WTI–ს მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 30 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. 2003 წლის დეკემბრის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასის ასეთი დაბალი მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სამშაბათს, WTI–ს მარკის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 4,7%–ით შემცირდა და ბარელზე 29,93 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება Brent–ს, თებერვლის მიწოდების ღირებულებამ 30,5 დოლარი შეადგინა. ნავთობი იაფდება აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების ფონზე. Bloomberg-ის კონსესუს–პროგნოზის თანახმად, ერთ კვირაში ამერიკაში ნავთობის მარაგები 2 მილიონი ბარელით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსების დიდი ნაწილი მარტისთვის ნავთობის 25–20 დოლარამდე გაიაფებას პროგნოზირებს.
წყარო: კომერსანტი