Author Archives: energy

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ზარათიდან ნამოხვანისკენ მიმავალი გზა ლოდებით გადაკეტეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ზარათიდან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ლოდებით გადაკეტეს და ადგილზე ავტომობილებს აღარ ატარებენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ადგილზე კონტროლი გაამკაცრა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე მოქალაქეებს აღარ ატარებს. როგორც ადგილზე ამბობენ, სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი და აქტივისტები მოსახლეობისა და სამართალდამცველების მანქანებს აღარ ატარებენ. ადგილზე იმყოფებოდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. მისი თქმით, ხელისუფლება და საპოლიციო ძალები ადგილზე სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ. ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

დღეს თბილისის რამოდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ), მარუხის გმირთა და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

„არ არსებობს ადგილი, სადაც ნაგებობის ჩადგმა არ შეიძლება – ისლანდიაში ვულკანებზე აშენებენ, იაპონიაში სეისმურად აქტიურ რეგიონებში… რიონზე 8 კაშხალი გვაქვს…“

„რიონის მცველებმა“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს და გადაწყვიტეს, რომ უკან ხეობაში დაბრუნდნენ და კომპანიას „ენკას“ ჰესის მოსამზადებელი მშენებლობის უფლება არ მისცენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დედაქალაქის პიკეტირებით და 26 მაისის ღონისძიების ხელისშეშლით იმუქრებოდნენ, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს. გოლეთიანი ამბობს, რომ თბილისში აქციის გამართვის მიზანი არა ვინმეს შეწუხება და გაღიზიანება იყო, არამედ საზოგადოების გამოფხიზლება, რომ ჰესთან ...

Read More »
მასკი

Twitter-ზე მასკის აქტივობამ ბიტკოინის ფასი ისევ შეამცირა

ელონ მასკის კიდევ ერთი ბუნდოვანი ტვიტის შემდეგ, ბიტკოინი 3,4%-ით დაეცა, ჰონგ-კონგში დილის 10:50 საათისთვის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა დაახლოებით 37,790 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. Bloomberg Galaxy Crypto Index-ი 3.9%-ით დაეცა. გასულ თვეში ბიზნესმენმა Tesla-ს ელექტრომობილების ბიტკოინით შესყიდვის გადაწყვეტილება გააუქმა. ამან და ასევე ჩინური მარეგულირებელის მკაცრმა რიტორიკამ სექტორის ჩაძირვა გამოიწვია. Tweeter-ზე ბოლო პოსტში, მასკმა დაწერა #Bitcoin გატეხილი გულის emoji-ით, რაც ეხმაურებოდა მიმს, რომელიც Linkin ...

Read More »

ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადაიდო

7 ივნისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები ელექტროენერგიის სექტორში ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. როგორც თანამომხსენებელმა, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალურმა დირექტორმა, ირინა მილორავამ „აიპრესთან“ საუბარში განაცხადა, ის შეეცდება მაქსიმალურად დეტალურად ისაუბროს ბირჟის მიერ დაფუძნებიდან დღემდე განხორციელებულ აქტივობებზე. „პრაქტიკულად ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ 2020 წლიდან. სავარაუდოდ, იქნება შეკითხვები, იქნება დისკუსია და რა თქმა უნდა, ბირჟასთან დაკავშირებულ ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, დაახლოებით ათ დღეში დაიწყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის ლიდერის თქმით, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება გერმანიის მარეგულირებელ უწყებაზე. ამასთან, პუტინი ვარაუდობს, რომ გაზსადენის მეორე ხაზის მშენებლობა დასრულდება 1,5-2 თვეში. მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ევროპისთვის ეკონომიკურად ...

Read More »

გოლეთიანი: მომდევნო შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან, შეხვედრას ჩვენც დავესწრებით

რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანის თქმით, მომდევნო შაბათს ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან და შეხვედრაზე თავადაც დაესწრებიან. “მთავრობამ ევროკავშირის გაერთიანებიდან სთხოვეს, რომ მედიაცია გაეწიათ ჩვენსა და მთავრობას შორის, ევროკავშირმა ზუსტად ის პირობები დააყენა, რაც ჩვენ ვამბობთ ვგულისხმობ ბარიკადების აღებას და პოლიციის გასვლას, სამუშაოების შეწყვეტას მთელი ამ დიალოგის პროცესში თუკი დაიწყებოდა ეს დიალოგი. ეს არის დასტური რომ სწორი ნაბიჯები გადავდით აქამდე. აბსოლიტურად თანხვედრაში ...

Read More »

ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას ელექტრო ნავების მეშვეობით შეეცდებიან

ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას რობოტი ნავების მეშვეობით შეეცდებიან. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. ნავები ელექტრო ძრავაზე მუშაობს, კომპიუტერულად იმართება და გარემოს ზიანს არ აყენებს. 4-მეტრიანი ნავის პირველი ეგზემპლარი ამსტერდამში უკვე გამოსცადეს. ელექტრო ნავს შეუძლია საათში 6 კილომეტრამდე განავითაროს და დამუხტვის გარეშე 12-დან 24 საათამდე იმუშაოს. მისი შექმნელები მიიჩნევენ, რომ ნავები ელექტროავტომობილებს ღირესეულ კონკურენციას გაუწევენ. ნავის ფინალური ვერსიის მისაღებად მის შექმნელებს სულ ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები 7 ივნისს გუმათიდან ქუთაისში „ენკას“ ოფისამდე მსვლელობას გამართავენ

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები ორშაბათს, 7 ივნისს, სოფელ გუმათიდან ქუთაისში, ჰესის მშენებელი კომპანიის “ენკას” ოფისის, მიმართულებით მსვლელობას გამართავენ. შესაბამისი განცხადება გუმათში აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მან მოსახლეობას მოუწოდა, შეუერთდნენ მსვლელობას. გოლეთიანის განცხადებით, მანამე გაგრძელდება გუმათში პროტესტი. ამასთან, გოლეთიანის განცხდებით, 12 ივნისს, თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოვლენ და შეხვედრა გაიმართება, რომელშიც „რიონის ხეობის მცველებიც“ მიიღებენ მონაწილეობას. „შემდეგ ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ზონგულდაქის პროვინციაში თურქულმა საბურღმა გემმა საქარიას საბადოს „ამასრა-1“-ის ჭაბურღილში 135 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა და მთლიანობაში, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგმა 540 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბუნებრივი ...

Read More »