Author Archives: admin

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.25 (- 0.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.39 (- 0.11)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

სემეკში განახლებადი ენერგიების განვითარების მხარდამჭერი პროექტის ფარგლეფში შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა და სამომავლო სამუშაო გეგმები. შეხვედრა გახსნა პროექტის ლიდერმა საქართველოს მხრიდან, სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა. მან დადებითად შეაფასა სემეკში მე-4 დაძლობილების პროექტის მიმდინარეობა და ისაუბრა ეფექტიან შედეგებზე, რომელიც უკვე გამოიკვეთა მხარეთა მუშაობის შედეგად. შეხვედრაში მონაწილეობენ პროექტის ლიდერები, ევროდელეგაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სემეკში, ...

Read More »

სალვადორი ბიტკოინის ქალაქის აშენებას გეგმავს

სალვადორი მსოფლიოში პირველად ბიტკოინის სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას და უმსვილესი კრიპტოვალუტის ქალაქის აშენებას გეგმავს. როგორც სალვადორის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე აცხადებს, Bitcoin City თავისუფალი იქნება საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან. სალვადორი $1 მილიარდის ტოკენიზებული 10-წლიანი ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. Blockstream-ის მთავარი სტრატეგიის ოფიცრის, სამსონ მოუს თქმით, ე.წ. “ვულკანური ობლიგაციების” სახსრების ნახევარი ბიტკოინში გადაიცვლება, ხოლო მეორე ნახევარი ინფრასტრუქტურასა და ბიტკოინის მაინინგში ჩაიდება, რაც გეოთერმული ენერგიით გამოიკვებება. ინვესტორებს ასევე მიენიჭებათ მუდმივი საცხოვრებელი და მიიღებენ მოქალაქეობასაც. Bitcoin City კონჩაგუას ვულკანის მახლობლად აშენდება, რომელიც ბიტკოინის მაინინგისთვის ენერგიას უზრუნველყოფს. ბუკელემ ასევე დასძინა, ...

Read More »

ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე ისაუბრა მწვანე წყალბადის პროექტებზე, რაშიც საქართველო რეგიონში პირველი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმში, სახელწოდებით „ეკონომიკის მდგრადობა და გამწვანება – საქართველოს სტრატეგიები ეკონომიკის აღდგენის კონტექსტში კოვიდის შემდეგ“ მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოში ავსტრიის საელჩოს, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება თემაზე „რას ნიშნავს მდგრადობა პრაქტიკაში“ და საქართველოში კოვიდ-19-ის შემდგომ აღდგენის ტენდენციებზე, მდგრადი და მწვანე ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა. ...

Read More »
რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შედეგად ნავთობი გაძვირდა

სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის მარაგებს იაპონიაც გაყიდის

აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ, სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება იაპონიამაც მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ენერგორესურსების ფასების შემცირებაა. ამ ეტაპისთვის უცნობია რა ოდენობის ნავთობს გაყიდის ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, სექტემბრის ბოლოს ქვეყნის საცავებში ნავთობის მარაგი 467 მლნ ბარელს შეადგენდა.

Read More »

ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ყიდის

აშშ-ის შემდეგ, სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება ინდოეთმაც მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ენერგორესურსების ფასების შემცირების მიზნით, ინდოეთი სტრატეგიული მარაგებიდან 5 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სტრატეგიული რეზერვიდან 50 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

Read More »

აშშ მსოფლიო ბაზარზე გაიტანს ნავთობის სტრატეგიული მარაგის ნაწილს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ ბაზრისკენ მიმართავს ნავთობის სტრატეგიული მარაგის ნაწილს. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ამ ზომამ შესაძლოა შეამციროს მსოფლიოში ბუნებრივი აირის ფასები საშობაო არდადეგების წინა პერიოდში. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო ბაზარზე გაიტანს 50 მილიონ ბარელ ნავთობს. მაგრამ ამ ნაბიჯის ეფექტი შესაძლოა არ იყოს საკმარისი, ვინაიდან ნავთობი ბაზარზე, სავარაუდოდ, არაუადრეს დეკემბრის შუა რიცხვების ან ბოლოსთვის გამოჩნდება. 2019 ...

Read More »

ჯო ბაიდენის განცხადებით, ნავთობკომპანიები საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობას მოგების სახით ჯიბეში იდებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფედერალურ სავაჭრო კომისიას სთხოვა, განეხილა, იწვევს თუ არა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში პოტენციურად უკანონო და ანტიკონკურენტული ქცევა მომხმარებლებისთვის უფრო მაღალ ფასებს. „სინამდვილეში, საწვავის საბითუმო და საცალო ფასებს შორის სხვაობა წარსულის საშუალო მაჩვენებლებს რომ შეესაბამებოდეს, ამერიკელები ახლა, სულ მცირე, 25 ცენტით ნაკლებს გადაიხდიდნენ. ამის ნაცვლად, კომპანიები სხვაობას ჯიბეში იდებენ მოგების სახით. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა აშშ-ის ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

„სიკვდილი იქნება რბილი ჩაბნელება” – პასუხგაუცემელი კითხვები “ნამახვანზე”

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებთ სტატიას აქვეყნებს: რამდენიმე დღის წინ, ერთ საინტერესო ადამიანთან მქონდა საუბარი, რომელიც არაერთი გამოგონების ავტორია, ძალიან საინტერესო ბიოგრაფიით. მუშაობდა ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების შემდეგ მის კონსერვაციაზე, შემდეგ – აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა არმიის სამხედრო ბაზაზე, გერმანიის გაერთიანების პერიოდში. მოკლედ, არის საბჭოთა კავშირის დაშლის ბევრი ისტორიული ფაქტის მომსწრე და მოვლენის უშუალო მონაწილე. საუბარი ჩერნობილის ატომური სადგურით დავიწყეთ, შემდეგ – ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

პრემიერი: ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება ენერგეტიკა გახდეს

ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ქვეყანას შეუძლია. „ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება. ჩემი დავალებაა და მთავრობა მუშაობს ...

Read More »