Author Archives: energy

რომან გოცირიძე: თუკი ჰესებს არ ავაშენებთ, რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში აღმოვჩნდებით

“მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩდნებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს. “თუ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერ ამ საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშალო. ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი იქნება. საქმეს წინ წაიგდებ, თანაც უმტკივნეულოდ. სხვისი ხელით ჭინჭრის მოკრეფას ...

Read More »

Mastercard-ი კრიპტოვალუტის გამოყენებას აპირებს

Mastercard-მა შესაძლოა გარკვეული ოპერაციები კრიპტოვალუტითაც შეასრულოს. ამის შესახებ კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. „წლის ბოლომდე მხარს დავუჭერთ ჩვენს ქსელში ზოგიერთი კრიპტოვალუტის გამოყენებას“, – აღნიშნა რაჯ დამოდარანმა. მანამდე კრიპტოვალუტაზე ავტომობილების გაყიდვას კომპანია Tesla დათანხმდა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ Tesla ბიტკოინებში 1,5-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს.

Read More »

რატომ გაძვირდა საწვავი საქართველოში?

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. ლონდონის ბირჟაზე 1 ბარელი Brent-ს ტიპის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $61-ს გადააჭარბა, რაც წლის დასაწყისის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება. ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე კიდევ უფრო მეტად, 20%-ით $58-მდე გაიზარდა ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსული ღირებულება. მოთხოვნის ზრდა მიწოდების ზრდის ტემპს აჭარბებს, რაც „შავი ოქროს“ ფასს ზრდისკენ უბიძგებს. გასული წელი ნავთობის ბაზრისთვისაც დრამატული აღმოჩნდა. სანამ კოვიდრეგულაციები ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

ელექტროენერგიის დეფიციტი ზრდადია – IDFI-ის კვლევა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი იზრდება. დეფიციტმა 2020 წელს +5.3% წ.წ. და 1.46 ტვტ. სთ შეადგინა. ამავდროულად იმპორტის მოცულობა თითქმის არ შეცვლილა (-1% წ.წ.) და 1.61 ტვტ. სთ. შეადგინა, მაგრამ ექსპორტი 2020 წელს მკვეთრად შემცირდა 0.15 ტვტ. სთ-მდე (-37% წ.წ.). რუსეთიდან ელენერგიის იმპორტმა 2020 წელს ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმს მიაღწია (35%). „აღნიშნულს ხელს უწყობს აფხაზეთის ზრდადი ელენერგიის მოხმარება, ხოლო თურქეთი ნომერ ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი 2-წლიან მინიმუმზეა

საქართველოს დერეფანში ნავთობის ტრანზიტი 2018 წლიდან მინიმალურ მაჩვენებელზეა. ოფიციალური სტატისტიკით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანზიტი მკვეთრად შემცირებულია, თუ 2010 წელს ნავთობსადენით 38.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, 2020 წელს ეს მაჩვენებლი 27.6 მლნ ტონამდე დაეცა. ბოლო 1 წელში კლება 3.6 მილიონი ტონაა. ე.წ ბაქო – სუფსის მილსადენით გადაზიდული ნათობის მოცულობა კი, გაზრდილია – 4.2 მლნ ტონამდე. ამ მაჩვენებელით 2020 წელი 2015 წლის ...

Read More »

კომპანია „თელასმა“ 2020 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია „თელასმა“ 2020 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც „თელასიდან“ ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, 2020 წელს კომპანია „თელასმა“ 2,635 მილიარდი კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,2% (268 მილიონი კვტ-სთ-ით) ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ განაპირობა, რამაც რიგი საწარმოების და კომპანიების საქმიანობის შეჩერება გამოიწვია. 2020 წლის ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

რა ღირს საწვავი საქართველოში

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა. კერძოდ, ბოლო 3 კვირის პერიოდში საწვავის ფასი საშუალოდ 7-10 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. დღეის მდგომარეობით, Brent-ის ტიპის საწვავი ბარელი 61,15 დოლარი ღირს, WTI მარკის კი – 58,36 დოლარია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ 2 კვირის პერიოდში ნავთობზე ფასებმა ბოლო 12 თვის მაქსიმუმსაც მიაღწია. დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია: „გალფის“ ავტოგასამართ ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო – ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო

ირანმა ურანის ლითონის წარმოება დაიწყო, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექციამ ისპაჰანის ქარხანაში 3.6 გრამი ურანის ლითონის წარმოება დაადასტურა. ურანის ლითონს ატომური ბომბის დასამზადებლად იყენებენ. მის წარმოებასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით აკრძალულია. ამიტომ, დასავლეთის ქვეყნები ირანს გამუდმებით აფრთხილებენ, რომ არ განახორციელოს ურანის ლითონის წარმოება, ვინაიდან ეს ...

Read More »

კომპანია „ენკა“ EMC-ის განცხადებას ეხმაურება

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა“ EMC-ის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. EMC მიიჩნევს, რომ რიონის ხეობაში ქვემო ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა, არღვევს სანებართვო პირობებს. ორგანიზაცია მიმართავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნებართვის გარეშე მიმდინარე მოსამზადებელი ტიპისა და მიწის სამუშაოები. „ენკას“ განცხადებით, ქვედა ნამახვანჰესზე მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, არსებული ნებართვის საფუძველზე ხორციელდება. კომპანიის განცხადებას სრულად გთავაზობთ. „გვსურს, ...

Read More »

ბიტკოინი რეკორდულ 48,000 დოლარს პირველად აჭარბებს

ბიტკოინმა სამშაბათს ახალი რეკორდი $48,000 დააფიქსირა. ეს მას შემდეგ რაც Tesla– მ ყველაზე დიდ კრიპტოვალუტაში 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ განაცხადა. ბიტკოინის ასეთი აღმასვლა მეინსტრიმული ფირმის სადავო კრიპტოვალუტის მიმართ ამ დრომდე ყველაზე დიდ მიმღებლობას უკავშირდება. ელონ მასკი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, უკვე რამდენიმე კვირაა კომენტარს აკეთებს ციფრული მონეტის შესახებ და ამით მისი ფასის ზრდას უწყობს ხელს. “კორპორაციები ...

Read More »