არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია „მასდარი“ საქართველოში 96 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ააშენებს. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 100 მილიონ დოლარამდეა. „დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ გვქონდა ჰიდროელექტროენერგიის რამდენიმე პროექტის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე. იცით, რომ მთავრობა იწონებს ხელშეკრულებებს ნებისმიერი განახლებადი ენერგიის პროექტებთან ...
Read More »