Author Archives: admin

ბიტკოინის ღირებულება $60 000-ს უახლოვდება

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება 2,7%-ით გაიზარდა. Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 59,61 ათასი აშშ დოლარია. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

როგორ აპირებს ევროკომისია ენერგოკრიზისის დაძლევას

ევროკავშირში ენერგომატარებლებზე ფასების კატასტროფული ზრდის გამო სულ უფრო შფოთავენ. 13 ოქტომბერს ევროკომისიამ დაამტკიცა მისაღები ზომები, რომლებმაც ფასების ზრდის შედგები უნდა შეარბილონ და ასევე ენერგოსისტემა უფრო მდგრადი გახადონ. პირველ რიგში ევროკომისია გაზის გაძვირების მიზეზებს ასახელებს. პირველია ენერგომატარებლებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის პირობებში. იმის გამო, რომ გაზი მნიშვნელოვან როლს ელექტროგენერაციაშიც ასრულებს, გაზთან ერთად ელექტროენერგიაც გაძვირდა. კიდევ ერთი ფაქტორია ანომალურად ცივი ზამთარი და ასეთივე ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 14 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.00 (+ 0.82)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.31  (+ 0.87)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 15 ოქტომბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI  მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ზღვისუბნის  დასახლების II, IIა მიკრორაიონების, ხეხილ- სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მთის, ანაპის 414-ე დივიზიის, პიონერის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ელო ანდრონიკაშვილის, დავით გარეჯელის, ნინო წერეთლის, შერვაშიძის, სოლომონ ყუბანეიშვილის, ...

Read More »

აშშ ბიტკოინის მოპოვების მსოფლიო ეპიცენტრი გახდა

აშშ-მ ჩინეთი ჩაანაცვლა და მსოფლიოში Bitcoin-ის ყველაზე დიდი მაინერი გახდა– ინფოამციას Bloomberg-ი აქვეყნებს. მოვლენები სწრაფად შემობრუნდა და Bitcoin-ის მოპოვებისთვის ახალი ეპიცენტრი უკვე ამერიკის შეერთებული შტატებია. „პეკინის დარბევამ პრაქტიკულად გაანადგურა სექტორი, რამაც აშშ მსოფლიო ლიდერად თითქმის ერთ ღამეში აქცია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის წილიც კრიპტოვალუტის წარმოებაში ჩინეთის ვარდნისთანავე იზრდება.“–წერს, Bloomberg-ი. კრიპტოვალუტის მაინერები ისევ ეძებენ იაფ ელექტროენერგიას და კეთილგანწყობილ ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი: დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, ირანის ბირთვულ პროგრამაში დასაბრუნებლად სხვა საშუალებებს გამოვყენებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, ირანის ბირთვულ პროგრამაში დასაბრუნებლად სხვა საშუალებებს გამოიყენებენ. აღნიშნულის შესახებ ენტონი ბლინკენმა ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თუ ირანი უარს იტყვის ბირთვული შეთანხმებების პირობების შესრულებაზე, განიხილება სხვა ვარიანტები ირანიდან მომდინარე გამოწვევების გასამკლავებლად. ბლინკენის განცხადებით, დიპლომატია არის ყველაზე ეფექტური გზა, თუმცა დიპლომატიური გზით საკითხების ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი 2022 წელს ევროპასა და თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდას აპირებს

აზერბაიჯანი 2022 წელს ევროპასა და თურქეთში ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდას აპირებს. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა. როგორც ფავრიზ შაჰბაზოვი აცხადებს, მომავალ წელს ევროპასა და თურქეთში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს. „სამხრეთის დერეფნით დაგეგმილია 16 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი. ამ მოცულობას 2022 წელს მივაწღევთ. 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი თურქეთში ჩავა, ხოლო 10 მილიარდი – ...

Read More »

NASA-ს ვულკანის გაცივებისა და ამ გზით ენერგიის გენერირებისთვის $3.46-მილიარდიანი გეგმა აქვს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში არსებული ცხელი წყაროებისა და გეიზერების ქვეშ, დედამიწის წიაღში გავარვარებული მაგმაა მოქცეული, რომელიც ერთ დღეს, შესაძლოა, სუპერვულკანის სახით ამოიფრქვეს. ქვეყნის აერონავტიკისა კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) წარმომადგენლების განცხადებით, ეს ჩვენი პლანეტისთვის და კაცობრიობისთვის იმაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ასტეროიდთან შეჯახებაა. აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ აღნიშნული საშიშროების თავიდან არიდების მიზნით ამბიციურ გეგმაზე მუშაობის შესახებ, რომელიც ვულკანის ...

Read More »

ჟოზეფ ბორელი – რუსეთი არ აწვდის ევროპას ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას, რითაც ხელს უწყობს ფასების ზრდას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებეს, რომ ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და შეაფერხოს ეკონომიკის გაჯანსაღება. როგორც ბორელის მიერ პირად ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს. „ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება ზრდას განაგრძობს

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება 4.51%-ით გაიზარდა. Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 57,572.65 აშშ დოლარია. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »