Author Archives: energy

რა უნდა იცოდეთ ელენერგიის საფასურის გადახდის ვადებზე – სემეკი განცხადებას ავრცელებს

სემეკი ელენერგიის მომხმარებლებისათვის საფასურის გადახდის ვადებზე ინფორმაციას ავრცელებს. სემეკი აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა არაერთმა მოქალაქემ თბილისში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის გადახდის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით. მოქალაქეების ინფორმაციით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) მოქალაქეებს საფასურის გადახდას სთხოვს ქვითრის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ვადების შემცირების საფუძვლად კი სემეკის დადგენილებას ასახელებს. “აღნიშნული არ წარმოადგენს სემეკის შესაბამისი დადგენილების სწორ განმარტებას. „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების ...

Read More »

აგვისტოში ოპეკმა ნავთობის მოპოვება 150 ათასი ბარელით გაზარდა

მ/წლის აგვისტოს თვეში ოპეკის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება გაზარდეს 150 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით 26,76 მილიონ ბარელამდე/დღეში. ოპეკის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამავე დროს, ნიგერიამ შეამცირა მოპოვება 114 ათასი ბარელით/დღეში 1.27 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, თუმცა “OPEC +”-ის ყველა ქვეყანასთან ერთად აგვისტოდან ნავთობის მოპოვების გაზრდის უფლება ჰქონდა. ინტერფაქსის გათვლებით, აგვისტოს თვეში ახალი ნებადართული კვოტების გათვალისწინებით, ოპეკის ქვეყნებმა გასულ თვეში “OPEC +”-ის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2021 წლის 10 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,90 (+ 0.53)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.86 (+ 0.58)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

14 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიძის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის, ხორავას, ტატიშვილის, მელიქიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, გუგულიას და სვანიძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

ყაზახეთი “მწვანე” წყალბადის წარმოებას იწყებს

ყაზახეთის ლიდერის ყასიმ ჟომართ თოყაევის სიტყვებით, ქვეყანაში, კერძოდ კი, მანგისტაუს რეგიონში იგეგემება “მწვანე” წყალბადის წარმოების პროექტები, აღნიშნულის შესახებ ყაზახური პრესა იუწყება. თოყაევი უკვე შეხვდა Svevind Group-ის ხელმძღვანელს ვოლფგანგ კროპს, რომელიც მზად არის ხსენებული პროექტის შემუშავებისთვის. “მანგისტაუს ოლქში დაგეგმილია ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. მათ მიერ გამომუშავებული ენერგია “მწვანე” წყალბადის წარმოებას მოხმარდება. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს ქარის გენერატორებისა და მზის პანელების განსათავსებლად ...

Read More »

OPEC-მა 2021 წლის ნავთობის მოპოვების ზრდის პროგნოზი შეინარჩუნა

ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდა 2021 წელს დღეში 6 მილიონი ბარელი იქნება. მოხსენების თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ნავთობზე მოთხოვნა სტაბილური იყო მოსახლეობის მზარდი მობილობის ფონზე, განსაკუთრებით OECD ქვეყნებში. ამავდროულად, წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი შემცირდა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების და, კერძოდ, დელტას შტამის გამო. OPEC-ის პროგნოზით, 2022 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის ზრდა  4.2 მილიონი ბარელი იქნება, რაც 0.9 მილიონი ბარელით აღემატება აგვისტოს ...

Read More »

პროგრამამ EU4Energy ახალი ბლოგი, „ქალები ენერგეტიკაში“ აამოქმედა

პროგრამამ, EU4Energy აამოქმედა ბლოგი, „ქალები ენერგეტიკაში“, სადაც ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების წარმატების ისტორიები გამოქვეყნდება. გარდა ამისა, ბლოგი მიზნად ისახავს, მეტი ახალგაზრდა ქალი მოიზიდოს ენერგეტიკის სექტორში და გააცნოს მათ ამ სფეროში მუშაობასთან დაკავშირებული უპირატესობები.  EU4Energy-მ ბლოგის პირველ საპატიო სტუმრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თამარ სულუხია მიიწვია. სულუხიამ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული სპეციალური გენდერული ...

Read More »

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების მეტეოროლოგიური რადარი შეიძინა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 4 241 336 ლარს შეადგენს. რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“. „ახალი მეტეოროლოგიური რადარის მეშვეობით შესაძლებელი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა, ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 15-16 სექტემბერს, ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 15 სექტემბრის 05:00-დან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩხოროწყუს. „დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე 15 სექტემბრის 15:00-დან 16 სექტემბრის 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: რიყე, ნაწულუკუ, ტყაია, ზედა ეწერი, ...

Read More »

სალვადორში Starbucks-ი, Pizza Hut-ი და McDonald’s-ი ბიტკოინით გადახდებს იღებენ

სალვადორში საკვებისა და სასმელების ფრენჩაიზები, მათ შორის Starbucks-ი და Pizza Hut-ი გადახდებს ბიტკოინში იღებენ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კრიპტოვალუტა სრულად მიიღო. Twitter-ის მომხმარებლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ McDonald’s-შიც შეძლეს საუზმისთვის ბიტკოინით გადახდა. ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში ბიტკოინი ლეგალურ ფულად სამშაბათს მიიღეს. ბიზნესი ვალდებულია მიიღოს ბიტკოინი საქონლისა და მომსახურების სანაცვლოდ, თუმცა ვაჭრები, რომლებიც ტექნოლოგიური მიზეზების გამო ვერ იღებენ ელექტრონულ ვალუტას, კანონისგან თავისუფლდებიან. წყარო: ...

Read More »