Author Archives: energy

საქართველოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის $588 მილიონი გამოეყო

საქართველოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის $588 მილიონი გამოეყო

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისთვის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის აზერბაიჯანის ნავთობის ფონდს (SOFAZ) 588,2 მლნ აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი. ინფორმაცია ფონდმა საკუთარ გვერდზე განათავსა. თანხა “მარაბდა -კარწახის რკინიგზამ” რამდენიმე ტრანშად,  2016 წლის 1 იანვრამდე მიიღო. მათ შორის, 2015 წლის მეოთხე კვარტალში SOFAZ -მა  28,9 მლნ აშშ დოლარი გამოყო. შეგახსენებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში გაშვება წლის ბოლოს იგეგმება. სამუშაოები თურქეთის ტერიტორიაზე გაჭიანურდა.  

Read More »

“ფუკუშიმას” ელექტროსადგურიდან რადიაქტიური წყალი კვლავ ჟონავს

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფიდან 5 წელი გავიდა. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფიდან 5 წელი გავიდა. იაპონიაში ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება. იაპონელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ და იმპერატორმა აკიჰიტომ კი, ტოკიოში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთში 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც 40 მეტრის სიმაღლის ცუნამი ...

Read More »
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე (პირველი ლოტი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა. როგორც “ინტრეპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სამტრედია–გრიგოლეთის ტერიტორია ჭარბწყლიანი ნიადაგით ხასიათდება, რის გამოც აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა თანამედროვე PVD ტექნოლოგიით მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნოლოგია გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟების მოთავსებას ითვალისწინებს, რაც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს და მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს. ...

Read More »
ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

ნავთობის ფასი შესაძლოა 20-30 დოლარით გაიზარდოს, თუ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები შეძლებენ შეხვედრის გამართვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ განცხადება, OPEC-ში ქუვეითის წარმომადგენელმა გააკეთა. ამასთან, საინტერესოა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა OPEC-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა განაცხადა. 16 თებერვალს დოჰაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთი, საუდის არაბეთი, კატარი და ვენესუელა ...

Read More »
გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

გარდაბანში ბიო-თბოსადგური აშენდება

2016 წლის იანვარში, გარდაბანში 3 მგვტ სიმძლავრის ბიო-თბოელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებისამებრ, ქართულმა კომპანიამ, ალტ ენერჯიმ, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2016 წლის სექტემბრისთვის უნდა დაასრულოს. წინასწარი მონაცემებით, ბიო-თბოელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 25.9 მლნ.კვტ იქნება. გარდაბნის ბიო-თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% ექსპლუატაციაში გაშვებიდან პირველი 10 წლის მანძილზე ექსკლუზიურად ქართულ ბაზარზე დარჩება. ბიო-თბოსადგური ელექტროენერგიას უმეტესწილად ბიომასისა და კომპოსტის წვის ხარჯზე გამოიმუშავებს. წყარო: ენერგოპლატფორმა

Read More »
ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

ნავთობის მოპოვების გაყინვის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც შეუერთდა

ნავთობის ფასი შესაძლოა 20-30 დოლარით გაიზარდოს, თუ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები შეძლებენ შეხვედრის გამართვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. ამის შესახებ განცხადება ოპეკში ქუვეითის წარმომადგენელმა გააკეთა. ამასთან, საინტერესოა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა. 16 თებერვალს დოხში გამართულ შეხვედრაზე რუსეთი, საუდის არაბეთი, კატარი და ვენესუელა შეთახმდნენ  ნავთობის ...

Read More »
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება

  აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს  ქოლ ცენტრში  ახალი კომპიუტერული პროგრამა დაინერგა. პროგრამა მთლიანად მორგებულია კოპანიის ბიზნეს პროცესებზე, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის შემოსული ზარების დამუშაევებას და მათზე რეაგირებას. აბონენტთა მომსახურების კუთხით, იცვლება მოხმარებბელთა მხირდან დაფისირებული დავალების გადაცემის ფრომაც, რაც შესაძლებელს გახდის აბონეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას უფრო სწრაფად და ეფქტურად. ქოლ ცენტრი აღჭურვილი იქნება ინტერაქტიული ხმოვანი შეტყობინების ...

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

10 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. ლონდონში ICE Futures Europe-ზე, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა 40.24(- 0,59) აშშ დოლარი/ბარელზე. New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet -ის მარკის ნავთობის ფასმა შეადგინა 37,99 (- 0,22)  აშშ დოლარი/ბარელზე. წყარო: Gbc.ge

Read More »
„შუახევჰესის პროექტს ახორციელებს გუნდი რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია“

„შუახევჰესის პროექტს ახორციელებს გუნდი რომელსაც ნებისმიერი გამოწვევის დაძლევა შეუძლია“

რონი სოლბერგი  აჭარისწყალ ჯორჯიას (AGL) უკვე ერთი წელია ხელმძღვანელობს.  კომპანია ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს შუახევიჰესის კასკადის მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 416 მილიონ დოლარს შედგენს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოში ჩამოსვლამდე არაერთი დიდი კომპანიის აღმასრულებელ გუნდს ხელმძღვანელობდა, მის სახელს წარმატებული ჰიდროენერგო პროექტების განხორციელება უკავშირდება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი წარმოშობით ნორვეგიელია, მას შემდეგ რაც AGL-ს ჩაუდგა სათავეში, ოსლოდან ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად მეუღლესთან ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

ბიზნესმენი გენო მალაზონია საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენებასა და საქართველოში გენერაციის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა. ”მე რითაც ვარ დაკავებული, ეს არის ის სფერო, რომელიც ვიცი და რომლითაც დაკავებული ვიყავი ”ენერჯი ინვესტის” საქმიანობის პერიოდში. ეს არის ენერგეტიკა. ამ შემთხვევაში, ჰიდროენერგეტიკა მაინტერესებს. ასევე, მზის ელექტროენერგეტიკა. პროექტი, რომელიც თქვენთვისაც საინტერესო იქნება და რომელზეც ვმუშაობ, ეს არის მზის ელექტროსადგურის აშენება და ...

Read More »