Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,14%-ით, 1,62 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 77,45 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სერტიფიცირება მომავალი წლის პირველ ნახევარში არ მოხდება

“ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის გაზსადენის საბოლოო ლიცენზიის გაცემა სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნაწილში არ მოხდება. ამის შესახებ გერმანიის ენერგო-რეგულატორი აცხადებს. „ბუდესნეტზაგენტურმა“ ნოემბერში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რეგულატორი, მილსადენის ოპერატორი კომპანიისგან, გერმანიაში ლეგალური რეგისტრაციის გავლას ითხოვს. რეგულატორის თქმით, მათ არ მიუღიათ საკმარისი დოკუმენტაცია, რათა ხელახლა დაიწყონ სერტიფიცირების პროცესი. „გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული შემდეგი წლის პირველ ნაწილში“, – განაცხადა ჯოხენ ჰომანმა, რეგულატორის ხელმძღვანელმა. ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,7 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,7 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 423.571 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5,53 მილიონი ბარელით  და შეადგინა  224,118 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,4 მილიონი ბარელით და შეადგინა  124,154 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »

რეფორმების წელი – ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

2021 ენერგორეფორმების წელი იყო. ნაწილობრივ ამოქმედდა ელექტროენერგეტიკული ბირჟა, დამტკიცდა ბუნებრივი გაზის ბაზრის ახალი კონცეფცია და, გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოიპოვა ISO-ს ხარისხის მართვის სტანდარტის სერტიფიკატი. თუმცა სემეკი და საქართველოს ენერგოსექტორი კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშეა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია წელს აჯამებს. როგორი იყო 2021 საქართველოს ენერგოსექტორისთვის? 2021 წელი, 2020-ის მსგავსად, პანდემიური წელია და, შესაბამისად, მართვისა და ...

Read More »

სს „თელასი“-ს განცხადებას ავრცელებს

სს „თელასი“-ს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ელექტროენერგიის განაწილების და გასაღების საქმიანობა გაიმიჯნა, 2021 წლის 1 ივლისიდან „თელასი“ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია გახდა. სს „თელასი“-ს საქმიანობა მოიცავს: ელექტროენერგიის ტრანსპორტირებას; თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის მომსახურებას, ექსპლუატაციას, რეკონსტრუქციას, მოდერნიზებას და გაფართოებას ელექტროენერგეტიკული სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. კომპანია ახორციელებს ელექტროენერგიის სატრანზიტო მომსახურებას, აბონენტთა ტექნიკურ მომსახურებას, თბილისში წყალმომარაგების და დასუფთავების ...

Read More »
ხუდონჰესი მართლაც გენიალური იდეაა

ჰესების დადებითი და უარყოფითი მხარეები — რა უნდა გავითვალისწინოთ

მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით განვითარებული ჰესები კრიტიკულ როლს ასრულებენ ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ინტერესია. სანამ არასწორად დაგეგმილი ჰესების საფრთხეებზე ვისაუბრებდეთ, შეგვიძლია ხაზი გავუსვათ იმ უპირატესობებს, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურების გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებას ენერგიის წარმოების სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით აქვს: ჰიდროელექტროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც იყენებს წყლის ენერგიას; ჰიდროელექტროსადგურები სუფთა და იაფი ენერგიის წყაროა მომავალი თაობებისთვის. ჰესები საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობით 50-დან 100 ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 1 700 აშშ დოლარამდე შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი დაახლოებით 15%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 700 აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისთვის ათას კუბურ მეტრზე 1 916,2 დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში ფასი 1 694,2 დოლარამდე დაეცა, შემდეგ კი ოდნავ გაიზარდა – 1 708,2 დოლარამდე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდი მოხსნა და ათას კუბურ მეტრზე 2000 აშშ ...

Read More »

თუ ნამოხვანჰესს სახელმწიფო ააშენებს, მოსახლეობისგან წინააღმდეგობა არ შეხვდება!

გამორიცხული არ არის, ნამოხვანჰესი სახელმწიფომ ააშენოს, თუმცა იქამდე უნდა გაირკვეს, ნამდვილად გადის თუ არა თურქული კომპანია „ენკა“ ქვეყნიდან. რა პლუსები და პრობლემები აქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მსგავსი მასშტაბის პროექტს და როგორი იქნება რიონის ხეობის მცველების პოზიცია, ახლა ესაა საინტერესო. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა ყველა მხარის პოზიციით და აზრი პროტესტის ავტორებსა და დარგის სპეციალისტებს ჰკითხა. ნამოხვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ” საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების ...

Read More »

სემეკმა ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის წესი დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი დაამტკიცა. როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წესის შესაბამისად, 2023 წლიდან წარმოშობის სერტიფიკატის მოპოვება სავალდებულო იქნება განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მწარმოებლებისათვის. სერტიფიკატის გამცემ ორგანოდ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განისაზღვრა. „წესის მიზანია ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის ნაზავში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილის ან რაოდენობის საბოლოო ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

ბენზინთან ერთად ავტოგაზიც ძვირდება

ბენზინის გაძვირებას ბუნებრივი და თხევადი აირებიც მიჰყვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირე ინტერვალებით მატულობს ფასი. ამ დროისთვის 1 კბ/მ ბუნებრივი გაზი 1,55 ლარი ღირს, ხოლო  თხევადი აირის (LPG) ღირებულება 1,70 ლარია. თუმცა უფრო ძვირი ღირდა ზაფხულის განმავლობაში, რაც პროდუქტის დეფიციტით იყო გამოწვეული. თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის, იმპორტიორი ნიკა ხოფერიას ინფორმაციით, ავტოგაზი ამ ეტაპზე  უკვე მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გამო ძვირდება. ,,ნედლი ნავთობის ფასები ...

Read More »