ნავთობის ფასი შესაძლოა 20-30 დოლარით გაიზარდოს, თუ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები შეძლებენ შეხვედრის გამართვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ განცხადება, OPEC-ში ქუვეითის წარმომადგენელმა გააკეთა.
ამასთან, საინტერესოა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა OPEC-ის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა განაცხადა.
16 თებერვალს დოჰაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთი, საუდის არაბეთი, კატარი და ვენესუელა შეთანხმდნენ, ნავთობის მსოფლიო ფასის მხარდასაჭერად, ნავთობის მოპოვება იანვრის თვის დონეზე შეინარჩუნონ, თუ სხვა მომპოვებლებიც შეუერთდებიან ამ ინიციატივას.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ასეთი მზადყოფნა გამოხატეს, არიან ეკვადორი, ალჟირი, ნიგერია, ომანი, ქუვეითი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები.