Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 94 აშშ დოლარს გადასცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,6 %-ით, 1,49 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 94,66 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ბოლო კვირის განმავლობაში ევროპაში გაზის ფასი 20%-ით გაიზარდა

ევროპულ ენერგეტიკულ ბაზრებზე პარასკევს 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა 1 065 დოლარს მიაღწია, რაც გასული კვირის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. მთელი კვირის განმავლობაში ბუნებრივი აირით ვაჭრობის მთავარ ევროპულ ბაზარზე TTF [ნიდერლანდები] გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 1 000-დან 1 100 დოლარამდე მერყეობდა. ბუნებრივი აირის ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეკორდულად იზრდება. გასული წლის 21 დეკემბერს ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე ახალი რეკორდი ...

Read More »

გიორგი ლეფსვერიძე: ყველა აბონენტს მოვუწოდებთ, არ მოიხმარონ ღია წვის დანადგარები, არ მოიხმარონ გაზქურა და გაზქურის ღუმელი გათბობის მიზნით, დაემორჩილონ ჩვენს სპეციალისტებს

„მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, რაც პირველადი დათვალიერების შედეგად ჩვენი სპეციალისტებისთვის გახდა ცნობილი, არის ნახშირორჟანგი”, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძემ გლდანში 5 ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ”ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სამაშველო სამსახური შევიდა აღნიშნულ ბინაში, მათ აღმოაჩინეს ღია და ანთებულ მდგომარეობაში გაზქურის ღუმელი, რომლითაც სავარაუდოდ, აღნიშნული ოჯახი იყენებდა გათბობის მიზნით. ეს არის პირველადი ვარაუდი, დანარჩენს ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ევროპა TAP-ით გაზის მიღებას ჩქარობს

ევროპის კავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმსონი გეგმავს სთხოვოს აზერბაიჯანს ექსტრემალურ სიტუაციებში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, რადგან ჩქარობს საგანგებო გეგმის შემუშავებას იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხის ქვეშ დააყენებს ენერგომომრაგებას. იგი მომავალ პარასკევს ჩავა ბაქოში და გამართავს მოლაპარკებებს შესაბამის პირებთან. ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა განხორციელდეს ტრანს-ადრიატიკული მილსადენით (TAP), რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ...

Read More »

“თბილისი ენერჯი” – უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია

ცოტა ხნის წინ გლდანში უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს. “მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ...

Read More »

სახლებში გაზქურიდან მეთანი მუდმივად ჟონავს – კვლევა

შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის თანახმად, გაზის ღუმელებიდან მცირე რაოდენობის მეთანი მუდმივად ჟონავს, მაშინაც კი, როცა გამორთულია. კვლევა კალიფორნიაში ჩატარდა და ჟურნალ Environmental Science & Technology-ში გამოქვეყნდა. კვლევამ, რომელიც ამოწმებდა სახლებში არსებულ გამონაბოლქვის დონეს, შეშფოთება გამოიწვია შიდა ჰაერის ხარისხსა და ჯანმრთელობაზე აზოტის ოქსიდის დონის გამო. მაშინაც კი, როდესაც გაზქურები გამორთულია, აშშ-ში ყოველწლიურად გაზის ღუმელები ჰაერში 2,4 მილიონი ტონა მეთანის ნახშირორჟანგს გამოყოფენ. ეს არის წელიწადში ...

Read More »

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ გლდანში ხუთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაცია გახდა

„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, რომ გლდანში ხუთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაცია გახდა. მისი თქმით, სამაშველო სამსახურის ბინაში შესვლისას აღმოჩნდა, რომ ღია და ანთებულ მდგომარეობაში იყო გაზქურის ღუმელი. „მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი, რაც პირველადი დათვალიერების შედეგად ჩვენი სპეციალისტებისთვის გახდა ცნობილი არის CO. ჩვენი ინფორმაციით, როდესაც სამაშველო სამსახური შევიდა აღნიშნულ ბინაში, მათ აღმოაჩინეს ღია და ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,71 %-ით, 0,67 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,17 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

2021 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 2.4%-ით გაიზარდა

ჩინეთში ნედლი ნავთობის მოპოვებამ გასულ წელს თითქმის 199 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2,4%-ით მეტია წლიური მონაცემებით. სააგენტო “სინხუა”-ს მიერ გვრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ეს მოცულობა 4%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მხოლოდ დეკემბრის თვეში ქვეყანაში მოპოვებულ იქნა 16,47 მლნ ტონა ნედლი ნავთობი, რაც 1,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მონაცემების მიხედვით, გასულ ...

Read More »

TESLA წელს გაყიდვების 50%-იან ზრდას ელის

ილონ მასკის განცხადებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემების მიუხედავად, 2022 წელს Tesla–ს გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით, 50%-ზე მეტით გაიზრდება. როგორც BBC წერს, 2021 წელს Tesla-ს გაყიდვები 71%-ით, $53.8 მლრდ-მდე გაიზარდა და კომპანიამ მომხმარებელს 936 000-ზე მეტი მანქანა მიაწოდა. შესაბამისად, ელექტრომობილების მწარმოებელმა გასულ წელს რეკორდული $5.5 მლრდ-ის მოგება მიიღო. “2021 წელი იყო გარღვევა Tesla-სთვის და ზოგადად ელექტრო მანქანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებრძოდით ...

Read More »