Author Archives: energy

“ჰგონიათ რომ ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ცდებიან”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ენერგიის წყაროების გამოყენება და „უდიდესი ეროვნული ამოცანა“ ენერგოდამოუკიდებლობაზე გადის. მინისტრის თქმით, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და ნამხვანჰესი ის პოტენციური მსხვილი, წყალსაცავიანი ჰესებია, რომელთა აშენება საქართველოს ენერგოსისტემას წელში გამართავს. „ყველა დიდი ჰიდრო პროექტი არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში არის ხოლმე ასოცირებული გარკვეულ ლოკალურ პროტესტთან, რადგან არის ეკოლოგიური საკითხები, ადგილობრივ ...

Read More »

ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის იმპორტი ირანიდან და ვენესუელადან

ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის იმპორტი ირანიდან და ვენესუელადან. ამის შესახებ Wall Street Journal წერს ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით. ”ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა ნავთობის იმპორტი ირანიდან და ვენესუელადან, რითაც დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ორი პრიორიტეტული მიმართულება და ძირითადი დიპლომატიური ბერკეტის განეიტრალებაც შეძლო, რომელიც ვაშინგტონს ირანთან ხანგრძლივ ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლებისთვის სჭირდებოდა”, – ციტირებს გაზეთი” პრაიმ “. კერძოდ, ანალიტიკური კომპანია ...

Read More »

მოთხოვნა იგნორირებულია: დენის იმპორტი ისევ დაუზუსტებელი ტარიფებით ხორციელდება

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემები კვლავ შეწონილი ტარიფით გამოქვეყნდა და ისევ გაუგებარია ელექტროენერგის ღირებულების დეტალური მონაცემები. ეკონომისტებისთის ეს უკვე ეჭვის სერიოზული საფუძველია. ესკოს მიერ ფასების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ტარიფების სრული და გამჭვირვალე სახით გამოქვეყნება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. „ვფიქრობ, ელექტროენერგიის იმპორტის კუთხით, დღესდღეობით ძალიან ბუნდოვანი ვითარება გვაქვს. არსებული მონაცემები ვერ პასუხობს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში ...

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა

გასული კვირის მონაცმემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ათას კუბურ მეტრზე 229 დოლარამდე გაიზარდა. ბუნებრივი აირის ფასები ევროპაში გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა 11% -ით, ხოლო თვის დასაწყისიდან 16%-ით, ნათქვამია მოხსენებაში. ბუნებრივი აირის 2021 წლის საშუალო “მომდევნო დღის” ფასი ბირჟებზე დაახლოებით 234 დოლარს შეადგენს. გაზის ფასების ზრდა ემთხვევა ნახშირბადის ემისიის ნებართვების ფასების ზრდას. ბუნებრივია, რომ ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მოთხოვნა იზრდება ნახშირორჟანგის ემისიების ...

Read More »

ნათია თურნავამ შავი ზღვის ფსკერზე გამავალ მაღალი ძაბვის კაბელს მომავლის პროექტი უწოდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის დამონტაჟება, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით იქნება აღჭურვილი მომავლის პროექტია. როგორც ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ სტუმრობისას აღნიშნა, ამ პროექტის განხორციელება საკმაოდ ამბიციურად ჟღერს. „თავის დროზე ასევე ამბიციურად და ცოტა დაუჯერებლად ჟღერდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტიც. შესაბამისად, არც თუ იმდენად შორეული მომავალი მგონია ამ პროეტის განხორციელებისთვის იყოს საჭირო. ორი წლის წინ როცა ...

Read More »

“უნგრეთი დაინტერესებულია კავკასიიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებით”

”უნგრეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული მხარდამჭერია.” აღნიშნულის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიარტომ თავის ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა, იუწყება უნგრული პრესა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში: ”ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობა მიგვაჩნია ევროკავშირის განმტკიცების საუკეთესო მექანიზმად. ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიზნით, საჭიროა ევროკავშირის გაფართოების პროცედურები და ...

Read More »

Tesla-მ შესაძლებელია ელექტრომობილების ბაზრის დომინანტის როლი დაკარგოს

Tesla, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა ელექტრომობილების ბაზარზე, პოზიციების დაკარგვას იწყებს. მსხვილი საავტომობილო მწარმოებლები, რომლებმაც თავის დროზე სათანადოდ ვერ შეაფასეს აღნიშული ბაზრის შესაძლებლობები და რამდენიმე წელი დაკარგეს, გონს მოეგნენ და აქტიურად იწყებენ შეტევას. The Wall Street Journal–ის თანახმად, ბაზრის უახლესი მონაცემების მიხედვით, აშშ–ში Ford Motor Co. დაიკავებს Tesla–ს ბაზრის წილს. კორპორაციამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა პირველი ელექტრომანქანა Mustang Mach-E. ევროპაში, ...

Read More »

„საწვავზე ფასების მატება, სამწუხაროდ, გაგრძელდება, ყველა კომპანიას მოუწევს ფასების მატება“

შავი ოქროს ფასი მსოფლიო ბაზარზე რეკორდული სისწრაფით მატულობს. ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, პირდაპირპროპორციულია პირველადი მოხმარების, კვების პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, სატრანსპორტო გადაზიდვების და ა. შ. ფასების ზრდასთან. როგორც ექსპერტები ამბობენ, პროცესი გლობალური და შეუქცევადია. ფასების ზრდას აპროტესტებენ მძღოლები და ხელისუფლებისგან ფასების სტაბილიზაციას ითხოვენ. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“ საწვავზე ფასების ზრდის მიზეზებს ასახელებს. კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ...

Read More »

თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილ 5,9 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ არაოფიციალურად მიიღეს ინფორმაცია მშენებელი კომპანია „ართანა ლოპოტა ჰესის“ მიერ ხეობაში შესაბამისი ტექნიკის შემოყვანასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ადგილობრივებმა მდინარე ლოპოტას პირას კარავი გაშალეს და სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს. ლაფანყურელები ამბობენ, რომ სოფლიდან 7 კილომეტრში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარემოზე და სოფელს სასმელი და ...

Read More »

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის პროექტი და პერსპექტივა საქართველოსთვის

შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის პროექტის განხორციელება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა. ამჯერად ის ევროკავშირის ასოცირების სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ბრიუსელში რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა. საუბარია „საქართველოს ელექტროსისტემის“ პროექტზე, რომლის მიხედვით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალმა 1200 კილომეტრიანმა კაბელმა ერთმანეთთან ჩვენი ქვეყნისა და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანი 500 ...

Read More »