Author Archives: energy

ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა, – მიიჩნევს ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა. როგორც ის „ბინზესპარტნიორთან“ ამბობს, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საწარმოებისთვის სწორი საფასო სიგნალის გაგზავნაა. „ინვესტორისთვის ენერგეტიკული ბირჟა მიმზიდველია იმდენად, რამდენადაც მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ყველა საწარმოსთვის სწორი საფასო სიგნალების გაშვებაა. მათ შორის იმათთვისაც, ვინც ბირჟაზე არ ვაჭრობს. როგორც წესი, ეს ხდება ე.წ “შესადარისი ფასი” სხვა კონტრაქტებისთვის. ამიტომ ბირჟის ...

Read More »

პაატა ცინცაძე: ნამახვანი ჰესის მსგავსი დიდი სადგურების გარეშე საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელია

ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელება კარგი მესიჯი იქნება საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება შესაძლებელია და აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა ასეთი დიდი სადგურების გარეშე ვერ მიიღწევა. რა თქმა უნდა, მცირე სადგურებიც უნდა აშენდეს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ისეთი დიდი ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა, ზამთარში ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება და იმპორტის შემცირება, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი უკვე გაიზარდა, ფასის მატებას გეგმავს სომხეთი და რუსეთიც, აზერბაჯანი კი სამომავლოდ დღის და ღამის ტარიფზე გადასასვლელად ემზადება. ტარიფის გაანგარიშება კი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია – საქართველოში დენის საფეხურეობრივი ტარიფი მოქმედებს, სომხეთში დღის და ღამის ტარიფით იანგარიშება დენის გადასახადი, რუსეთში კი მოსახლეობის სააბონენტო გადასახადი იმის მიხედვით დგინდება, აქვს თუ არა მომხმარებელს სახლში გაზი. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა პრონციპით ანგარიშდება დენის ...

Read More »

თურნავა – „ნამახვანი ჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია

დღეს „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. „ნამახვანი ჰესი“, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია, – ასეთი შეფასება მისცა ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის. „ჩვენ გვაქვს ყველა ...

Read More »

Saudi Aramco-მ გასაყიდად შესაძლოა, აქციების ახალი პაკეტი გამოიტანოს

საუდის არაბეთის სანავთობო კომპანიამ Saudi Aramco შესაძლოა, საფონდო ბირჟებზე აქციების მორიგი პაკეტი გაიტანოს გასაყიდად. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Al Hadath სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მმართველ იასირ არ-რუმეინზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ამ ნაბიჯზე, თუ საბაზრო პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა არ-რუმეინმა. მანვე გაიხსენა, რომ 2019 წელს Saudi Aramco-ის აქციების პირველადი განთავსების შედეგად გაყიდა აქციების 1,7%. ამან მას საშუალება მისცა, ...

Read More »

ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა – ზარალი სოლიდურია

ქვემო ნამახვანიჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ განცხადებას ნამახვანიჰესის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად კომპანიამ სოლიდური ზარალი მიიღო. „მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, დილის 4 საათზე, სოფელ გუმათში, ცეცხლი გაუჩნდა ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც ინახებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა. კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს. წინასწარი ...

Read More »
განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

ყოველდღიურად ვღარიბდებით, რადგან იმპორტირებულ ენერგორესურსებში უამრავ თანხას ვიხდით

ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ბუნებრივი აირი მთლიანად, ხოლო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 11%) მეზობელი სახელმწიფოებიდანაა იმპორტირებული. ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 50% აზერბაიჯანიდან, თითქმის 40% კი იმპორტირებულია რუსეთიდან. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის რესურსის ნახევარიც არ არის ათვისებული. ამ ტიპის ენერგიის გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა ახლა, როცა საქართველოში ენერგომატარებლებზე ტარიფები გაიზარდა და გაძვირება კიდევ მოსალოდნელია. ქარის ენერგია ...

Read More »

რიონის ხეობის მცხოვრებელთა ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეა

ნამახვანჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს, ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი ეხმაურება, რომელიც ჰესის მშენებლობის მომხრეა. მოსახლეობის თქმით, პროექტის განხორციელება რიონის ხეობის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრობლემა სოფლებში უმუშევრობაა და ჰესის მშენებლობა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. მათივე თქმით, სოფელი დაცლილია და ჰესის მშენებლობა ახალგაზრდებს დაბრუნებაში დაეხმარება. როგორც მოსახლეობამ განაცხადა, ჰესის მშენებლობით ინფრასტრუქტურა განვითარდება და არა მარტო რიონის ხეობა, არამედ მთლიანი რეგიონი გაძლიერდება. მოსახლეობა ...

Read More »

ფერო ელოის ფროდაქშენი: ელექტროენერგიის ხარჯი თვეში 350 000-დან 660 000 ლარამდე გაგვეზარდა

„ფერო ელოის ფროდაქშენს“ ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ თითქმის გაორმაგებული ტარიფის გადახდა უწევს. ფეროშანადნობების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან პროდუქციის თვითღირებულების დაახლოებით 40%-ს მათთვის სწორედ ელექტროენერგია წარმოადგენს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი, გია ლეჟავა განმარტავს, გადაწყვეტილების მიღებამდე შესაბამის უწყებებს კონსულტაციები კერძო სექტორთან უნდა გაევლო. „ფეროშენადნობების დარგში მოღვაწე მეწარმეები ვაღიარებთ, რომ დენი უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ უნდა გაძვირებულიყო თანმიმდევრულად. ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: ნამახვანი ჰესი, როგორც რეზერვის წყარო, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის

ნამახვანი ჰესის მთავარი უპირატესობა, ჩემი აზრით, ისაა, რომ სეზონური რეგულაცია აქვს და მნიშვნელოვანი რეზერვის წყაროა. ეს სადგური ზამთრის დეფიციტს და შესაბამისად, იმპორტს საგრძნობლად შეამცირებს. ასე ნაკლებად დამოკიდებულები ვიქნებით მეზობელ ქვეყნებზე და ნაკლები ფული გავა ქვეყნის ეკონომიკიდან. აღნიშნული ჰიდროსადგური, როგორც რეზერვის წყარო, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის – ელექტროენერგიის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტიც, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ქარისა და მზის სადგურის ...

Read More »