Author Archives: admin

“ეფექტიანი და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა ხელს უწყობს ქვეყანაში ენერგოეფექტიანობასა და ეკოტურიზმის განვითარებას”

„ეფექტიანი და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, შემიძლია შევაფასო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი, სულ მცირე, ორი ასპექტით: ერთი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ენერგოეფექტიანობას, მეორე კი – ჩვენი ტურისტული პოტენციალის, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia-ს ხელმოწერის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დოკუმენტს, რომელიც საქართველოში სატყეო ...

Read More »

სენატორი ჯიმ რიში: რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხზე პოზიციის გამო აკრიტიკებს. „ადმინისტრაციამ ცოტა რამეს მიაღწია ამ პროექტისადმი თავისი მიდგომით“, – აღნიშნა სენატორმა. ჯიმ რიშის თქმით, „რუსეთი გაზის კრიზისს ქმნის, რათა შანტაჟის გზით ევროკავშირი აიძულოს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დაამტკიცოს და ევროპაზე თავისი ენერგეტიკული გავლენა გააძლიეროს“. 23 სექტემბერს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი ...

Read More »

ხელისუფლება უკმაყოფილოა, რომ „ნენსკრა ჰესის“ პროექტი გაჭიანურდა და კორეელ ინვესტორებთან კითხვები აქვთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება უკმაყოფილოა, რომ „ნენსკრა ჰესის“ პროექტი გაჭიანურდა და ამასთან დაკავშირებით კორეელ ინვესტორებთან კითხვები არსებობს. როგორც თურნავამ აღნიშნა, სახელმწიფო მზადაა, პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობა გაზარდოს. „გარკვეული სამუშაოები დაწყებულია, თუმცა კორეელ ინვესტორებთან ისევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც უკმაყოფილოები ვართ, რომ პროექტი გაჭიანურდა. აქ არც „საპარტნიორო ფონდი“ არაფერ შუაშია, ძირითადი სპონსორი არის თავად კორეული ...

Read More »

დიდ ბრიტანეთში საწვავის დეფიციტი გრძელდება

დიდ ბრიტანეთში უკვე რამდენიმე დღეა, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტია. როგორც „ბიბისი“ წერს, პრობლემა უკავშირდება ბენზინმზიდების მძღოლების დეფიციტს, რაც დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ წარმოიქმნა. ბრექსიტის შემდეგ, ბევრმა ევროპელმა მძღოლმა დიდ ბრიტანეთში მუშაობაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა მთავრობა მოუწოდებს მძღოლებს, თავი შეიკავონ დიდი რაოდენობით ბენზინის შეძენისგან, რადგან, მათი მტკიცებით, ქვეყანას საკმარისი საწვავის მარაგი აქვს. თუმცა, მოქალაქეების აცხადებენ, რომ ბენზინის დეფიციტის ...

Read More »

საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის €33 მლნ-იანი პროექტი – ECO.Georgia“ იწყება

საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ იწყება. შეთანხმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა. „ვიწყებთ პროექტს, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ 47 მლნ ევროს საგრანტო დაფინანსებას ითვალისწინებს და დაგვეხმარება ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებაში, ენერგოეფექტური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების ...

Read More »
რუსთავის მარჯვენა სანაპიროს ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

2 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში განლაგებულნი იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. ინფორმაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს. მათივე ცნობით, კომპანიის პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. „სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მთავარი დისპეტჩერი იქნება პირდაპირ კავშირზე ცენტრალური ...

Read More »

ევროპაში გაზთან ერთად ელექტროენერგიის ფასიც კრეკორდულ იზრდება

ევროპაში ბუნებრივი აირთან ერთად, ელექტროენერგიის ფასებიც რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიწოდების დეფიციტი მხოლოდ გაუარესდება, როდესაც ზამთრის სეზონი დაიწყება. გერმანიის მალნოუს ტერმინალში რუსული გაზის მიწოდება შემცირდა. ამ ძირითადი სატრანზიტო მარშრუტის მიწოდება დაახლოებით მესამედზე ნაკლებია, ვიდრე კვირის დასაწყისში იყო. მიწოდების შეზღუდვების მასშტაბმა ბაზარი სწორედ მაშინ გააოცა, როდესაც ქვეყნები გაზის მიწოდების შემცირებას იწყებენ. წლის ამ დროს ევროპული აქციები ათწლეულზე მეტი ...

Read More »

ევროპაში გაზი გაძვირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასმა 30 სექტემბრის სავაჭრო სესიის დროს საკუთარი რეკორდი განაახლა და მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ICE Futures–ის ბირჟაზე გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 1,187,45 აშშ დოლარს მიაღწია. ამ კვირის დასაწყისში, გაზის ფასი ევროპაში პირველად გადააჭარბა 1000 აშშ დოლარს 1000 კუბურ მეტრზე. ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება ...

Read More »

„თელმიკომ“ განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებლის მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკო) თბილისში განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებელთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი. მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს ოთარ ჩხეიძის ქ, №10-ში, ხოლო კომპანიის ქოლცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ყოველ 24/7-ზე რეჟიმში შემდეგი ნომრის საშუალებით: (032) 500 07 77. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, განსაკუთრებით კომუნალური მომსახურების სეგმენტში აუცილებელია მომსახურების ...

Read More »

ჩინეთი ენერგოკრიზისმა მოიცვა – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები

ჩინეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი, რომელიც თავიდან მხოლოდ მრეწველობას შეეხო, ამჟამად სულ უფრო მეტად რიგითი ადამიანების ცხოვრებაზეც აისახება. რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგიის ნორმირებული მოხმარებაა შემოღებული – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები, ადგილობრივი ხელისუფლებები მოქალაქეებს კონდიცირებაზე უარის თქმას და ბუნებრივი განათების პირობებში მუშაობას ურჩევენ. განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში – ზოგიერთ ქალაქში დღე-ღამეში რამდენიმე საათით არა მხოლოდ შუქ-ნიშნები, არამედ ითიშება ქუჩების განათება, ლიფტები ...

Read More »