Author Archives: energy

სემეკი აბანოების ხელმძღვანელებს პასუხობს

სემეკი აბანოების ხელმძღვანელებს პასუხობს

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტარიფების მომატების საკითხის დარეგულირებაზე მუშაობს. როგორც კომისიაში აცხადებენ, აბანოების ხელმძღვანელებთან  გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები და კომისია დღემდე მუშაობს საკითხის დარეგულირებაზე. “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაუდგინა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფია – 3.729 ლარი/მ3, ...

Read More »
შესაძლოა, ტურისტებს აბანოთუბანი აბანოების გარეშე დახვდეთ

შესაძლოა, ტურისტებს აბანოთუბანი აბანოების გარეშე დახვდეთ

აბანოთუბანში მდებარე აბანოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გადასახადის ახალი ტარიფი დაუწესა, რაც აბანოს ხელმძღვნელების განცხადებით, იმდენად მაღალია, რომ მისი გადახდა არ შეუძლიათ. აბანოს ხელმძღვანელებმა პრობლემის მოგავრების თხოვნით ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართეს, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია. „ბიზნესის სპეციფიურობიდან გამომდინარე „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ ტარიფს არ გვიწესებდა და სიტყვიერი შეთანხმების შედეგად  ფიქსირებულ  გონივრულ გადასახადს ვიხდიდით. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, 2015 ...

Read More »
კახი კალაძე "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს" პასუხობს

კახა კალაძე “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” პასუხობს

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ირანიდან ეხმიანება, რომელსაც “გურია ნიუსის” უცვლელად გთავაზობთ: “მსურს ავღნიშნო, რომ სახელმწიფოსა და “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” შორის არსებული ურთიერთობები – მათ შორის კორესპონდენციების გაცვლის წესი დარეგულირებულია 1997 წელს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებით, აქედან გამომდინარე, წინამდებარე წერილი არ უნდა იქნეს განხილული არსებული ხელშეკრულების კონტექსტში. გაკვირვება უნდა ...

Read More »
"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

“საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ გეგმავს დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. როგორც მინისტრის მოადგილემ 11 თებერვალს, თბილისში, “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის” მიერ გამართულ საჯარო დისკუსიაზე განმარტა, ენგურჰესზე შესაძლო შეზღუდვების შესახებ, აფხაზეთს ერთი წლის განმავლობაში აფრთხილებდნენ. “ენგურჰესზე დღეს არსებობს შეზღუდვები. ერთი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ასე იქნებოდა და ჩვენ აღარ განვახორციელებდით იმპორტს რუსეთისგან აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ...

Read More »
2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება - დიმიტრი ქუმსიშვილი

2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება – დიმიტრი ქუმსიშვილი

მივიღეთ დაპირება იმისა, რომ თურქული მხარე თავის სამუშაოებს შეასრულებს 2016 წლის ბოლომდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის და იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს უკვე ოპერირებადი რკინიგზა გვექნება, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. ,,ჩვენ უკვე ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ კონკრეტული საკითხები. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – ჩვენ მივიღეთ დაპირება იმისა, ...

Read More »
ნავთობზე ფასი დაეცა

ნავთობზე ფასი დაეცა

ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერის ევროპაში გამგზავრების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე დღეს დილით ნავთობის ფასი დაეცა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,12%-ით გაიაფდა და მისმა ღირებულებამ ბარელზე 33,31 დოლარი შეადგინა. 0,39%-ით შემცირდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 29,33 დოლარი შეადგინა. გასული კვირის ბოლოს „შავ ოქროზე“ ფასი მსოფლიო ბაზარზე 9-12%-ით გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლების მხრიდან ნავთობის წარმოების შემცირების მოლოდინი იყო. ირანული მედიის ...

Read More »
"თელასმა" 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

“თელასმა” 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია “თელასმა” 2015 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც “თელასში” აცხადებენ, 2015 წლის მონაცემებით, კომპანია “თელასმა” 2 მილიარდ 419 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7,5%-ით (167 მლნ კვტ/სთ-ით) აღემატება 2014 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 252 მილიონი კვტ/სთ). “თელასის” ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. “2014 წელთან შედარებით 2015 წელს 7,5%-ით (158 მლნ კვტ/სთ-ით) ...

Read More »
საქართველოს პორტები – რა რესურსი გაგვაჩნია ამ მიმართულებით

საქართველოს პორტები – რა რესურსი გაგვაჩნია ამ მიმართულებით

ბათუმის საზღვაო ნავსადგური 2015 წელს გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა – 5,7 მლნ ტონა. 2015 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა – 54,695 TEU (1 TEU-20 ფუტი – 6,1 მეტრი) საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა – 100 000 TEU  წელიწადში. სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა – 180 000 მგზავრი წელიწადში. 2008 წლის თებერვალში სს “ყაზტრანსოილის” შვილობილმა კომპანიამ – შპს Batumi Industrial Holding-მა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის 49 წლით ექსკლუზიური მართვის ...

Read More »
ენერგო-პრო ჯორჯიამ ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო

ენერგო-პრო ჯორჯიამ ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ტურისტულ რაიონებში ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო. კომპანია ქობულეთში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს 10 კვ ძაბვის ქსელში და მათი დასრულებისთანავე ქობულეთის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდება. რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება 1500 მ სიგრძის მიწისქვეშა კაბელი; აღნიშნული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება უამინდობით გამოწვეული დაზიანების ალბათობა და გაუმჯობესდება ქობულეთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება; შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 5000 აბონენტის ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება. 2016 წლის პირველი მარტიდან ელექტროენერგიის სუბსიდირება აღარ მოხდება. “2013 წლის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში გარდა კახეთისა, ელექტროენერგიის საფასური შემცირდა. კახეთის რეგიონის მოსახლეობის, დანარჩენი რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პიორბებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, შედეგად კახეთის მოსახლეობა ...

Read More »