Author Archives: admin

Skyland Petroleum–ი საქართველოდან ჩინეთში ნავთობის მიწოდებას გეგმავს

ეგვიპტემ ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებაზე ტენდერი გამოაცხადა

ნილოსის დელტასა და ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების უფლებებზე, ეგვიპტის ხელისუფლებამ ახალი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ტენდერი მოიცავს 12 ველს, რომელთა ნახევარი ოფშორულია. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილია.

Read More »

გაზთან ერთად, ნავთობის ფასიც მცირდება

2022 წლის 28 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.12 (-2.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.43 (-2.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნოვაკი: თურქეთი რუსეთთან გაზის ჰაბის შექმნაზე გადაწყვეტილებას 2023 წელს მიიღებს

„გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქეთთან და ბაზრის სხვა მონაწილეებთან გაზის ჰაბის შექმნაზე. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. „ახლა „გაზპრომი“ აქტიურად მუშაობს თურქ კოლეგებთან, ამ პროექტში სხვა შესაძლო მონაწილეებთან ერთად სხვა ქვეყნებიდან. ეს იქნება ერთგვარი კერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ რუსი მომწოდებლები, არამედ სხვა ექსპორტიორებიც“, – განაცხადა ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის თქმით, თურქეთში გაზის ჰაბის შესახებ გადაწყვეტილებები 2023 წლის განმავლობაში იქნება მიღებული. ნოვაკმა ...

Read More »
ჩინეთი და იპაონია მზის ენერგიის წარმოების ლიდერები არიან

ყირგიზეთი და ყაზახეთი $35 მილიონის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებენ

ყირგიზეთმა და ყაზახეთმა შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელიც ისიკ-კულში 35 მილიონი დოლარის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებს. 50 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, ეროვნული ენერგეტიკული ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „თაზაენერჯისა“ და ყაზახეთის საინვესტიციო კომპანია „TGS-Energy“-ს შორის გაფორმდა. სოფელ თორუ-აიგირში პროექტისთვის 80 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი. მხარეები გეგმავენ, რომ სადგურის მშენებლობა 2023 წლის დეკემბრისთვის დასრულდება. მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელზე მეტი იქნება და ქსელს ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში „დევაში ჰესის“ მშენებლობა იგეგმება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში „დევაში ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დღეს საქართველოს მთავრობასა და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“  შორის „დევაში ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე იმსჯელეს, რომლის საფუძველზეც კომპანიამ 15 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაატაროს „დევაში ჰესის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ჰიდროელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, მდინარე დევაში. პროექტის მიხედვით, სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 5,45 მგვტ ...

Read More »

აშშ-ში ზამთრის შტორმისა და ყინვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად სულ მცირე 62 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ BBC წერს. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ბუფალოს მიაყენა, სადაც ქარბუქის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. უხვთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო გაუქმებულია ათასობით ავიარეისი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

Read More »

თურქეთში, საკარიას გაზის საბადოს მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს – თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

შავი ზღვის თურქულ სექტორში „საკარიას“ საბადოს მარაგების მოცულობა 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. შეფასებები ეფუძნება ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, DeGolyer & MacNaughton-ის დასკვნებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, „საკარიას“ საბადოზე სამუშაოებში 50-ზე მეტი გემია ჩართული. „შავი ზღვის საბადოდან სამი წყალქვეშა მილსადენის გაყვანა და ტესტირება გრძელდება. 170 კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა ...

Read More »
ქარის ელექტროსადგურ ქართლის ტურბინები უკვე საქართველოშია

კასპში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

კომპანია ,,ვინდ ფარმი“ საკუთარი ხარჯებით ,,ქსნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევას ჩაატარებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს მინისტრთა კაბინეტმა იმსჯელა მთავრობის განკარგულების პროექტის შესახებ ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს შორის ,,ქსნის ქარის ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით ...

Read More »
ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

აშშ-ში 10 წლის განმავლობაში გაზის მოპოვება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

აშშ-ში 23 დეკემბრისთვის წინა დღესთან შედარებით ბუნებრივი აირის მოპოვებამ 10%-ით იკლო, ამის მიზეზი კი ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიაზე არასახარბიელო კლიმატური პირობებია – წერს Bloomberg. სააგენტოს მონაცემებით, გაზის მოპოვების ძირითად რაიონებში, მათ შორის, ტექსასის შტატში, რომელიც მთავარი მიმწოდებელია, ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა. ამან კი გამოიწვია მილების მოყივნა და მოპოვების შეჩერება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით გაზის მოხმარება გაზრდილია 2019 წლის მაქსიმალურ დონემდე. ...

Read More »

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. მან ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2022 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, სემეკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე საერთაშორისო პროექტებზე, სატარიფო რეგულირებასა და 2023 წლის გეგმებზე. სემეკის თავმჯდომარემ სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წელს კომისიაში სემეკში კომპანიების წინააღმდეგ ...

Read More »