აშშ-მ ჩინეთი ჩაანაცვლა და მსოფლიოში Bitcoin-ის ყველაზე დიდი მაინერი გახდა– ინფოამციას Bloomberg-ი აქვეყნებს.
მოვლენები სწრაფად შემობრუნდა და Bitcoin-ის მოპოვებისთვის ახალი ეპიცენტრი უკვე ამერიკის შეერთებული შტატებია.
„პეკინის დარბევამ პრაქტიკულად გაანადგურა სექტორი, რამაც აშშ მსოფლიო ლიდერად თითქმის ერთ ღამეში აქცია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის წილიც კრიპტოვალუტის წარმოებაში ჩინეთის ვარდნისთანავე იზრდება.“–წერს, Bloomberg-ი.
კრიპტოვალუტის მაინერები ისევ ეძებენ იაფ ელექტროენერგიას და კეთილგანწყობილ მთავრობებს ვირტუალური ვალუტის ბუმის გასაძლიერებლად, რომელიც კვლავ რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება.
ბიტკოინი გასული წელს 370%-ზე მეტით გაიზარდა და საერთო საბაზრო ღირებულებამ საშუალოდ $1 ტრილიონს მიაღწია.