Author Archives: admin

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

21 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, ბელიაშვილის, ჩაჩავას და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  20  დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.80 (+  0.76)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.19  (+    0.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

IEA: ქვანახშირის გლობალური მოხმარება წელს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვანახშირის გლობალური მოხმარება ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. IEA-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა არ დაჩქარება, ქვანახშირის მოხმარება მსგავს დონეზე მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ქვანახშირის გლობალური მოხმარების ზრდაზე განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი მოქმედებს, რომლის შედეგადაც ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა, მიწოდებები კი შეფერხებით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 2022 წელს ...

Read More »

აზერბაიჯანი კატართან, იაშმაში თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანსა და კატარის კომპანია Nebras Power-ს შორის სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის იაშმაში, თბოელექტროსადგურის პროექტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა კატარის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავარი მიზანია აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების უზრუნველყოფა და ამ თვალსაზრისით, Nebras Power-თან თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობაა. წყარო: europetime.eu

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ფინეთი, პოლონეთი, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები წყალბადის დერეფნის პროექტზე შეთანხმდნენ

ექვსმა გაზის ოპერატორმა – ლიეტუვიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან წყალბადის ინფრასტრუქტურის განვითარებაში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას, პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ლიეტუვის კომპანია Amber Grid-ის პრესსამსახური ავრცელებს. Amber Grid-ის გარდა, პროექტში, სახელწოდებით North Baltic Hydrogen Corridor, მონაწილეობენ Gasgrid Finland (ფინეთი), Elering (ესტონეთი), Conexus Baltic Grid (ლატვია), Gaz-System (პოლონეთი) და Ontras (გერმანია). მოსალოდნელია, რომ პროექტი გააძლიერებს რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შეამცირებს ...

Read More »

შაჰ-დენიზმა წელს 23 მლრდ კუბური მეტრი გაზი აწარმოა

შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის მოპოვებამ იანვარ-ნოემბერში 23 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ინფორმაციას „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერაციული მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანში მთლიანად 42,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნა წარმოებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2,8 მილიარდი კუბური მეტრით, ანუ 7%-ით მეტია. აქედან შაჰ-დენიზის საბადოზე საანგარიშო პერიოდში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი და 4 მილიონი ტონა კონდენსატი იქნა წარმოებული. ...

Read More »

სამხრეთის გაზის დერეფანი სერბეთს სატრანზიტო ქვეყნად გადააქცევს

სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით, სერბეთი არა მხოლოდ გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ექნება შესაძლებლობა გახდეს სატრანზიტო ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც ეს გაზი მიედინება სხვა ქვეყნებში, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ამის შესახებ სერბეთის ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმა Trend-თან განაცხადა. „სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით ევროპისთვის გაზის მიწოდების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება უახლოეს წლებში, რასაც მოწმობს ევროკავშირის ინტერესი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ზრდაზე. აზერბაიჯანული გაზი, რა ...

Read More »

მოლდოვამ რუსული გაზის ჩასანაცვლებლად ალტერნატივები მოიძია

მოლდოვამ მოკლევადიან ენერგეტიკულ შეთანხმებას მიაღწია, რაც მას რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. პრემიერმინისტრის მოადგილის, ანდრეი სპინუს თქმით, ქვეყანა 100 მილიონ კუბურ მეტრს რუსული Gazprom-ის ნაცვლად, ადგილობრივი კომპანია Energocom-ისგან იყიდის. დღემდე მოლდოვა დიდწილად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მზარდი ინფლაციის მიუხედავად, მოლდოვა წყვეტს რუსეთისგან გაზის იმპორტს. “გასული წლიდან მოყოლებული პირობა დავდეთ, რომ რეზერვს გავაკეთებდით და სხვა ალტერნატივებს ვიპოვიდით. ეს მოვახერხეთ” – ...

Read More »

აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ლიდერებს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან შავი ზღვის გავლით, ევროკავშირში სუფთა ენერგიის ტრანსპორტირების მიზნით, 1100 კილომეტრიანი წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელმოწერის ცერემონიაზე ...

Read More »

“ხუდონჰესი” შესაძლოა საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხის ნაწილითაც აშენდეს

სახელმწიფომ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა.პროექტის გამოსყიდვა სახელმწიფოს $13.5 მილიონი დაუჯდა.  პროექტი სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. აუქციონი მომავალ წელს გამოცადდება, მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ მსხვილი სტარტეგიული პროექტები სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით უნდა ხორციელდებოდეს.  სვანეთში ხუდონჰესის პროექტი ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკს“ უნდა განეხორციელებინა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1.5 მლრდ კვრ.სთ უნდა ყოფილიყო.  როგორი იქნება ახალი სიცოცხლე და როგორია მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკა,  – თემაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ისაუბრა:  -სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციაა, რომ ყველა მსხვილ და სტრატეგიულ პროექტს, სახელმწიფო აქტიური მონაწილეობით განახორციელებს. რას გულისხმობს ეს როლი და  ჩართულობა ? -მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით, ჩვენი ...

Read More »