ყირგიზეთმა და ყაზახეთმა შექმნეს ერთობლივი საწარმო, რომელიც ისიკ-კულში 35 მილიონი დოლარის ღირებულების მზის ელექტროსადგურს ააშენებს.
50 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, ეროვნული ენერგეტიკული ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „თაზაენერჯისა“ და ყაზახეთის საინვესტიციო კომპანია „TGS-Energy“-ს შორის გაფორმდა.
სოფელ თორუ-აიგირში პროექტისთვის 80 ჰექტარი მიწაა გამოყოფილი.
მხარეები გეგმავენ, რომ სადგურის მშენებლობა 2023 წლის დეკემბრისთვის დასრულდება. მზის ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 25 წელზე მეტი იქნება და ქსელს წელიწადში მინიმუმ 90 მილიონი კვტ/სთ მიაწვდის, – აცხადებენ ეროვნული ენერგოჰოლდინგში.