Author Archives: energy

ლაშა ხუციშვილი – ვიმედოვნებ, ერთთვიანი პერიოდი, რაც აქვს გაცხადებული „ენკას“ ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მისაღწევად

ვიმედოვნებ, ერთთვიანი პერიოდი, რაც აქვს გაცხადებული „ენკას“ ხელშეკრულების შესაწყვეტად, საკმარისი იქნება, რომ მოხდეს კომპანიასთან გარკვეული შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტის განხორციელების პროცესი არ შეფერხდეს. „პირველ რიგში, იმედს გამოვთქვამ, რომ ის პერიოდი, რა პერიოდიც აქვს გაცხადებული კომპანიას ხელშეკრულების შესაწყვეტად, თუ არ ვცდები, ერთთვიანი პერიოდია,  საკმარისი იქნება, რათა ...

Read More »

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, „ენკასთან“ არბიტრაჟში არ აღმოვჩნდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკითხი მოლაპარაკებით მოგვარდეს

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში „ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ენკასთან“ დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ურთიერთშეთანხმებით მოხდეს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაგრძელება. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთვის ნამახვანის ჰესის არსებობა უმნიშვნელოვანესია. „ვინაიდან დღეს არის ასეთი ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

„ენკასთან“ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, ჩვენი სუვერენული უფლებაა, ინვესტორს ვესაუბროთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც მოსახლეობას, მათ შორის მეც მაწუხებდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ გაფორმებულ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი, რასთან დაკავშირებითაც ინვესტორსაც ესაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის სუვერენული უფლებაა, ინვესტორს ესაუბრონ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა. ამასთან, მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ხელისუფლება გააგრძელებს დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. „უპირველესად, დიახ, გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ძალიან ბევრი რაღაც. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ...

Read More »

პოლარული ყინულის დნობა დედამიწის ქერქში ფართომასშტაბიან ცვლილებებს იწვევს

პოლარული ყინულის საფარის დნობა მხოლოდ ზღვის დონეს როდი სწევს მაღლა. ახალი კვლევის მიხედვით, ამ დროს დეფორმირდება მის ქვეშ არსებული დედამიწის ზედაპირიც და ამ პროცესის ეფექტების ხილვა ათასობით კილომეტრის მანძილზეა შესამჩნევი. მსგავსი: 1994 წლიდან დღემდე 28 ტრილიონი ტონა ყინული გადნა — დედამიწა ყველაზე უარესი სცენარებისკენ მიექანება #1tvმეცნიერება კონკრეტულად კი ის ხდება, რომ გრენლანდიის, ანტარქტიდისა და არქტიკის კუნძულების მასშტაბით, დედამიწის ქერქი მაღლა იწევს და იჭიმება რადგან ზემოდან ყინულის ...

Read More »

BP-ი განახლებადი ენერგიის წარმოებიდან მოგებას 2025 წლიდან ელოდება

ბრიტანული ენერგოგიგანტის, BP-ის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი პროექტი, რომელიც ფოლადის მილების მასითა და გამაგრებული კოშკებით ბუნებრივი აირის მოპოვების ინოვაციურ ტექნოლოგიას წარმოგვიდგენს, ომანის უდაბნოს სიღრმეში მდებარეობს.  Reuters-ის მიერ განხილული ფინანსური დოკუმენტის თანახმად, დაწესებულებამ BP-ს 2019 წელს $650 მილიონზე მეტი მოცულობის მოგება მოუტანა, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიამ მისი აქციების მესამედის გაყიდვა წლის დასაწყისში მაინც გადაწყვიტა. გარიგება კი თავის მხრივ ასახავს კომპანიის უფრო დიდ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,57 აშშ დოლარით (2,04%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული Report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 78,50 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში ...

Read More »

Airbus-მა მფრინავი ელექტრომობილი წარადგინა

კომპანია Airbus-მა პირველი საკუთარი მფრინავი ელექტრომობილი – CityBus NextGen წარადგინა. Airbus ახალი ტექნოლოგიის სერტიფიცირებას 2025 წლისთვის გეგმავს. მფრინავი ელექტრომობილის სალონში სულ ოთხი ადგილია, მათ შორის ერთი პილოტისთვის. სამომავლოდ კომპანია უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას გეგმავს. CityBus NextGen-ის მაქსიმალური სიჩქარე 120კმ/სთ-ია და იგი სრული დატენვის შემთხვევაში 80 კმ-ს ფარავს.

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის თაობაზე თემატურ მოკვლევას იწყებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მოკვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს ის პრაქტიკული, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც ჰაერის დაბინძურებასთან, ასევე, ნიადაგის დაბინძურებასთან და სამშენებლო სექტორის საქმიანობისას ინერტული ...

Read More »

“რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მთელი რეგიონი, მათ  შორის აზერბაიჯანი და თურქეთიც კი, მათგან იყიდიან ელექტროენერგიას. საქართველო – პირველ რიგში”

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა >საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნამახვანჰესის პროექტის გაჩერებას აფასებს: პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რუსეთი სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყებს. რუსი და სომეხი ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მთელი რეგიონი, მათ  შორის აზერბაიჯანი და თურქეთიც კი, მათგან იყიდიან ელექტროენერგიას. საქართველო – პირველ რიგში. ხვდებით რა თამაშშია ჩართული თქვენი ვარლამი და მისი კომპანია? და რას უწყობთ ხელს ვარლამით აღფრთოვანებულები? ხომ ჯდებოდა ნამახვანი 800 მილიონი, ...

Read More »

ჩინეთის შემდეგი ეკონომიკური შოკი ენერგოკრიზისია

Evergrande-ის კრიზისის პარალელურად, ჩინეთი, შესაძლოა, ელექტროენერგიის მიწოდების შოკისკენ მიემართებოდეს. აზიის უდიდეს ეკონომიკაზე ენერგოკრიზისი სავარაუდოდ, კიდევ ერთი მძიმე დარტყმა იქნება. ენერგიის მოხმარების შეზღუდვა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის და ქვანახშირისა და გაზის ფასების ზრდითაა განპირობებული. ამას ემატება პეკინის გამონაბოლქვის შემცირების მკაცრი სამიზნე მაჩვენებლები. ეს პირველ რიგში ზემოქმედებს ქვეყნის წარმოების უდიდეს ინდუსტრიებზე: ალუმინის დნობის, ტექსტილის წარმოების და სოიოს გადამამუშავებელ ქარხნებზე. ამ ტიპის ქარხნებს ევალებათ შეამცირონ საქმიანობა ...

Read More »