შესაძლოა, ტურისტებს აბანოთუბანი აბანოების გარეშე დახვდეთ

შესაძლოა, ტურისტებს აბანოთუბანი აბანოების გარეშე დახვდეთ

აბანოთუბანში მდებარე აბანოებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ გადასახადის ახალი ტარიფი დაუწესა, რაც აბანოს ხელმძღვნელების განცხადებით, იმდენად მაღალია, რომ მისი გადახდა არ შეუძლიათ. აბანოს ხელმძღვანელებმა პრობლემის მოგავრების თხოვნით ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართეს, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

„ბიზნესის სპეციფიურობიდან გამომდინარე „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ ტარიფს არ გვიწესებდა და სიტყვიერი შეთანხმების შედეგად  ფიქსირებულ  გონივრულ გადასახადს ვიხდიდით. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, 2015 წლის თებერვლიდან აბანოებს გადასახადი არაგონივრულად გაგვიზარდა.“ – განაცხადა ჭრელი აბანოს ხელმძღვანელმა გურამ ტედიაშვილმა.

ხელმძღვანელების განცხდებით, იმ შემთხვევაში, თუ აბანოთუბანში არსებული აბანოების პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესდება, შესაძლოა მათ დაწესებულების პროფილის შეცვლა გადაწყვიტონ.

„ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი. აბანოები ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილია. თუ საკითხის მოგვარება არ მოხერხდა ტურისტებს აბანოთუბანი აბანოების გარეშე დახვდებათ.“ – განცხადა „ნარიყალას“ ხელმძღვანელმა ნოდარ ტოტოღაშვილმა.

ხელმძღვანელების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აბანოთუბანში არსებული აბანოების პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესდება, შესაძლოა, მათ დაწესებულების პროფილის შეცვლა გადაწყვიტონ, რაც თავის მხრივ, დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს და ქალაქი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ობიექტს დაკარგავს.

Leave a Reply