც პირდაპირ ანაცვლებს იმპორტირებულ ენერგიას. ზამთრის პერიოდში ეს ჩანაცვლება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ...

Read More »

რას ფიქრობენ საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე?

კლიმატის ცვლილებაზე ბევრს და ხშირად დაობენ. ზოგს სჯერა, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად მიმდინარე მოვლენების გამო, კაცობრიობა რეალური საფრთხის წინაშეა. ნაწილი სკეპტიციზმითაა განწყობილი და ამ საფრთხეებს ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟად აღიქვამს. მეცნიერები კი ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი რესურსების უკონტროლო გამოყენებამ და სათბური გაზების კონცენტრაციის ზრდამ, შესაძლოა, დედამიწა და კაცობრიობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს. 1970 წელს დედამიწაზე 3,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა. გზებზე კი 200 მილიონი ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ აშშ-ს ენერგეტიკული ჯილდო მიიღო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის ასოციაციის (USEA) „წლის საერთაშორისო პარტნიორის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული მიღწევების აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის ასოციაცია ყოველწლიურად მასპინძლობს ასოციაციის წევრების შეხვედრას და საჯარო პოლიტიკის ფორუმს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ენერგეტიკული და მოხალისეობრივი საქმიანობისთვის დაწესებული ჯილდოების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. 2021 წელს, პირველად ამ ორგანიზაციის ისტორიაში, დაჯილდოების სიას დაემატა ახალი ნომინაცია „წლის საერთაშორისო პარტნიორი“, რომელიც ...

Read More »

ელენე ღუბიანური: ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით

„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიის ყველა ფორმატში, სადაც შედგება დიალოგი სპეციალისტების ჩართულობით”, – ამის შესახებ კომპანია “ენკას” სახელმწიფოსთან ურთიერთობის დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი რაციონალურ დიალოგზე იქნება დაფუძნებული. “იმედი გვაქვს, მთავრობის მიერ ინიცირებული ფორმატი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოდერაციით, იქნება რაციონალურ არგუმენტებზე ორიენტირებული, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული”, – განაცხადა „ენკა ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობების დაპირებები რომ შესრულებულიყო, საწვავის ფასი 15-20%-ით ნაკლები იქნებოდა

საქართველოში საწვავის ფასი რამდენიმე ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე 3 ლარს გადასცდა. საუბარია „სუპერის“ ტიპის საწვავზე, რომელიც „ვისოლის“ სადგურებზე 3.02 ლარი ღირს, „ლუკოილის“ სადგურებზე – 3.10 ლარი. ქვეყანა მასშტაბური სიძვირის წინაშეა. საუბარია, არა მხოლოდ საწვავის, არამედ მრავალი პროდუქტისა და მომსახურების გაძვირებაზე. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი ამჟამად ერთ ბარელზე 69 დოლარს შეადგენს, ლარი კი სულ უფრო უფასურდება და, დღეის მდგომარეობით, ერთი დოლარის ...

Read More »