Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი კვლავაც განაგრძობს ზრდას

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,11 აშშ დოლარით (1,31%) გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 85,89 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში ...

Read More »

ნავთობის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.65 (+ 1.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.52  (+ 1.17)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ყიფიანისა და ფოთის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოკა კლდიაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელისა და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძისა და თაყაიშვილის ...

Read More »
Tesla ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმილატორების ქარხანას აშენებს

ილონ მასკი – Tesla-მ მზის ელემენტების კუთხით სერიოზულ პროგრესს მიაღწია

კომპანიამ Tesla სერიოზულ პროგრესს მიაღწია მზის ელემენტების შექმნაში, რომელიც სახლების სახურავებზე ყენდება. ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა აქციონერებთან შეხვედრისას განაცხადა. „სინამდვილეში ჩვენ გვაქვს სწრაფი პროგრესი მზის ელემენტების კუთხით. მზის ენერგია ახლა მასში სწრაფად აკუმულირდება. რაც შეეხება მონტაჟის სისწრაფის პროგრესს, ის იმდენად განვითარდა, რომ უკვე ვფიქრობთ საერთოდ გვჭირდება კი სარეკლამო კამპანია ამ მიმართულებით?“, – განაცხადა მან. Tesla-ს მზის ელემენტების სახურავის ...

Read More »

საწვავის დეფიციტის გამო ლიბანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ლიბანში ელექტროენერგიის ცენტრალიზებული მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შაბათს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე საწვავის ამოწურვის გამო მუშაობა ქვეყნის უკანასკნელმა მსხვილმა ელექტროსადგურმა შეაჩერა. სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გამომუშავება ქვეყანაში ორშაბათს აღდგება. ამისთვის მთავრობა სამხედრო რეზერვებში არსებული საწვავის გამოყენებას აპირებს. მოსახლეობის დიდ ნაწილს დიზელის გენერატორები აქვს, თუმცა მათი მუშაობისთვის საჭირო საწვავიც დეფიციტშია. ლიბანის ეკონომიკა მძიმე კრიზისშია 2019 წლიდან ადგილობრივი ვალუტის კურსი 90%-ით ...

Read More »
დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

რამდენი კილოვატი და რამდენი დოლარის ელექტრო ენერგიის შეძენა მოგვიწევს ზამთარში

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, ელექტროენერგიის იმპორტმა 2020 წელს 1610,1 მლნ. კვ/სთ  შეადგინა, 2021 აგვისტოს ჩათვლით ეს მაჩვენებელი 1715.9 მლნ კვ/სთ-ზეა. რა მოცულობის ელენერგიის შეძენა მოგვიწევს აპრილამდე და რა იქნება მისი ფასი, ამ და სხვა თემებზე „კომერსანტთან“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ ეს მაჩვენებელი დაახლოებით შარშანდელი მონაცემის – 1,7 მლრდ კვ/სთ-ის ტოლი იქნება. „აქ მთავარი ...

Read More »

“ამერიკა იძულებულია თხოვოს ნავთობი რუსეთსა და ოპეკს”

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო, იძულებულია მოლაპარაკება მოახდინოს ნავთობის მიწოდებაზე ოპეკთან და რუსეთთან. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იუწყება”. ეს თქვა დონალდ ტრამპმა აიოვაში მისი მხარდამჭერების წინ გამართულ აქციაზე, გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ამჟამინდელი ადმინისტრაცია და მოიყვანა მისი პრეზიდენტობის შედეგები როგორც მაგალითი. ამის შესახებ იუწყება TASS. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მის დამსახურებებს და ...

Read More »

განახლებადი წყაროები წიაღისეულ საწვავს არცთუ ისე ახლო მომავალში შეცვლის

გაზის ფასების ზრდისა და ქვანახშირის დეფიციტის ფონზე,  ტრადიციული ენერგიის წყაროების სრული უარყოფა და მწვანე ენერგიაზე გადასვლა სულ უფრო და უფრო “შორეული მომავალი” ხდება. Bloomberg green-ის ანგარიშის თანახმად, ეს გლობალური ენერგეტიკული კრიზისი არც პირველია და არც უკანასკნელი. ”ფაქტობრივ გადასვლას ათწლეულები დასჭირდება, რომლის დროსაც მსოფლიო განაგრძობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი მწარმოებლები ამჟამად რადიკალურად ცვლიან წარმოების სტრატეგიას,” – ვკითულობთ სტატიაში. ამავე დროს, ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ჰაერის დაბინძურების გამო საქართველოში ყოველწლიურად 4 000-მდე ადამიანი იღუპება

საყოფაცხოვრებო ჰაერის დაბინძურებით და გარემოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა 100 000 მოსახლეზე 102 ადამიანს შეადგენს, – ინფორმაციას jandacva.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ცნობაზე „ჯანმრთელობის დაცვა – საქართველო“ დაყრდნობით ავრცელებს. საყოფაცხოვრებო, ანუ შენობებში არსებული ჰაერის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ქიმია, რბილი ავეჯი ან მტვერი, ასევე ხის ღუმელების და თამბაქოს მოხმარება უწყობს ხელს. ქვეთავში „მდგრადი განვითარების მიზნები“ განმარტებულია, რომ 2015 წელს „ათასწლეულის განვითარების მიზნების” ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ბაკურიანის გაზგამანაწილებელ სადგურზე სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს გეგმავს, აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, 10:00 დან 16:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ბაკურიანის მომხმარებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ ...

Read More »