Author Archives: energy

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა TAP გაზსადენით გაზის ექსპორტის ყოველდღიური მოცულობა დაასახელა

2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 16,9% -ით გაიზარდა და 13,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა თქვა ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა 2020 წლის შედეგებს და რომელსაც თავმჯდომარეობდა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მისი განცხადებით, ამ ზრდის ძირითადი მიზეზი სამხრეთ გაზის დერეფანი იყო: ”2020 წლის 31 დეკემბრიდან პირველად დაიწყო კომერციული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP)-ის მეშვეობით”. ...

Read More »
დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება

ბიზნესები, რომელთაც მთავრობა დენის ტარიფს დაუსუბსიდირებს

მთავრობამ იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელთაც გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფი დაუსუბსიდირდებათ. როგორც ცნობილია, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ზოგიერთ სფეროში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს გაზრდილი ტარიფის 50%-ს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების თანახმად, იმისათვის, რომ ესა თუ ის კომპანია სუბსიდირების პროგრამაში მოხვდეს, ბიზნესებმა 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ https//www.registration.gov.ge-ზე უნდა შეავსონ სპეციალური ...

Read More »

პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა

თბილისში მდებარე პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისი მსოფლიოს მწვანე შენობების სიაში შევიდა. ნაგებობა საქართველოში პირველია, რომელსაც ენერგო და რესურს ეფეტურობა Edge საერთაშორისო სერტიფიკატით დაუდასტურდა. საერთაშორისო აუდიტორებმა შეაფასეს ბანკის თანამედროვე არქიტექტურული დიზაინისა და ენერგიის, წყლის და მასალების ეფექტურობის ერთობლიობა, რაც წლებია პროკრედიტ ჯგუფის ეკოლოგიაზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია. ფართოდ შემინული ფასადი და ატრიუმი ბუნებრივ დღის სინათლეს უზრუნველყოფს შენობაში, ამასთანავე დაბალემისიური მინები და თბოიზოლირებული საფარი მინიმუმამდე ამცირებს თბოდანაკარგს. ...

Read More »

პანდემიის შემდეგ, რუსეთმა შეიძლება დატოვოს OPEC +

OPEC + ალიანსის შემდეგი შეხვედრა 4 მარტს გაიმართება. ექსპერტების აზრით, ორგანიზაციის წარმომადგენლები განიხილავენ გადაუჭრელ საკითხებს. ახლა დგას ეგრეთწოდებული მოვალეების მწვავე პრობლემა, ანუ OPEC + – ში შემავალი იმ ქვეყნების, რომლებიც არღვევენ ხელშეკრულების პირობებს. ორგანიზაციის მინისტრებმა აღნიშნულ ქვეყნებს სთხოვეს ნავთობის ჭარბი წარმოებისთან დაკავშირებული კომპენსირების გეგმის წარმოდგენა, რომელიც 15 იანვრისთვის უნდა იყოს უკვე წარდგენილი. თუმცა, სავარაუდოდ, არ ექნება ადგილი ზეწოლას მათზე, ვინც ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება

საქართველოში წელს ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება და ის 2.73 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველო ბუნებრივი აირის 92.3%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს. ამასთან, წელსაც გაგრძელდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა, რაც 200 მილიონ კუბურ მეტრზე არის განსაზღვრული. ამ მოცულობის რუსული გაზი შეიძინა საქართველომ 2020 წელსაც.   აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი კი, თავის ...

Read More »

აფხაზეთში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აკრძალვები დაწესდა

დე ფაქტო აფხაზეთში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით აკრძალვები დაწესდა. კერძოდ, 2021 წლის 1 ივნისამდე აიკრძალა კრიპტოვალუტების მაინინგი და მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობების იმპორტი. ეს კი უკავშირდება ენგურჰესის მოსალოდნელ რეაბილიტაციას. შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ რებილიტაცია სავარაუდოდ, 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია. აღსანიშნავია, რომ “ენგურჰესი” საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ...

Read More »

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პანდემიის კრიზისის საპასუხოდ სოფლად ბიზნესს ენერგოეფექტურობის განვითარებში ეხმარებიან

სოფლის განვითარების ხელშეწყობა და სოფლად ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. საზღვრების ჩაკეტვა, ბაზრების დახურვა და ეკონომიკური საქმიანობის შეფერხება სოფლად მცხოვრებ მოწყვლად მოსახლეობაზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა. ვირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ ეკონომიკურ საქმიანობასა და შემოსავლებს.  შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროკავშირმა და ...

Read More »

ჰელიოთერმული ტბები

მზის ენერგეტიკის ერთ-ერთი სახეა “მზის მარილიანი ტბორი”, რომელიც ჰელიოტექნიკისა და ჰიდროტექნიკის კომბინაციას წარმოადგენს. მზის ტბორი წარმოადგენს მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე რამდენიმე მეტრის სიღრმის პატარა ავზს. ზედა  კონვექციის ფენა მტკნარი წყალია; მის ქვევით არის გრადიენტული ფენა, რომლის მარილის კონცენტრაცია ქვევით თანდათან იზრდება; ყველაზე ქვევით არის ძლიერი მარილხსნარის ფენა. ფსკერი და კედლები დაფარულია შავი მასალით სითბოს შთანთქმის მიზნით. გაცხელება ხდება ქვედა ფენაში, რამდენადაც ...

Read More »

ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სადმი მკაცრი მიდგომის მომხრეა

2019 წლის შომაბდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა კანონს ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ ხელი მოაწერა. სხვა პუნქტებთან ერთად, ამ დოკუმენტმა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ს პროექტს სანქციები დაუწესა. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, ის, ვინც ითანამშრომლებს ამ პროექტთან, ვერასდროს მიიღებს კონტრაქტს ვერც ერთ კომპანიასთან, რომელსაც აშშ-სთან თუნდაც მინიმალური კავშირი აქვს. იმ დროისთვის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო და რუსული მხარე ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

საქართველო წელს რუსეთიდან 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს შეიძენს

2021 წლის განმავლობაში საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირს შეიძენს – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა. რუსული გაზის ეს მოცულობა 2020 წლის მაჩვენებლის ტოლია და ის მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების 7.32%-ს შეადგენს. ამ ბუნებრივი აირის შესყიდვა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკორპორაცია “გაზპრომ ექსპორტიდან” მოხდება. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით ...

Read More »