Author Archives: energy

2030 წლისთვის აშშ-ში ავტომობილების 50% ელექტრომობილი იქნება

აშშ -ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, ქვეყნის ავტოინდუსტრია უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადოს. 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მანქანების ნახევარი ელექტროძრავის მქონე იქნება. შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ბაიდენი ხელს დღეს,  5 აგვისტოს მოაწერს. ბაიდენის განკარგულება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს კლიმატის კრიზისს უფრო აქტიურად ებრძოლოს. ახალი კანონით გათვალისწინებული ზომები ასევე მოიცავს საწვავის ეფექტურობის ახალი სტანდარტების შემუშავებას, დაბინძურების შემცირებას და კლიმატის ცვლილების შენელებას. წყარო: report

Read More »

რუსეთი აშშ -ის სანავთობო ბაზარზე მეორე ადგილზეა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მიმდინარე წლის მაისის თვეში რუსეთმა აშშ-ს მიაწოდა 26 მილიონი 170 ათასი ბარელი ნავთობი, რაც გახდა აბსოლუტური რეკორდი ქვეყნისთვის. შედეგად, მაისის თვეში რუსეთმა გადაუსწრო მექსიკას, რასა ადასტურებს აშშ-ის ენერგეტიკული სინფორმაციო სამმართველოს მიერ გავრცელებული მონაცემები. აშშ-ი ნედლეულის ექსპორტის მხრივ ლიდერი არის კანადა, რომელმაც მიაწოდა 125 მილიონი 750 ათასი ბარელი. კანადურ ნავთობზე  აშშ-ის საწვავის იმპორტის დაახლოებით ნახევარი მოდის. აშშ–ის მიერ რუსული ...

Read More »

ბიტკოინი პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფაა

ბიტკოინი, რომლის კურსიც 30-დან $60 ათასამდე მერყეობს, სწრაფი მოგების საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი გამომუშავების შედეგად დარჩენილი ნახშირბადის კვალი ყოველწლიურად იზრდება. ვირტუალური ვალუტისადმი ინტერესს ისეთი ცნობილი ადამიანები გამოხატავენ, როგორც ამერიკული ფეხბურთის ვარსკლავი ტომ ბრედი და ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებენ ისინი ბიტკოინის კატასტროფული რეპუტაციის გადარჩენას. იმის გათვალისწინებით, რომ გაცილებით უფრო ავტორიტეტულმა მოთამაშემ მსოფლიო ეკონომიკაში კომპანია „ტესლამ“ განაცხადა, ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ფასი ახალ რეკორდულ მაქსიმუმზეა

ევროპაში გაზის ფასი გასულ კვირას კიდევ უფრო გაიზარდა. ჰოლანდიურ TTF- ში გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 520 აშშ დოლარს აღწევს. რაც შეეხება 2021 წელს, იანვრიდან TTF-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალო ფასმა ათას კუბურ მეტრზე 265 აშშ დოლარი შეადგინა.

Read More »

აშშ ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ბირთვული პროგრამის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის მოუწოდებს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, მხარეთა შორის 2015 წელს დადებული ბირთვული პროგრამის შეთანხმების თაობაზე. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ჩვენი გზავნილი პრეზიდენტ რაისის მისამართით იგივეა, რასაც მის წინამორბედებს ვუგზავნიდით. შეერთებული შტატები დაიცავს და განამტკიცებს საკუთარ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსა და ჩვენი პარტნიორების ინტერესებს. იმედი გვაქვს, ოფიციალური თეირანი გამოიყენებს შესაძლებლობას დიპლომატიური გადაწყვეტილებების მისაღებად. მოვუწოდებთ ირანს, მალე დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  5  აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,29 (+ 0,91) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69,09 (+ 0,94)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანდრონიკაშვილის, გაგრის, ლიბანის, ჭედიასა და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესისა და მანაგაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, მელიქიშვილისა და ...

Read More »

რუსეთს აფრთხობს ევროკავშირისა და ჩინეთის მიერ ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირება

რუსული ნახშირწყალბადების ექსპორტმა შესაძლოა 4 ტრილიონ დოლარზე მეტი დაკარგოს. ევროკავშირმა, რომელიც ყიდულობს რუსეთის ნახშირწყალბადების ნახევარზე მეტს, გასულ წელს შეიმუშვა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს წიაღისეული საწვავის ეტაპობრივად ამოღებას. ივლისში გამოქვეყნდა ნახშირბადის ტრანსსასაზღვრო გადასახადის პროექტიც, რომელიც აიძულებს მომწოდებლებს ევროპაში გადაიხადონ მაღალი ტარიფი ნახშირბადის კვალისთვის. ჩინეთმა, რომელზეც განვითარებული ქვეყნებში მოთხოვნის შემცირების შემდეგ, რუსეთი დიდ იმედებს ამყარებდა, როგორც ნავთობისა და გაზის ალტერნატიულ ბაზარზე, ასევე ...

Read More »

თურქეთში თბოელექტროსადგურთან ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქვანახშირის თბოელექტროსადგურთან ღამით გაჩენილი ხანძარი, რის გამოც გასულ საღამოს ევაკუაცია გამოცხადდა, ჩააქრეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ქემერკოის თბოელექტროსადგურზე ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა უზრუნველყოფილია. TRT-ს ცნობით, აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებებიც გატანილია.  მაშინ, როდესაც ადგილობრივი მერი ევაკუაციის შესახებ ცნობებს ტვიტერის საშუალებით ავრცელებდა, ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თბოელექტროსადგურის დაწვის საფრთხეზე A Hbr-ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა. მერის ინფორმაციით, მწირი საჰაერო დახმარება, ფაქტობრივად სადგურის ირგვლივ ცეცხლის ალის ...

Read More »

3D საამქრო პლასტმასის ნარჩენებისგან მეორეული პროდუქციის წარმოებას გეგმავს

სამმა მეგობარმა – ვახტანგ დოლიძემ, საბა სირაძემ და დავით ვაშაყმაძემ პლასტმასის ბოთლებით მეორეული პროდუქტის წარმოება გადაწყვიტეს და ოზურგეთში 3D საამქრო დააფუძნეს. როგორც „კომერსანტთან“ საუბარში საამქროს თანადამფუძნებელი ვახტანგ დოლიძე ამბობს, იდეა 2020 წლის დასაწყისში გაუჩნდათ და პანდემიის დროს „სოციალური ინოვაციების“ კონკურსზე გაიმარჯვეს.  „სოციალური ინოვაციები“ „კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის“ ახალი ინიციატივაა, რომელიც სოციალური ცვლილებების ხელშეწყობაზე ზრუნავს. „ვაპირებთ პლასტმასის ბოთლების და თავსახურების გადამუშავებას, ...

Read More »