Author Archives: energy

EMC: ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ორგანიზაცია დღეს, 10 თებერვალს, ოფიციალური განცხადებით მიმართავს  ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და ითხოვს, რომ სააგენტომ დაუყოვნებლივ განახორციელოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვემო ნამახვანის ჰესზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირება და შეაჩეროს მშენებლობის ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები. შპს „ენკა რინიუებლზის“ ...

Read More »

თურნავა: „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შემდეგ დამატებით 100 მლნ კვტ ენერგიის გამომუშავებას შევძლებთ

„ენგურჰესი“ არის ჩვენი ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყარო, რომელიც ასაზრდოებს საქართველოს და ელექტრობაზარს დიდი მოცულობით – 40 – 50 პროცენტით აწვდის ჰიდრორესურსებს. ეს არის ძალიან ძვირფასი ენერგია ჩვენთვისაც და ჩვენი აფხაზი ძმებისა და დებისთვის, რადგან „ენგურჰესი“ არის ჩვენი საერთო სიმდიდრე, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს“ – ეს შეფასება ნათია თურნავამ „ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მედიისთვის მიცემული კომენტარისას გააკეთა. მინისტრის ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

საქართველოს დერეფანით აზერბაიჯანული გაზის გატარების ზრდას ელიან

საქართველოს დერეფანით აზერბაიჯანული გაზის გატარების ზრდას ელიან, მხოლოდ იანვარ-თებერვალში 18%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი მარტის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. სამხრეთ კავკასიური გაზსადენმა (SCP) 2020 წელს 11.150 მლრდ მ³ გაზი გაატარა, 2019 წელთან შედარებით ზრდა 21%-ია. გაზსადენის დატვირთულობა 2013 წლიდან მზარდია, მაგალითად, 2013 წელს 3.2 მლრდ მ³ გაზი გაატარა, 2014 წელს 4 მლრდ მ³, ხოლო 2015 წელს ტრანზიტული ...

Read More »

Amazon-ი ნიდერლანდების ოფშორული ქარის ელექტროსადგურისგან დიდი რაოდენობით ენერგიას იყიდის

Amazon-ი აცხადებს, რომ გეგმავს, ნიდერლანდებში მშენებარე უმსხვილესი ახალი ქარის ელექტროსადგურისგან ენერგიის ნახევარი იყიდოს. ამის შესახებ CNBC წერს. ცნობისთვის, Shell-მა და Eneco-მ გასულ ივლისს ჩრდილოეთის ზღვაში  759-მეგავატიანი ქარის ენერგიის სადგურის აშენების უფლება მოიპოვეს. Amazon-ი კი ამბობს, რომ იქ გამომუშავებული ენერგიის ნახევარს ანუ 380 მეგავატს  იყიდის, რათა ევროპაში კომპანიის ოპერირება უზრუნველყოს. ზღვაში გაშენებული ქარის ელექტროსადგური ოპერირებას, სავარაუდოდ, 2023 წლისთვის დაიწყებს. სადგური ნიდერლანდების ...

Read More »

ენერგოომბუდსმენი: კლინიკებისთვის ელენერგიის ხარჯის სუბსიდირება რისკებს უკავშირდება

დაუსუბსიდირდებათ თუ არა კლინიკებს ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი, ეს ჯერჯერობით უცნობია. სახელმწიფო სტრუქტურებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. თემასთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ელექტროენერგიის ხარჯის დასუბსიდირება არაერთ რისკთან არის დაკავშირებული. „კლინიკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის. თქვენ იცით, რომ კლინიკების უდიდესი უმრავლესობა კერძო სამართლის იურიდიულ პირია. შესაბამისად, ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება სერიოზული რამ არის ...

Read More »

აშშ-ს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინმა ნავთობის ფასი პანდემიამდელ ნიშნულს მიუახლოვა

პირველად 2020 წლის იანვრის შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60 დოლარიან ნიშნულს გადააბიჯა. ორშაბათის ვაჭრობაზე ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60.10 დოლარს მიაღწია. ბოლოს 60 დოლარზე მეტი ნავთობი 2020 წლის 29 იანვარს, პანდემიის დაწყებამდე ღირდა. დასავლეთ ტეხასური ნავთობის WTI-ის ფიუჩერსების ფასი კი, 1.19%-ით გაიზარდა და $57,53 დოლარს მიაღწია. ნავთობის ფასის ზრდა OPEC +-ის განცხადებამ და ბაიდენის მიერ დაანონსებულმა ამერიკის ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: “რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხი მწვავედ დგას”

„ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ეს, ძირითადად, სამრეწველო საწარმოებს უკავშირდება. აქ სახელმწიფომ და ბიზნესმა გუნდურად უნდა ვიმუშაოთ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.  საქმე ისაა, რომ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წელს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

2050 წლისთვის ნავთობის ფასები შეიძლება 173 დოლარამდე გაიზარდოს

პოზიტიური სცენარის მიხედვით, ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 2050 წლისთვის შეიძლება გაიზარდოს 173 დოლარამდე. ასეთი მოსაზრება აქვს დაფიქსირებული აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტს ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, გლობალური ენერგობაზრების განვითარების შესახებ. ექსპერტები განიხილავენ სამ სცენარს – პოზიტიურს, ნეგატიურს და რეალისტურს. შეფასებისას ხელმძღვანელობდნენ OPEC– ისა და არაწევრი ქვეყნების შესაძლო გადაწყვეტილებებით, აგრეთვე საწვავზე გლობალური მოთხოვნებითა და ნავთობის ბაზრის ბალანსირებით. პოზიტიური სცენარის თანახმად, ”Brent-ის ტიპის ...

Read More »

IDFI-მ დაადგინა რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტროავტომობილები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებული უზუსტობების აღმოფხვრა, რადგან სახელმწიფო ავტოპარკის შემდგომი განახლება ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკური ავტომობილებით განხორციელდეს. როგორც IDFI-ში აცხადებენ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად აჟღერებდა გეგმებს მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. აქტიურად ხდება ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტის წახალისება. 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში შემცირდა, ხოლო ელექტრომობილები ...

Read More »

Trinity-ს გადასატანი ქარის გენერატორი USB დამტენით

Kickstarter-მა სიცოცხლე უამრავ საინტერესო პროექტს შთაბერა. ერთ-ერთი მათგანია Trinity-ს პორტატული ქარის ტურბინა, რომლის გამოყენება შესაძლებელია სმარტფონებისა და სხვა USB მოწყობილობების დასატენად. აღნიშნული მოწყობილობა შეიძლება სასარგებლო იყოს ლაშქრობისთვის და სხვა სიტუაციებისთვის, როდესაც ქსელში ჩართვის საშუალება არ არსებობს. დანადგარის დეველოპერების აზრით, სუსტ ქარშიც კი, ის შეძლებს ენერგიის საკმარისად გამომუშავებას მოწყობილობების დასატენად. ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ მათ გამოგონებას არ აქვს ის ...

Read More »