Author Archives: admin

ჩინეთში მსოფლიოში უდიდესი წყალზე მოტივტივე მზის ელექტროსადგური ამუშავდა

Huaneng Power International-მა ჩინეთის შანდონგის პროვინციაში მსოფლიოში უდიდესი წყალზე მოტივტივე ფოტოვოლტარული ელექტროსადგურის მშენებლობა დაასრულა. 320 მგვტ-იანი ელექტროსადგური უკვე ქსელში ჩაირთო. სადგურს წლიურად 550 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლება. ელექტროსადგური დაკავშირბული იქნება 100 მეგავატიან მზის ენერგიაზე მომუშავე მცურავ ფერმასთან და 8 მგვტ.სთ-იან ენერგიის საცავთან. 2020 წლის მონაცემებით, ჩინეთში ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების წილმა 27% შეადგინა – საერთო დადგმული სიმძლავრე კი 900 გიგავატია. მიუხედავად ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 85 დოლარს ასცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,6%-ით, 1,35 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 85,57 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რეპრესიები ყაზახეთში კრიპტოვალუტის „მაინერებს“ აზარალებს – ინტერნეტში შეფერხებებმა ბიტკოინის ქსელის სიმძლავრე დასცა

ბიტკოინების ქსელის გლობალური გამომთვლელი სიმძლავრე მკეთრად დაეცა ყაზახეთში სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რასაც მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვა მოჰყვა და რამაც დარტყმა მიაყენა ქვეყანაში კრიპტოვალუტის მოპოვების სწრაფად მზარდ სფეროს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ალტერნატიული ფინანსების კემბრიჯის ცენტრის მონაცემებით, შარშან ყაზახეთი აშშ-ის მერე მეორე ცენტრი გახდა მსოფლიოში ბიტკოინების მოპოვების მხრივ მას მერე, რაც ჩინეთმა შეზღუდა საქმიანობა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის. 6 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ...

Read More »

გიორგი ფანგანი: იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, დავალიანების დაფარვის ვადა იანვრის ბოლომდე ექნებათ

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, დავალიანების დაფარვის ვადა იანვრის ბოლომდე ექნებათ. „დარიცხვებთან დაკავშირებით კომისიაში მოქალაქეთა არაერთი ზარი შემოვიდა. კომპანიებთან ერთად განვიხილეთ დარიცხვების საკითხი და როგორც “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” („თელმიკო“), ასევე „ჯოჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 2 ქვითარი მიიღეს, გადაუხდელობის გამო, ინავარში არ შეუწყვეტენ მომარაგებას. მათ აქვთ შესაძლებლობა, დარიცხული გადასახადი დაფარონ მიმდინარე თვის ბოლომდე. ...

Read More »

გერმანელთა უმეტესობა “ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს” მხარს უჭერს

საზოგადოებრივი სატელევიზიო არხის ARD-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა “ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს” გაზსადენის პროექტს მხარს უჭერს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს. გერმანია-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, ათი რესპონდენტიდან ექვსი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ გაზსადენი უნდა ამოქმედდეს. წყარო: report.ge

Read More »

სემეკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „2021 წლის დეკემბერის ინფლაციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ცალკეული ნაწილის, ზოგიერთ მედიასაშუალებაში განმარტების გარეშე გავრცელებამ, საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა. იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად შემცირდა

მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი 43 000 დოლარამდე დაეცა. აღნიშნულის შესახებ იუწყება  CoinDesk. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 6.84%-ით დაეცა და 43,225.28 აშშ დოლარს შეადგენს. კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 816,29 მილიარდი დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

შესაძლოა, Hyundai-მ შიდაწვის ძრავების წარმოება შეწყვიტოს

გასულ კვირას კორეული ავტომწარმოებელი Hyundai მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა: საქმე ისაა, რომ რამდენიმე ავტორიტეტულმა გამოცემამ, სანდრო წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ Hyundai მანქანების შიდაწვის ძრავების წარმოების შეწყვეტას აპირებს, რათა კომპანიის რესურსები ელექტრომანქანების წარმოებას მოახმაროს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება, მიუხედავად მისი მოულოდნელობისა, აზრს მოკლებული არ არის, რადგან ის სრულად თანხვდენილია 2030 წლისათვის შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოების აკრძალვის ტენდენციასთან, რომელიც მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ფიქსირდება, მათ შორის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,1%-ით, 1,73 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 84,22 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »