ლიბანში ელექტროენერგიის ცენტრალიზებული მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შაბათს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე საწვავის ამოწურვის გამო მუშაობა ქვეყნის უკანასკნელმა მსხვილმა ელექტროსადგურმა შეაჩერა.
სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გამომუშავება ქვეყანაში ორშაბათს აღდგება. ამისთვის მთავრობა სამხედრო რეზერვებში არსებული საწვავის გამოყენებას აპირებს. მოსახლეობის დიდ ნაწილს დიზელის გენერატორები აქვს, თუმცა მათი მუშაობისთვის საჭირო საწვავიც დეფიციტშია.
ლიბანის ეკონომიკა მძიმე კრიზისშია 2019 წლიდან ადგილობრივი ვალუტის კურსი 90%-ით შემცირდა. ვითარების დამძიმებას ბენზინისა და დიზელის ფასის ზრდა უწყობს ხელს.