Author Archives: admin

სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და შპს „ართანა – ლოპოტას“ ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ადგილობრივების თქმით, „ლოპოტა-1“-ის 5.9 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას იქონიებს როგორც ეკოლოგიაზე, ასევე სოფელს არ ექნება სასმელი და სარწყავი წყალი. მათივე განმარტებით, კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების უსაფრთხოების დასკვნები. „ერთადერთი მდინარეა ეს, რაც ამ სოფელს აქვს. ამით ცოცხლობს ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას ...

Read More »

დავით ნარმანია პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია  ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით. „ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ნეტო-აღრიცხვის  სისტემის გამოყენება. წინა წლის ...

Read More »

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტიდან?

2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდული 84.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, ამავე პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტმა 40.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, სავაჭრო ბალანსმა დადებით 43.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. Galt & Taggart-ის სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ერთი მხრივ, ენერგეტიკულმა კრიზისმა და მსოფლიოში ენერგომატარებლებზე გაზრდილმა ფასებმა გავლენა მოახდინა მთავარ საექსპორტო ქვეყანა ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,2 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  შემცირდა 5,2 მლნ  ბარელით და შეადგინა 413,9 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5319 ათასი ბარელით  და შეადგინა  219,087 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 6159 ათასი ბარელით და შეადგინა  118,807 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ბაქო ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე პოზიციებს იმყარებს – აზერბაიჯანი შესაძლოა, Latvias gaze-ის აქციონერი გახდეს

აზერბაიჯანი შესაძლოა მალე გახდეს ლატვიური გაზის კომპანიის Latvijas gaze-ის ერთ-ერთი აქციონერი, განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრის ამერიკსმა (დემოკრატებისა და სოციალისტების პროგრესული ალიანსი). „შესაძლებელია, აზერბაიჯანი მალე გახდეს Latvias gaze-ის ერთ-ერთი აქციონერი. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში შეიძლება იყოს საინტერესო სიახლეები“, – ციტირებს მის სიტყვებს Baltijas Balss. ევროპარლამენტის წევრის თქმით, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აზერბაიჯანი შეიძლება გახდეს ევროკავშირის სერიოზული პარტნიორი, რომელიც „დაგვეხმარება ენერგეტიკული ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

9 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.  საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ანა პოლიტკოვსკაიას, ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის, კოსტავას, ნიკოლოზ ჩაჩავას, კატო მიქელაძის, ლაშხიას და დიღმის წყლის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინტენსიფიკაციის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $80-ზე რჩება

2022 წლის 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 77.22 (+0.05)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.57 (+0.52)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

საწვავის რეგულაციები ამცირებს ტრანსპორტის შედეგად წარმოქმნილ ჰაერის დაბინძურებას

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ტრანსპორტირებისას საწვავში გოგირდის რაოდენობის შეზღუდვით, რეკორდულად დაბალ დონემდე შემცირდა ხელოვნური „ტრანსპორტირების ბილიკების“ ღრუბლები 2020-ში. პანდემიასთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. „სატრანსპორტო ბილიკები“, დაბინძურებული საზღვაო ღრუბლები, რომლებიც  მიჰყვებიან ოკეანის გადამკვეთ გემებს,  თანამედროვე ვაჭრობის ხელწერაა. როგორც მოჩვენებითი თითის ანაბეჭდები, ისინი იკვლევენ გადაზიდვის გზებს მთელს მსოფლიოში, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთიდან  ხმელთაშუა ზღვამდე. თუმცა 2020 წელს  სატელიტურმა დაკვირვებებმა აჩვენა  ამ დაბინძურებული თითის ...

Read More »

საქართველო, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის თანათავმჯდომარე ქვეყანა იქნება

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 42-ე სხდომაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბიუროს ვიცეთავმჯდომარედ ერთი წლის ვადით აირჩიეს. კომიტეტმა საქართველოს მიერ 2013-2021 წლებში შერჩეული და კონვენციისადმი წარდგენილი 66 ტერიტორია, საერთო ფართობით 1,3 მილიონი ჰექტარი, ზურმუხტის დამტკიცებულ ტერიტორიებად ცნო ...

Read More »