Author Archives: admin

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,35 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,35 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 415,907 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  3,62  მილიონი ბარელით  და შეადგინა  240,991 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,33 მილიონი ბარელით და შეადგინა  114,206 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საწვავის ფასმა პიკს მიაღწია და შემდეგი კვირიდან, წესით, გაიაფება უნდა დაიწყოს

ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებებს განიცდის. წინა კვირის ბოლოს 14 წლის რეკორდიც კი დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ ფასმა კლება დაიწყო და ახლა 1 ბარელის ღირებულება 100 დოლარის ფარგლებშია. მსოფლიოს ბირჟებზე არსებულმა მდგომარეობამ საქართველოზე გავლენა უკვე მოახდინა. გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება, პარალელურად, ლარიც გაუფასურდა. ახლა საინტერესოა, მიაღწია თუ არა საწვავის ფასმა უმაღლეს ნიშნულს და როდიდან დაიწყება ფასების ...

Read More »

ნავთობის ფასი კლების შემდეგ, მცირედით გაიზარდა და $100 ისევ გადააჭარბა

2022 წლის 17 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.85 (+4.83)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 99.48  (+4.46)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ვინ არის დაინტერესებული არალეგალური ურანით და როგორ მოხვდა ის საქართველოში

აშშ რუსეთიდან ურანის იმპორტის შემცირებაზე მუშაობს

აშშ საკუთარი სიმძლავრეების გაზრდის გზით, რუსეთიდან ურანის იმპორტის შემცირებაზე მუშაობს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ჯენიფერ გრენჰოლმა განაცხადა. ჟურნალისტებმა მას კითხეს, როგორ აპირებს აშშ შეამციროს რუსული ურანის იმპორტი. „ურანის მოწოდება – განსაკუთრებით ურანით ნაკლებადგამდიდრებული საწვავის იმპორტი, ნამდვილად მნიშვნელოვანია შტატებისთვის, იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი ბირთვული რეაქტორების მუშაობა. იმპორტის შემცირება არის ის რაზეც ჩვენ ვმუშაობთ,“ – განაცხადა მან. მანვე დასძინა, რომ კონგრესის ...

Read More »

სსე-ს გენერალურმა დირექტორმა ენერგეტიკის სექტორში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის განხილვის მიზნით ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ენერგეტიკის სექტორში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის განხილვის მიზნით ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართა და მას სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ. სომეხმა და ქართველმა კოლეგებმა იმსჯელეს საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებში არსებულ ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

როგორია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე?

უკრაინის ომის ფონზე, ჩვენს ქვეყანაში კონფლიქტის პოტენციური ესკალაციის გარდა, საფრთხის შემცველი ის შედეგებია, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებამ მოუტანოს. ამ მხრივ, მარცვლეულისა და ფულადი გზავნილების პარალელურად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რუსული ენერგეტიკა რჩება, რამაც ბევრად უფრო დიდი და განვითარებული ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა. ენერგეტიკული პროდუქტები, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენს სამომხმარებლო კალათაში შედის და გავლენას ცხოვრების დონეზეც ახდენს. ...

Read More »
უკრაინა

ზელენსკიმ უკრაინაში კრიპტოვალუტა დააკანონა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ვირტუალური აქტივების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. კანონი განსაზღვრავს კრიპტო აქტივების სამართლებრივ სტატუსს, კლასიფიკაციას და საკუთრებას, ასევე მომსახურების მიმწოდებლების ჩამონათვალს და მათი რეგისტრაციის პირობებს. შესაბამისად, უცხოური და უკრაინული კრიპტობირჟები იმუშავებენ ლეგალურად, ბანკები გახსნიან ანგარიშებს კრიპტოვალუტაში და უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ თავიანთი ვირტუალური აქტივები დაიცვან სამართლებრივი მექანიზმებით.

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 17 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ბასილაიას და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე იბერის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის ...

Read More »
რუსეთი გაზის ტრანზიტის საკითხში უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს

მოსკოვი ანკარასთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაზრდას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის, იური ფილიპსონის განცხადებით, რუსეთი თურქეთთან ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის გაზრდას აპირებს. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის სფეროში პროექტების განხორციელება გეგმის მიხედვით მიდის. ამის შესახებ მან РИА Новости-ს განუცხადა. დიპლომატის თქმით, მოსკოვი სათანადოდ აფასებს „თურქი პარტნიორების დაბალანსებულ ხაზს“, რომლებიც, ბევრისგან განსხვავებით, არ არიან მზად, უარი თქვან საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე, „არ ემორჩილებიან უცერემონიო გარე ზეწოლას“. ...

Read More »

ნინო თანდილაშვილმა გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) დაარსებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის სპეციალური სესია, ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომელზეც სესიის მონაწილეებს, საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სიტყვით მიმართა. „2022 წელი UNEP-ისა და საქართველოს თანამშრომლობის ოცდამეათე საიუბილეო წელია. UNEP-თან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ამოცანაა, განვახორციელოთ მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 ...

Read More »