Author Archives: admin

„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ლიეტუვაში დენი და გაზი გაძვირდა

ლიეტუვის ენერგეტიკის რეგულირების სახელმწიფო საბჭომ 2023 წლის პირველი ნახევრისთვის ელექტროენერგიისა და გაზის გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Ignitis grupe-ის (ყოფილი Lietuvos energija) ინფორმაციით, სტანდარტული ერთნაწილიანი ტარიფი 1-ლი იანვრიდან კვტ/სთ-ზე, სახელმწიფო კომპენსაციითა და დღგ-ს ჩათვლით, 28 ცენტი, ხოლო კომპენსაციის გარეშე 56,5 ცენტი იქნება, რაც ამჟამინდელ ოდენობაზე 17%-ით მეტია. საკვები პროდუქტების დამამზადებელი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი სახელმწიფო კომპენსაციით ...

Read More »

ლევან დავითაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირება პროგნოზირებადი გახდება. პირდაპირ შეძლებენ წარმოებული ენერგიის ევროპულ ბაზარზე გატანას

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვუში განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია. „ეს არ არის მხოლოდ ელექტროენერგიით მომარაგება, ეს არის მათ შორის გაზით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. ეს პროექტი, პირველ რიგში, ჩვენთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ენერგეტიკის, ენერგოსისტემის დაკავშირება მოხდება ევროპის ბაზართან“, – აღნიშნა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ევროპის ბაზართან დაახლოების მიზნით საქართველომ უკვე ...

Read More »

რუსეთმა უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვასა და ენერგოინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშების მიტანას. იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა კიევში. ქალაქ ლვივის 90 პროცენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ასეთი სარაკეტო თავდასხმებით მხოლოდ საქმეს ირთულებს და  სულ უფრო ნაკლები რაკეტა რჩება. ამ მომენტისთვის უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის დეფიციტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა კიევსა და მის შემოგარენში, ლვივის, ოდესის, ხერსონის, ვინიციისა და ზაკარპატიის რეგიონებში. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ...

Read More »

ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბის“ მილსადენით გეგმავს

Transneft-მა მიიღო განცხადება Kaztransoil-ისგან „დრუჟბის“ ნავთობსადენის დამატებითი სიმძლავრის რეზერვის შესახებ. ყაზახეთი გერმანიას ტრანზიტით, 2023 წელს 1,2 მილიონ ტონა ნავთობს მიაწვდის. წერს რუსული მედია. გერმანიამ სექტემბერში განაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ყაზახეთთან ნავთობის შესყიდვის თაობაზე „დრუჟბის“ მილსადენით ტრანსპორტირებით, რათა უზრუნველყოს დამატებითი რეზერვი ქალაქ შვედტში და რუსული ნავთობის მოცულობები ჩაანაცვლოს. ახლა ყაზახეთი „დრუჟბის“ მილსადენის ტრანზიტს და დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს უსტ-ლუგას პორტის ...

Read More »

რა ეფექტს ახდენს დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორსა და საბიუჯეტო შემოსავლებზე?

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი სადამსჯელო ზომა მიიღო, მათ შორის, ევროკავშირმა სანქციების რვა პაკეტი წარადგინა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და გაერთიანებულმა სამეფომ კი ანალოგიური შემზღუდავი რეგულაციები მიიღეს. დასავლეთის ერთიანობისა და სანქციების რეჟიმის თითქმის რვათვიანი მოქმედების შემდეგ, რუსეთის ეკონომიკაზე შემზღუდავი ზომების ეფექტი არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია, რაც, უმეტესწილად, სწორედ იმითაა ...

Read More »

ფინეთი რუსულ გაზს თხევადი გაზით ჩაანაცვლებს

ფინეთში თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების პირველი მცურავი ტერმინალი ჩავიდა. ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს გააზით დატვირთული ტანკერები უცხოელი მომწოდებლებისგან მიიღოს და რუსული მილსადენის გაზი ჩაანაცვლოს. ამ ინფორმაციას ოთხშაბათს გაზის ფინური ოპერატორი Gasgrid ავრცელებს. გარდა ამისა, თხევადი გაზს ფინეთიდან ესტონეთიც მიიღებს. გიბრალტარული გემი Exemplar ფინეთის პორტ ინკუში ჩადგა. ფინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მის 10 წლიან იჯარაზე. ტანკერები ფინეთში თხევად გაზს თვეში ორჯერ ...

Read More »

ევროპის მაცხოვრებლები კრიზისის გამო ელექტროენერგიის დაზოგვის გზებს ეძებენ

გათბობისა და ელექტროენერგიის მზარდი გადასახადები ევროპელებს ენერგიის მოხმარებისა და ხარჯების შემცირების გზების ძიებისკენ უბიძგებს – ევროპელები სულ უფრო აქტიურად აყენებენ მზის პანელებს სახლის სახურავებზე. ავტორიტეტულ გამოცემა Bloomberg-ს მაგალითად მოყავს შვედი მატს იოჰანსონი, რომელმაც ჰალმსტადში საკუთარი სახლის სახურავზე 13,5 კილოვატი სიმძლავრის 30 მზის პანელი დაამონტაჟა. Bloomberg-ი განმარტავს, რომ ქვეყანას ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ენერგიის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს – ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

30 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.  სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მუხაძის, ახვლედიანის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, ესენინის, სააკაძის, პეტრიწის, ფიროსმანის, ჩანტლაძის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გორგასლის და მეფე სოლომონ მეორეს ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,39 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 87,73 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ბილ გეიტსის დაფინანსებული ბირთვული რეაქტორის გამოცდა 2 წლით გადაიდო — მიზეზი რუსეთზე დამოკიდებულებაა

TerraPower, კომპანია რომელსაც ბილ გეიტსი მხარს აქტიურად უჭერდა, განვითარებულ ბირთვულ რეაქტორს სულ მცირე, ორი წლის დაგვიანებით შექმნის. ეს შედეგი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დადგა, რამაც აგრესორ ქვეყანასთან სავაჭრო კავშირების შეწყვეტა გამოიწვია. კომპანია თავისი პირველი რეაქტორის, Natrium-ის, ამუშავებას 2028 წელს, ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში აპირებდა. რუსეთი — HALEU საწვავის ერთადერთი მიმწოდებელი “TerraPower-მა წარადგინა გეგმა, რომელიც პირველადი დატვირთვისთვის HALEU-ს (high-assay low-enriched uranium) ...

Read More »