Author Archives: energy

მაირ მამედოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს

მაირ მამედოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება “შაჰდენიზი 1”-ის გაზსადენიდან მოხდეს

“სოკარ ჯორჯიას” ხელმძღვანელი, მაირ მამედოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება “შაჰდენიზი 1”-ის გაზსადენიდან მოხდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში “სოკარის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმა განუცხადა. მისივე თქმით, გამომდინარე იქედან, რომ “სოკარი” არის აღნიშნული მილის კომერციული ოპერატორი, ამის შესაძლებლობა არის და აღნიშნა, რომ შეეცდებიან ბუნებრივი არის მოცულობის 7 ...

Read More »
გია ვოლსკი - დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან ყოველთვის, "გაზპრომის" მოწოდებული გაზით ივსებოდა

გია ვოლსკი – დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან ყოველთვის, “გაზპრომის” მოწოდებული გაზით ივსებოდა

დეფიციტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, 2003 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის, “გაზპრომის” მიერ მოწოდებული გაზის მეშვეობით ივსებოდა, – ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ დეპუტატ თამარ კორძაიას ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გუშინ გაჟღერებული ინფორმაცია, “გაზპრომთან” დაკავშირებით “რესპუბლიკელებისთვის” მოწოდებულ პასუხს არ შეესაბამება. ვოლსკის თქმით, “ხშირ შემთხვევაში საუბრის დეტალები დაფარულია და შეიძლება ეს გარკვეულ წერილებში სრულად არ აისახოს”. დეპუტატის ...

Read More »
თამაზ მეჭიაური - რუსეთისგან ტრანზიტული გაზის 10%-ის ფინანსური ანაზღაურებით შეცვლა საქართველოსთვის ზიანის მომტანია

თამაზ მეჭიაური – რუსეთისგან ტრანზიტული გაზის 10%-ის ფინანსური ანაზღაურებით შეცვლა საქართველოსთვის ზიანის მომტანია

რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული ტრანზიტული გაზის 10%-ის ფინანსური ანაზღაურებით შეცვლა საქართველოსთვის ზიანის მომტანია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომელიც გუშინ, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა. მეჭიაურის შეფასებით, შეხვედრის მონაწილეებმა ყველა თემაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს გაზმომარაგებაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. “ყოველწლიურად ხდება იმ ხელშეკრულების განახლება, რომელიც “გაზპრომთან” ჯერ ...

Read More »
კახა კალაძე - დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება

კახა კალაძე – დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანული კომპანია “სოკარის” წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე შეხვდნენ. როგორც კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, “სოკარის” ორივე მილსადენი, რომლებითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ისეთი ...

Read More »
როგორ მოქმედებს ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობაზე

როგორ მოქმედებს ელექტრომაგნიტური გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობაზე

ჯანმრთელობისთვის საშიშ მოწყობილობებს შორის მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, მიკროტალღური ღუმელი და წვრილი საოჯახო ტექნიკა ლიდერობს მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივებას, ისეთებს, როგორებიცა გამა სხივები, რენტგენის სხივები და ულტრაიისფერი სინათლე, იმდენად დიდი ენერგია აქვს, რომ შეუძლია ბიოლოგიურ მოლეკულებში ქიმიური ცვლები გამოიწვიოს. მას შეუძლია ქიმიური ბმა დაარღვიოს და ატომიდან ელექტონების ჩამოშორებით, იონი წარმოიქმნას. ეს ყველაფერი კი ადამიანის სხეულში უჯრედების დაზიანიებას და დნმ-ის შეცვლას ...

Read More »

20 შთამბეჭდავი ფოტო შუახევიჰესის მშენებლობიდან

კომპანია „აჭარისწყალი“ (AGL) შუახევიჰესის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. ეს არის ყველაზე უნიკალური საინჟინრო პროექტი, რაც დღეისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გთავაზობთ მშენებლობის 20 ყველაზე შთამბეჭდავ ფოტოს, რომელიც შუახევიჰესის მასშტაბებს ასახავს.

Read More »
რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გავლენა ქართულ ენერგოსექტორზე

რუსეთ-თურქეთის კონფლიქტის გავლენა ქართულ ენერგოსექტორზე

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა, თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის გამო, ჩიხშია შესული. აქა-იქ ყარსის 1921 წლის ოქტომბრის ხელშეკრულების გაუქმებაზეც ალაპარაკდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ვ. პუტინი პირადად თურქეთის პრეზიდენტის, რ. ტ. ერდოღანის ოჯახს სირიელი და ერაყელი მეამბოხეებისგან კონტრაბანდული ნავთობის მიღებაში ადანაშაულებს… ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე აისახება. აღსანიშნავია, რომ თურქეთი ახორციელებს მოხმარებული ...

Read More »
ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობის ფასი 30 დოლარს ჩამოსცდა

WTI–ს მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 30 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. 2003 წლის დეკემბრის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასის ასეთი დაბალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, სამშაბათს, WTI–ს მარკის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 4,7%–ით შემცირდა და ბარელზე 29,93 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება Brent–ს, თებერვლის მიწოდების ღირებულებამ 30,5 დოლარი შეადგინა. ნავთობი იაფდება აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების ფონზე. Bloomberg-ის კონსესუს–პროგნოზის თანახმად, ერთ კვირაში ამერიკაში ნავთობის მარაგები 2 მილიონი ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: საქართველოს გაზპრომთან ურთიერთობაში, რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს

ანდრია გვიდიანი: გაზპრომთან რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი, ანდრია გვიდიანი, ეხმაურება ბოლო დროს გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს და ამ თემის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს. ანალიტიკოსის განცხადებით, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელობის შეხვედრების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი, პოლიტიკური სპეკულაციების შთაბეჭდილებას ტოვებს. „ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი აუცილებლად საჭიროებს დივერსიფიკაციას. საქართველოში, ბუნებრივი აირის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, აუცილებელია ისეთი მომწოდებლების გამოჩენა, რომელიც ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, 2015 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირებული აზერბაიჯანული ნავთობის მოცულობა გაიზარდა. „სოკარის“ ცნობით, 2015 წელს 28,84 მილიონი ტონა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, 2014-ში კი, ამ მაჩვენებელმა 28,51 მილიონი ტონა შეადგინა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტს აზერბაიჯანული კომპანია „აზერ ლაით ოილი“ ახორციელებს, რომელიც ნავთობს „აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის“ საბადოზე მოიპოვებს. აზერბაიჯანულის გარდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საშუალებით ხორციელდება ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება, რომელიც ბაქოში ...

Read More »