Author Archives: energy

აფხაზეთში, კიდევ ერთი კოვიდ-პაციენტი გარდაიცვალა ძაბვის ვარდნის გამო

აფხაზეთში, გუდაუთის კოვიდ-საავადმყოფოში მეორე პაციენტი გარდაიცვალა, ძაბვის ვარდნის გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად. “კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად. მისი მდგომარეობა თავიდანვე უკიდურესად მძიმე იყო. დანარჩენ ორისთვის ინფორმაცია ასეთია – ერთი პაციენტი პრაქტიკულად სრულად გამოჯანმრთელდა, მეორე უბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელშიც ის ელექტროენერგიის გათიშვამდე იმყოფებოდა.” აღნიშნულის შესახებ, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა. ოთხშაბათს, პაციენტი გარდაიცვალა ...

Read More »

ლიბანში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა

ლიბანში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ალტალილში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაშავებულია 79, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის სამხედროები და დაცვის თანამშრომლები არიან. ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვია აფეთქება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ერთ-ერთი პირის მიერ სანთებელის ანთება გახდა. გარდა ამისა, აფეთქების მიზეზად სახელდება რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება, ...

Read More »

ივლისის თვეში აზერბაიჯანმა 700 ათს ბარელზე მეტი ნავთობი მოიპოვა დღე/ღამეში

2021 წლის ივლისის თვეში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ (კონდენსატის ჩათვლით) აზერბაიჯანში შეადგენდა 717 ათასი ბარელი. აქედან 606 ათასი ბარელი იყო ნედლი ნავთობი,ხოლო 111 ათასი ბარელი კონდენსატი. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე, დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტირთა კავშირი”. სამინისტრომ გაიხსენა, რომ შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს 2021 წლის იანვარ-ივლისში მოუწია ყოველდღიური ნავთობის მოპოვების შემცირება 123 ათასი ბარელით 2018 წლის ოქტომბრის დონესთან შედარებით, როდესაც იგი მოიპოვებდა 718 ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 სექტემბრიდან შემცირდება

რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი 1 სექტემბრიდან $ 3.2-ით შემცირდება და ტონაზე $ 64.6-ს შეადგენს. ამჟამად, ნავთობზე საექსპორტო გადასახადი 67,8 აშშ დოლარია 1 ტონაზე. გადასახადი ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე შემცირდება ტონაზე 20,3 დოლარიდან – 19,3 დოლარამდე, ხოლო კომერციული ბენზინის ექსპორტზე გადასახადი შემცირდება ტონაზე 20,3 აშშ დოლარიდან – 19,3 დოლარამდე. დაბოლოს, გათხევადებული ბუნებრივი აირის (LPG) გადასახადი იქნება ტონაზე 69,9 $, სუფთა LPG ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ახალ რეკორდულ მაჩვენებელზეა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასებმა თავისი ისტორიული მაქსიმუმი განაახლა, 1000 კუბურ მეტრის ფასმა 580 აშშ დოლარს პირველად გადააჭარბა. თბილისის დროით 15:10 საათზე გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა TTF ინდექსით ICE საფონდო ბირჟაზე 1000 კვტსთ-ზე 47,7 ევროს მიაღწია. TTF ჰაბზე, სექტემბრის ფიუჩერსული ფასი ვაჭრობის დაწყებისას თითქმის 550 აშშ დოლარი იყო. აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ ის 2.5%-ით გაიზარდა და 586.3 აშშ დოლარი შეადგინა. აგვისტოში ...

Read More »

სემეკი: „თელმიკოსა“ და „თელასს“ აბონენტებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია“ „თელმიკოს“ და სს „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა. ომფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკ-ში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე. „კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ 2021 წლის ივნისსა და ივლისში ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

კონკურენციის სააგენტო: საწვავის შემომტანი ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 74 პროცენტია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 30 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 669 167 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 3.9%-ით აღემატება 2020 წლის იანვარი-ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს – 644 288 ათასი ლიტრი. იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა – HHI ინდექსმა შეადგინა ...

Read More »

“თელასის” დადებითი ბალანსი “თელმიკოზე” ავტომატურად აისახება

მომხარებლის, “თელასის“ სააბონენტო ბარათზე არსებული დადებითი ბალანსი, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიაში“ (თელმიკო), აგვისტოს ბოლომდე ავტომატურად გადავა, – განცხადებას კომპანია “თელმიკო” ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც სს „თელასის“ სააბონენტო ბარათზე აქვთ თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს მიმდინარე გადასახადი, ელექტროენერგია არ გაეთიშებათ და გადასახადი გაიქვითება არსებული ბალანსიდან. “დადებითი ბალანსის გადატანის შესახებ ინფორმაცია აისახება ქვითარში, სადაც შესაბამის ველში მითითებული იქნება გადატანილი თანხის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის  16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.51 (- 1.08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.29 (- 1.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აღმაშენებლის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

აღმაშენებლის გამზირზე, თუმანიშვილის თეატრის მიმდებარედ აფეთქება მოხდა. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქებისა და ნგრევის ხმა გაიგეს. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე დროულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია ...

Read More »