Author Archives: energy

“ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რათა რაციონალური ინფორმაცია და ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე”

კომპანია ENKA ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები დისკუსიებსა და მრავალმხრივი დიალოგის ფორმატში ჩართულობის მზაობას გამოთქვამენ. ნამახვან ჰესის პროექტის ქართველი დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. “გავეცანით ყველა მითს და ბრალდებას. ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ. ჩვენ ვიწყებთ ...

Read More »

“გაჩერებულია ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია პროტესტის გამო და ეს პროტესტიც ატარებს ჰიბრიდული ომის ნიშნებს”

“გაჩერებულია ძალიან დიდი რაოდენობის ინვესტიცია პროტესტის გამო და ეს პროტესტიც ატარებს ჰიბრიდული ომის ნიშნებს”, – ამის შესახებ ჰიდროალიანსის დამფუძნებელმა, გურამ ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ჰესების საკითხთან დაკავშირებით  მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ეს კამპანია ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს. “მიმდინარეობს საზოგადოების აქტიური დეზინფორმაცია, ჩვენ ვხედავთ ძალიან აქტიურ კამპანიას სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფზე. დაწყებული ეკოლოგიური საკითხებით, მწვანე პოლიტიკით დამთავრებული სხვა ...

Read More »

რუსეთი ბენზინის ექსპორტზე 3-თვიანი შეზღუდვის საკითხს განიხილავს

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მინისტრთა კაბინეტი ფედერალური მთავრობის დადგენილების პროექტს განიხილავს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში რუსული ბენზინის ექსპორტის შეზღუდვას ეხება. „შესაბამისი დოკუმენტები უკვე მთავრობაშია და მაისის სადღესასწაულო დღეების შემდეგ განვიხილავთ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ზომას მხოლოდ ექსტრემალური აუცილებლობის შემთხვევაში მივმართავთ,“ – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი. 29 აპრილს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ნავთობპროდუქტების ჩამონათვალში ...

Read More »

აფბა: ეკონომიკის სამინისტრომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის დე ფაქტო აფხაზეთთან გაყოფის შესახებ პოზიცია ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, თუ რა პრინციპით მოხდება გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან ენგურჰესის რეაბილიტაციისა და ამოქმედების შემდეგ,   აფბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება იქნება თუ არა მკაცრად  დაცული დეფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით ...

Read More »

ყოველწლიურად კაცობრიობა 73% -ით მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე დედამიწა 1 წელიწადში ქმნის

ადამიანები ყოველწლიუად 73%-ით მეტ რესურსებს მოიხმარენ, ვიდრე დედამიწა ამავე პერიოდში აწარმოებს, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიოს ბიოპოტენციალის დეფიციტს შეეხებოდა. ეს რთული ტერმინი ნიშნავს ეკოსისტემის მიერ რესურსების გამომუშავების პოტენციალს კაცობრიობის მოხმარებასთან შედარებით. თუ ადამიანი მსოფლიო ბიოლოგიურ პოტენციალზე მეტი რესურსების მოხმარებას განაგრძობს, საბოლოო ჯამში რესურსების ბუნებრივი დონე შემცირდება და ერთხელაც მთლიანად ამოიწურება. ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მდიდარი ქვეყნები ამ პრობლემას ჭარბი მოხმარებით ართულებენ და დედამიწის ღარიბ ...

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

Tesla-ს გენდირექტორის პოსტზე ილონ მასკმა მხოლოდ ერთ წელში 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა 2020 წელს 11 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. 2018 წელს მასკი კომპანიას შეუთანხმდა, რომ მისი ანაზღაურება აქციების ოპციონის სახით მომხდარიყო. 2020 წელს კომპანიამ საკუთარ გენერალურ დირექტორს აქციების შესყიდვის უფლება მისცა, რაშიც ილონ მასკმა მხოლოდ 2,3 მილიარდი დოლარი დახარჯა, დღეს კი ამ აქციების ღირებულება 13,3 მილიარდი დოლარია. ამის შედეგად 2020 წელს Tesla-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

ქვანახშირის სადგურების განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლება 80%-ით იაფია

აშშ-ს ქვანახშირის ელექტროსადგურების დაახლოებით 80%-ის ოპერირება უფრო ძვირია, ვიდრე ქარისა და მზის სიმძლავრეებზე გადართვა. მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები წიაღირსეულ ენერგიაზე მეტი ღირდა გასული საუკუნის უმეტესი დროის განმავლობაში, ახალი ქარისა და მზის სიმძლავრეების ფასები იმდენად სწრაფად დაეცა ბოლო წლებში, რომ ისინი უკვე უფრო იაფია, ვიდრე ნახშირი.  ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, აქტივისტებისა და საბაზრო ძალების ერთობლივი ზეწოლის შედეგად, ქვანახშირის წილი ...

Read More »

როდის გამოჩნდება “ქართული ბიტკოინი”?!

ციფრული ლარის გამოშვების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. უპირველესად, გაჩნდა მეტად დაკონკრეტების მოთხოვნა და კითხვები: როგორი იქნება ციფრული ლარის ეკვივალენტი და რა ბედი ელის კომერციულ ბანკებს, თუ შესაძლებელი იქნება ფინანსური ტრანზაქციები მათი გვერდის ავლით? საბანკო სექტორიც დიდი ინტერესით ელოდება სებ-ის განმარტებას, თუ რა შინაარსი ექნება ციფრულ ლარს, თუმცა მზად არიან სიახლეთა დანერგვისთვის. სხვათა შორის, პირად საუბრებში ამბობენ, ...

Read More »

ყარაბაღში “მწვანე ენერგიის” ზონა იქმნება

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ და იაპონურმა კომპანია TEPSCO– მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ყარაბაღში, „მწვანე ენერგიის“ ზონის შექმნის შესახებ. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო განმარტავს, ხელშეკრულება ითვალისწინებს შესაბამისი კონცეფციისა და გენერალური გეგმის შემუშავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყარაბაღი “მწვანე ენერგიის” ზონად იქცევა და ამ რეგიონის განახლებადი ენერგიის (მზის, ჰიდრო, გეოთერმული და ბიოენერგეტიკული ენერგია) პოტენციალის ეფექტური გამოყენებისთვის ამოქმედდება თანამედროვე მიდგომები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. TEPSCO- მ, რომელიც დაარსდა 1960 წელს, განახორციელა ...

Read More »

მოსახლეობას არ აინტერესებს ჰესი 1-მგვტ-ანი იქნება თუ 100-მგვტ-ანი, ყველას ებრძვიან – ჰესების მშენებლობის 95% გაჩერებულია

ქვეყანაში ჰესების მშენებლობის კუთხით სრული კოლაფსია. ნამოხვანჰესის ირგვლივ შექმნილ დაძაბულობას რომ თავი დავანებოთ, პრობლემები ექმნება მცირე და საშუალო ჰესების პროქტებსაც. დღეს მოსახლეობას აღარ აინტერესებს ჰესი ერთ მეგავატიანი იქნება, ორიანი თუ 100-მეგავატიანი, ყველას ერთნაირად ებრძვიან. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგიმარგებაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამო საქართველოში უამრავი ჰესის პროექტია შეჩერებული. პრობლემა ისაა, რომ მცირე ჰესებსაც ზუსტად იგივე წინააღმდეგობა ხვდება, რაც ...

Read More »