Author Archives: admin

ზელენსკი: ახლა მთავარი ენერგიაა, ენერგოსისტემაში მწვავე დეფიციტია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ღამით ირანული დრონების დარტყმის შემდეგ ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სრულ სიბნელეშია. მისი თქმით, ამ დროისთვის ოდესაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება. „ენერგოსისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან – სისტემაში მწვავე ...

Read More »

მაკრონი: პარტნიორები უკრაინას ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში უნდა დაეხმარონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში. ამის შესახებ მან პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხისთვის“ განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. მაკრონის თქმით, რუსეთი სამხედრო წარუმატებლობას, უკრაინის ჯარების წინსვლას, ტერორისტული აქტებით პასუხობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და ასეთი ქმედებები დაუსჯელი ...

Read More »
ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

თურქეთში ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, გაბარის მთის რაიონში ნავთობის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. არსებული მონაცემებით, ნედლი ნავთობის სუფთა მარაგი 150 მილიონ ბარელს შეადგენს. აღმოჩენილი ნავთობის მარაგის ღირებულება $12 მილიარდს შეადგენს.

Read More »

ევროკავშირს საკმარისი გაზი აქვს ზამთრისთვის, მაგრამ 2023 წელს შესაძლოა, დეფიციტი შეექმნას

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება, რომ ევროკავშირს საკმარისი გაზი აქვს ზამთრისთვის, მაგრამ მომავალ წელს შესაძლოა, დეფიციტი შეექმნას, თუ რუსეთი კიდევ შეწყვეტს გაზის მიწოდებას. სააგენტომ მოუწოდა მთავრობებს, უფრო სწრაფად იმოქმედონ ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წელს შეწყვიტა გაზის მიწოდება, ევროპამ თავიდან აიცილა სერიოზული დეფიციტი და ზამთარს გაზით მომარაგებული შეხვდა, თუმცა, მომავალი წელი შეიძლება კიდევ უფრო მკაცრი იყოს“, ...

Read More »

ვიქტორ ორბანი საქართველოსა და რუმინეთის გავლით, შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის პროექტზე შეთანხმებას ხელს მოაწერს

17 დეკემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ხელს მოაწერს შეთანხმებას აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. ელექტროენერგას უნგრეთი, პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის გავლით შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მეშვეობით მიიღებს. უნგრეთის მთავრობის მეთაურის პრესმდივანმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ ოთხმხრივი შეთანხმება , პროექტში მმონაწილე მხარეებს შორის, ბუქარესტში გაფორმდება.

Read More »

ოდესაში მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

გასამხედროებული ორგანიზაციის, „ვაგნერის“ ყაზარმები ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინული არმიის მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ განადგურებულია. კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინული არმიის შეტევის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა, უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ მათ მიერ მიტანილი სამხედრო დარტყმის შედეგად 200 – მდე ოკუპანტი განადგურდა. უკრაინულმა არმიამ სარაკეტო იერიში ვაშინგტონის მიერ მიწოდებული ჰიმარსების სისტემით მიიტანა. ამ ტიპის შეიარაღება უკრაინულ არმიას შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე ასეული კილომეტრის ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,61 ათასი ტონა, რაც 2,49 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 4,02 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,62 ათასი ...

Read More »

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს ბრიუსელში გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები დღეს ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე გაზის ფასის ლიმიტზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ევროკავშირის ქვეყნები თვეების განმავლობაში მსჯელობენ გაზის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებაზე, მაგრამ განსხვავებული შეხედულებების გამო, ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ. მაშინ, როცა გაზის ფასზე ლიმიტის დაწესების მომხრე ქვეყნები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს მათ ეკონომიკას ენერგორესურსების მაღალი ხარჯებისგან, გერმანია – ევროპის უდიდესი ეკონომიკა და გაზის ბაზარი – და ნიდერლანდები ფასზე ...

Read More »

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს დღეს აქვს მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით

შავი ზღვის კაბელი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ევროკავშირისგან მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება. „ერთია პოლიტიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან და მეორე არის ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ...

Read More »
შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ ტარიფი დაუდგინდა

მთავრობა თბოსადგურების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

მთავრობა თბოსადგურების მშენებლობის საკითხს განიხილავს. როგორც პრემიერმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. “გვინდა შევქმნათ თბოსადგურები და გვსურს, გამოვაცხადოთ ტენდერები. ამ მიმარეთულებით დამატებით შეიძლება დამატებით 600 მეგავატი ენერგია გამოვიმუშაოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით 2-3 წელიწადში ქვეყანაში 3-4 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

Read More »