ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პანდემიის კრიზისის საპასუხოდ სოფლად ბიზნესს ენერგოეფექტურობის განვითარებში ეხმარებიან

სოფლის განვითარების ხელშეწყობა და სოფლად ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. საზღვრების ჩაკეტვა, ბაზრების დახურვა და ეკონომიკური საქმიანობის შეფერხება სოფლად მცხოვრებ მოწყვლად მოსახლეობაზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა. ვირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ ეკონომიკურ საქმიანობასა და შემოსავლებს. 

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათ მიმდინარე საქმიანობას გადახედეს და პროექტების განხორციელება პანდემიის დროს წარმოქმნილ საჭიროებებს მოარგეს. სოფლად მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისა მიზნით, მათ ერთობლივი საგრანტო პროგრამის განხორციელება დაიწყეს, რომლის საერთო ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია. აღნიშნულ პროგრამაში ასევე ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის  განვითარების სააგენტო (RDA).

როგორც UNDP-ის პროექტის მენეჯერი, ნოდარ კერესელიძე გვიყვება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD III-ის პროგრამის ფარგლებში, UNDP მიმდინარე წლის მაისიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირებასა და გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ენერგო ეფექტური და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების დანერგვას. პროგრამის მიზანია, ადამიანების საარსებოს წყაროს გადარჩენა, რომელსაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და კარანტინის პირობებში საფრთხე შეექმნა.

კორონავირუსისპანდემიისპირობებშიმსგავსიტიპისსაგრანტოპროგრამებიგანსაკუთრებულმნიშვნელობასიძენსვინაიდანსწორედსოფლადარსებულბიზნესებსმათშორისტურიზმისსექტორშიჩართულმეწარმეებსგანსაკუთრებითმძიმედშეეხოთპანდემიითგამოწვეულისირთულეებიშესაბამისადსაგრანტოპროგრამა,რომელიც 80%-მდეთანადაფინანსებასგულისხმობს,მნიშვნელოვანიწამახალისებელიფაქტორიასოფლადარსებულიბიზნესებისთვისრათაპანდემიურდაპოსტპანდემიურპერიოდშიშეძლონარსებობაშეინარჩუნონწარმოებასამუშაოადგილებიდასამომავლოდგაფართოვდნენკიდეც.

ევროკავშირმა პანდემიის დაწყებიდან ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება მოახდინა, რათა ქვეყანას არსებული კრიზისი ეფექტიანად დაეძლია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ეკონომიკის დივერსიფიცირება და არაფერმერული ბიზნესის განვითარებაა. ამ დროისთვის, ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული 347 განაცხადიდან 31 დამტკიცდა. ჩვენ მოგიყვებით ორი ბენეფიციარის ისტორიას, რომლებიც პროექტის განხორციელების საბოლოო ეტაპებზე არიან და შედეგებს თავად ხედავენ.

კომპანია „ბიორასი“-ს ენერგოეფექტური წარმოება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

კომპანია „ბიორასი“ თანამოაზრეებმა წლების წინ დააფუძნეს და მას შემდეგ უამრავი აგრო პროექტი განახორციელეს. 2018 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, გუნდმა 22 ჰა მიწის ნაკვეთი შეისყიდა და იმავე წელს 12 ჰა ფართობზე კაკლის ბაღი გააშენა. 2019 წლიდან კი, მაკდონალდსის რესტორანთა ქსელის დაკვეთით, კომპანიამ 5 ჰა მიწის ნაკვეთზე აისბერგის სახეობის სალათის კულტივაცია დაიწყო.

„ბიორასის“ წარმომადგენლებს წარმოების ეფექტური განვითარებისთვის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა გადაეჭრათ – ელექტროენერგიის მიწოდება. მართალია, ნაკვეთის მახლობლად ელექტროგადამცემი ხაზი არსებობდა, თუმცა იგი საკმაოდ მოძველებული იყო და მისი აღდგენა დაახლოებით 100,000 ლარის ინვესტიციას საჭიროებდა. გარდა ფინანსური დაბრკოლებისა, საჭირო ხდებოდა ტყის ზოლის გაჭრაც, რაც ბუნებრივ ლანდშაფტს დააზიანებდა. ამასთან, კაკლის ბაღში ელექტროენერგიის საჭიროება კომპანიას დიზელის საწვავზე მომუშავე ელექტრო გენერატორის გამოყენებისკენაც უბიძგებდა, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებს და გარემოს დაბინძურებას გამოიწვევდა. ამიტომ კომპანიამ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნა გადაწყვიტა.

„ვიცოდით, რომ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს გარეშე ჩვენი საწარმოს განვითარება შეუძლებელი იყო. 2019 წელს შევიძინეთ მცირე სიმძლავრის მზის პანელი, ასევე რამდენიმე ჰელიო სანათი. გადავწყვიტეთ დავკვირვებოდით მიმდინარე პროცესს. მიღებული შედეგების ანალიზითა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად დავასკვენით, რომ 10კვტ/სთ მზის პანელების სიმძლავრე და 40 კვტ აკუმულაცია სრულიად დააკმაყოფილებდა საწარმოს მოთხოვნებს. შემდეგი ნაბიჯი კი ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამაში ჩართვა იყო“, – გვიყვება გიორგი ფხაკაძე.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საწარმოში 60 მზის პანელი და 24 ბატარეა დამონტაჟდა. ახალი ენერგიის წყაროს დახმარებით, „ბიორასი“ წარმოების ხარჯებს წლიურად 6,000 ლარამდე შეამცირებს. დანაზოგით კი კომპანია თანამშრომელთა შრომის პირობების გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური საქმიანობის განვითარების პარალელურად, გუნდმა გარემოზე ზემოქმედების შემცირებაც შეძლო.

„მზის პანელების დანერგვით, განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე გადავალთ, ხოლო დიზელის საწვავს, რომელიც წელიწადში 2 ტონამდე გვჭირდებოდა, საერთოდ აღარ გამოვიყენებთ.  ასევე უარი ვთქვით გადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რის  შედეგადაც ტყის მასივის 1.5 კმ-იანი ზოლი გადავარჩინეთ“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

„ბიორასისთვის“ აღნიშნული გრანტის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პანდემიის ფონზე განვითარებული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში. კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ ენერგოეფექტური წარმოების დანერგვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ მათი ბიზნესისთვის, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტისა და ქვეყნისთვის.

Leave a Reply