Author Archives: energy

“23 მაისს ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში”

“რიონის ხეობის მცველების” თქმით, “ნამახვანჰესის” გარშემო მთავრობის მიერ 24 აპრილს გავრცელებული განცხადება მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს აქტივისტთა მოთხოვნებს. მათი თქმით, დღეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ქალაქში აქციებს გეგმავენ, 23 მაისს კი თბილისში გადაინაცვლებენ. “დღეს, 16:00 საათისთვის იგეგმება სხვადასხვა ქალაქში აქციები. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს და თბილისში აქციის გადატანას, ვაანონსებთ უკვე თარიღს… მოვემზადებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც[რიონის ხეობაშიც] გაგრძელდება ...

Read More »

საქართველოს მთავრობის განცხადება “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით

საქართველოს მთავრობა ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ნამახვანჰესის” მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულია შემდეგ გადაწყვეტილებები: პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ...

Read More »

დავით ნარმანიამ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სემეკის თავმჯდომარემ მიმოიხილა ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო და ნორმატიული აქტები, ისაუბრა ბაზრის მოდელის კონცეფციის, საბითუმო და საცალო ბაზრების წესების, ბაზრის მონიტორინგის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით სემეკის აქტივობების შესახებ. ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზარზე ...

Read More »

„გამჭვირვალობის პრობლემა დღეს ენერგოსექტორში უმწვავესად დგას, შედეგად ზიანდება როგორც დარგი, ასევე ქვეყნის ეკონომიკა“ – გიორგი კაპანაძე

აქტუალობას არ კარგავს ჰიდროენერგოობიექტების, განსაკუთრებით, მსხვილმასშტაბიანი, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი. მსხვილი ჰესების ინფრასტრუქტურის,  ანუ მარეგულირებელი ენერგოობიეტების განვითარება კი პრატიკულად ერთადერთი გამოსავალია საიმისოდ, რომ საქართველო ენერგოიმპორტიორი ქვეყნიდან თვითკმარ და ენერგოექსპორტიორ ქვეყნად ტრანსფორმირდეს. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციში“ მიაჩნიათ, რომ ენერგეტიკის, მათ შორის, პირველ რიგში, ჰიდროენერგეტიკის განვითარების პრობლემის სათავე არ არის რომელიმე ცალკე აღებულ პროექტში ან მის კონკრეტულ მახასიათებლებში, არამედ, აფბას ...

Read More »

„საქართველოს ენერგეტიკა კავკასიის ერთიანი ენერგოსისტემის კონტექსტში უნდა განვითარდეს“ – ზურაბ ნოღაიდელი

„გამოწვევა, რაც განსაზღვრავს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და საქართველოს პერსპექტივებს და რაც უნდა განვიხილოთ დადებით კონტექსტში, ეს არის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი მეზობლების შესაძლებლობები. ეს შესაძლებლობები სწორ და დადებით კონტექსტში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას გამოყენებული“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ოთხივე მეზობელთან  საკმაოდ  მყარი მაღალი ძაბვის კავშირი  ...

Read More »

“თელასი” და “ენერგო პრო” ელენერგიის უნივერსალური მიწოდების საქმიანობას გააგრძელებენ

„ენერგოპრო ჯორჯია“ განაწილების ლიცენზიის მისაღებად ემზადება. ენერგოკომპანიებს (თბილისში “თელასს” და რეგიონებში – “ენერგო პრო ჯორჯიას“ განაწილებისა და მიწოდების ერთმანეთისგან გამიჯვნისთვის ვადა პირველ ივლისამდე აქვთ. სემეკის ინფორმაციით, ახალი ვალდებულებების შესასრულებლად “ენერგო პროს” მსგავსად, მზადაა “თელასიც.” შესაბამისად, ელექტროენერგიის უნივერსალური მიმწოდებლის საქმიანობაში ორივე კომპანია რჩება. როგორც სემეკის წევრმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მიწოდებისა და განაწილების საქმიანობების გაყოფისთვის „თელასიც“ და „ენერგო პროც“ მზად არიან. „მათ გაიარეს ...

Read More »

„დამატებით 1 მლრდ კილოვატსაათი საკუთარი ენერგიის წარმოება ნიშნავს პლუს 100 მლნ აშშ დოლარს ჩვენს ეკონომიკაში“

„ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური, დიდი, საშუალო თუ მცირე, უნდა აშენდეს ტექნიკურად, სოციალურად და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით სწორად. ის რაც ხშირად გვესმის, რომ ჰესების მშენებლობა არ გვინდა და ა.შ. ეს არის არასწორი მიდგომა და ამაზე, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა მისცეს მკაფიო განმარტება საზოგადოებას“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეოს საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელის თქმით, არცერთი ენერგეტიკული პროექტი არ უნდა ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

იანვარ-მარტში ოკუპირებულმა აფხაზეთმა თბილისთან შედარებით 27%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა

ოკუპირებულ აფხაზეთში 2021 წლის პირველ სამ თვეში ელექტროენერგიის მოხმარებამ 919 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც თბილისის მოხმარების მაჩვენებელს 27%-ით აღემატება. „უფასო დენის“ გამო ენგურის მეორე მხარე უკუნტროლო ხარჯვას ბოლო წლებში კრიპტომაინინგიც დაემატა. აფხაზეთი საქართველოს ერთადერთი კუთხეა, სადაც პანდემიის პერიოდშიც კი ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება, თუმცა ეს არც კოვიდთან ეფექტიან ბრძოლას, არც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და რა თქმა უნდა არც დიდი საწარმოების ...

Read More »

აფბას მიმართვა ხელისუფლებას: ენერგოსექტორში არსებული პრობლემები გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებით და აქტიური დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს

„ენერგეტიკის განვითარების გამოწვევებთან დაკავშირებული რეალობა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობის პრობლემა დღეს სექტორში უმწვავესად დგას და ამ კუთხით არსებული არასწორი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას“ – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო პერიოდში აქტუალობას არ კარგავს ჰიდროენერგოობიექტების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

„ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტენდენცია დადებითი ინდიკატორია ეკონომიკური განვითარების დონის შესაფასებლად“

„2015 წელს, როდესაც კომპანია დაფუძნდა, ჩვენი მთავარი ფუნქცია იყო  ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობა, რაც გამოიხატებოდა აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა. მისი თქმით, მას შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროებებმა იმატა, კომპანიის ფუნქცია ასევე გახდა უკვე საქართველოში ენერგიის იმპორტი. „ელ გრინისთვის სატრანზიტო მიმართულება, ცხადია, კვლავ აქტუალურია და იმედი ...

Read More »