მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

2050 წლისთვის ნავთობის ფასები შეიძლება 173 დოლარამდე გაიზარდოს

პოზიტიური სცენარის მიხედვით, ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 2050 წლისთვის შეიძლება გაიზარდოს 173 დოლარამდე. ასეთი მოსაზრება აქვს დაფიქსირებული აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტს ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, გლობალური ენერგობაზრების განვითარების შესახებ.

ექსპერტები განიხილავენ სამ სცენარს – პოზიტიურს, ნეგატიურს და რეალისტურს. შეფასებისას ხელმძღვანელობდნენ OPEC– ისა და არაწევრი ქვეყნების შესაძლო გადაწყვეტილებებით, აგრეთვე საწვავზე გლობალური მოთხოვნებითა და ნავთობის ბაზრის ბალანსირებით.

პოზიტიური სცენარის თანახმად, ”Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასები 2050 წლისთვის 173$-ს მიაღწევს”. ნეგატიური სცენარის მიხედვით, “ბარელი ნავთობის ფასი 48 დოლარამდე დაეცემა”. რეალისტური სცენარის თანახმად კი, “ბარელი ნავთობი 95 დოლარი ეღირება”.

პანდემიის დაწყებამდე მენეჯმენტმა იწინასწარმეტყველა, რომ 2050 წლისთვის ნავთობის ღირებულება ბარელზე 183 აშშ დოლარი იქნებოდა, ხოლო ნეგატიური სცენარის მიხედვით 46 დოლარი და 105 აშშ დოლარი რეალისტური სცენარის მიხედვით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply